საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ნანუკა ჟორჟოლიანისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკაზე განცხადებას ავრცელებს  - რა დეტალები ხდება ცნობილი
პროკურატურა ნანუკა ჟორჟოლიანისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკაზე განცხადებას ავრცელებს  - რა დეტალები ხდება ცნობილი

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის სახ­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­და.

  • რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს „ე.წ. „ფონ­დე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის - ნანა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის, ალექ­სან­დრე ცქი­ტიშ­ვი­ლის, ლაშა არ­ვე­ლა­ძის, გუგა ხე­ლა­ი­ას და მა­რი­ამ ბა­ჯე­ლი­ძის ფაქ­ტობ­რივ და რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და პი­რა­დი ჩხრე­კე­ბა“.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ბო­ტა­ჟის, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში სა­ბო­ტა­ჟის მცდე­ლო­ბის, უცხო­ე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის და უცხო­ე­თის კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის მტრულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ფი­ნან­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, 2025 წლის 17 მარტს ყა­და­ღა და­ე­დო „ნა­ნუ­კას ფონ­დი“-ს „ფროს­ფე­რი­თი“-ს, „ფონ­დი ერ­თმა­ნე­თის­თვის 24/7“-ს, „სირ­ცხვი­ლია“-ს და „თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლი“-ს სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ფი­ნან­სურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში, ისე­ვე რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რე­ბი­სათ­ვის და­კის­რე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­და­ში.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ინ­ფორ­მა­ცი­ის და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მულ იქნა გან­ჩი­ნე­ბე­ბი ე.წ. „ფონ­დე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის - ნანა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის, ალექ­სან­დრე ცქი­ტიშ­ვი­ლის, ლაშა არ­ვე­ლა­ძის, გუგა ხე­ლა­ი­ას და მა­რი­ამ ბა­ჯე­ლი­ძის ფაქ­ტობ­რივ და რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და პი­რა­დი ჩხრე­კე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო და­ნა­ყო­ფე­ბი ატა­რე­ბენ შე­სა­ბა­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, აქ­ტი­ვისტ მა­რი­ამ ბა­ჯე­ლი­ძის სახ­ლში ჩხრე­კა დას­რულ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მას­თან, გამ­თე­ნი­ი­სას მი­ვიდ­ნენ. პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩხრე­კა მიმ­დი­ნა­რე­ობს „ნა­ნუ­კას ფონ­დის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის სახ­ლში. ასე­ვე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლის სახ­ლშიც.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

პროკურატურა ნანუკა ჟორჟოლიანისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკაზე განცხადებას ავრცელებს  - რა დეტალები ხდება ცნობილი

პროკურატურა ნანუკა ჟორჟოლიანისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკაზე განცხადებას ავრცელებს  - რა დეტალები ხდება ცნობილი

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებული ჩხრეკა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე ჩატარდა.

  • როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს „ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკება“.

"საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.

სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. პროკურატურის წარმომადგენლები მასთან, გამთენიისას მივიდნენ. პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.

წაიკითხეთ ასევე: