მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსხვერპლი სასიკვდილოდ სცემეს, გაძარცვეს და გაიქცნენ..." - აშშ-ში, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 ქართველი დააკავეს: რას წერს ადგილობრივი მედია?
"მსხვერპლი სასიკვდილოდ სცემეს, გაძარცვეს და გაიქცნენ..." - აშშ-ში, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 ქართველი დააკავეს: რას წერს ადგილობრივი მედია?

26 აპ­რილს, ღა­მით, ამე­რი­კა­ში, ვუდ­ლენდ ჰილზ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ სამი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვეს. რო­გორც ირ­კვე­ვა ესე­ნი არი­ან: 38 წლის პა­ა­ტა ყო­ჩი­აშ­ვი­ლი, 46 წლის ზაზა ოთა­რაშ­ვი­ლი და 52 წლის ბე­სიკ ხუ­ციშ­ვი­ლი.

26 აპ­რილს, ლოს-ან­ჯე­ლე­სის პო­ლი­ცი­ამ ვუდ­ლენდ ჰილსში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. მოკ­ლუ­ლი 47 წლის ალექ­სან­დრე მო­დე­ბა­ძის სახ­ლში, შა­ბათს გამ­თე­ნი­ი­სას შე­იჭრ­ნენ და მოკ­ლეს. სა­მი­ვე ეჭ­ვმი­ტა­ნილს ბრა­ლი მკვლე­ლო­ბა­ში წა­უ­ყე­ნეს და თი­თო­ე­ულ მათ­განს 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გი­რაო შე­ე­ფარ­და.

  • რას წერს ამე­რი­კუ­ლი მე­დია მომ­ხდარ­ზე?

შა­ბათს, 26 აპ­რილს, გამ­თე­ნი­ი­სას ლოს-ან­ჯე­ლე­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფიც­რე­ბი, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას­თან ერ­თად, დე ლა ოსას ქუ­ჩა­ზე გა­მო­ი­ძა­ხეს.

ად­გილ­ზე მი­სულ­მა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ნა­ხეს სას­ტი­კად ნა­ცე­მი 47 წლის ალექ­სან­დრე მო­დე­ბა­ძე, რო­მელ­სა თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა. მე­დი­კო­სებ­მა ის ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს.

მკვლე­ლო­ბის საქ­მის დე­ტექ­ტი­ვებ­მა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­ად­გი­ნეს, რომ სახ­ლში სამი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი შე­იჭ­რა, რის მე­რეც მო­დე­ბა­ძე ტყვედ აიყ­ვა­ნეს და მას­ზე იძა­ლა­დეს.

პირ­ვე­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ვან ნა­ის­ში, სე­პულ­ვე­და­სა და ბერ­ბან­კის ბულ­ვა­რე­ბის მახ­ლობ­ლად და­ა­კა­ვეს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ორი - გლენ­დე­ილ­ში.

მომ­ხდარ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, რო­გორც უკვე დავ­წე­რეთ, ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან.

  • რას ამ­ბო­ბენ და­ნა­შა­უ­ლი ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რებ­ლე­ბი?

ვუდ­ლენდ ჰილ­ზის ამ რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი უკი­დუ­რე­სად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან მომ­ხდა­რით.

"და­წყე­ბი­თი სკო­ლა მდე­ბა­რე­ობს პირ­და­პირ ქუ­ჩის გა­დაღ­მა იმ სახ­ლი­დან, სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და, აქა­უ­რო­ბა სა­მუ­შაო დღე­ებ­ში სავ­სეა ბავ­შვე­ბით. ეს ტე­რი­ტო­რია კარგ უბ­ნად მი­იჩ­ნე­ვა... ვლო­ცუ­ლობ მსხვერ­პლის ოჯა­ხის­თვის, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგეს... მომ­ხდა­რი ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა“, - კარ­გი უბა­ნია“, - ამ­ბობს მე­დი­ას­თან მა­ზეო ალე­ნი.

„ის [მო­დე­ბა­ძე] ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი ჩან­და, ყო­ველ­თვის ძაღ­ლთან ერ­თად სე­ირ­ნობ­და. მეც ორი ძაღ­ლი მყავს, ხში­რად ვხვდე­ბო­დით. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რაც მას და­ე­მარ­თა“, - თქვა მე­ზო­ბელ­მა ტონი ვი­ტემ.

"შო­კის­მომ­გვრე­ლია. ღა­მით და­ძი­ნე­ბის მე­ში­ნია, რა მოხ­დე­ბა, თუ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­მიზ­ნე ჩემი სახ­ლიც გახ­დე­ბა?“ - ამ­ბობს კი­დევ ერთი მე­ზო­ბე­ლი ლი­ე­ნი.

დე­ტექ­ტი­ვებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ სამი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი შე­იჭ­რა სახ­ლში, მსხვერ­პლი სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მეს, შემ­დეგ გა­ძარ­ცვეს და გა­იქ­ცნენ.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის პო­ლი­ცი­ას ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­უხ­მა­უ­რე­ბია მო­ტი­ვი და არც ის და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მი­ზა­ნი ძარ­ცვა იყო, თუ კონ­კრე­ტუ­ლად მო­დე­ბა­ძის ლიკ­ვი­და­ცია.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ჩანს, მო­დე­ბა­ძის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი გა­თი­შუ­ლი იყო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"მსხვერპლი სასიკვდილოდ სცემეს, გაძარცვეს და გაიქცნენ..." - აშშ-ში, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 ქართველი დააკავეს: რას წერს ადგილობრივი მედია?

"მსხვერპლი სასიკვდილოდ სცემეს, გაძარცვეს და გაიქცნენ..." - აშშ-ში, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 ქართველი დააკავეს: რას წერს ადგილობრივი მედია?

26 აპრილს, ღამით, ამერიკაში, ვუდლენდ ჰილზში მომხდარი მკვლელობის შემდეგ სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც ირკვევა ესენი არიან: 38 წლის პაატა ყოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკ ხუციშვილი.

26 აპრილს, ლოს-ანჯელესის პოლიციამ ვუდლენდ ჰილსში მომხდარი მკვლელობის თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია. მოკლული 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის სახლში, შაბათს გამთენიისას შეიჭრნენ და მოკლეს. სამივე ეჭვმიტანილს ბრალი მკვლელობაში წაუყენეს და თითოეულ მათგანს 2 მილიონი დოლარის გირაო შეეფარდა.

  • რას წერს ამერიკული მედია მომხდარზე?

შაბათს, 26 აპრილს, გამთენიისას ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცრები, სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად, დე ლა ოსას ქუჩაზე გამოიძახეს.

ადგილზე მისულმა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებმა ნახეს სასტიკად ნაცემი 47 წლის ალექსანდრე მოდებაძე, რომელსა თავის არეში მიყენებული ჰქონდა სასიკვდილო დაზიანება. მედიკოსებმა ის ადგილზე გარდაცვლილად გამოაცხადეს.

მკვლელობის საქმის დეტექტივებმა გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ სახლში სამი ეჭვმიტანილი შეიჭრა, რის მერეც მოდებაძე ტყვედ აიყვანეს და მასზე იძალადეს.

პირველი ეჭვმიტანილი ვან ნაისში, სეპულვედასა და ბერბანკის ბულვარების მახლობლად დააკავეს, ხოლო დანარჩენი ორი - გლენდეილში.

მომხდარში ბრალდებულები, როგორც უკვე დავწერეთ, ქართველები არიან.

  • რას ამბობენ დანაშაული ადგილის მიმდებარედ მცხოვრებლები?

ვუდლენდ ჰილზის ამ რაიონში მცხოვრებლები უკიდურესად შეშფოთებულები არიან მომხდარით.

"დაწყებითი სკოლა მდებარეობს პირდაპირ ქუჩის გადაღმა იმ სახლიდან, სადაც მკვლელობა მოხდა, აქაურობა სამუშაო დღეებში სავსეა ბავშვებით. ეს ტერიტორია კარგ უბნად მიიჩნევა... ვლოცულობ მსხვერპლის ოჯახისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს... მომხდარი ძალიან სამწუხაროა“, - კარგი უბანია“, - ამბობს მედიასთან მაზეო ალენი.

„ის [მოდებაძე] ძალიან კარგი ადამიანი ჩანდა, ყოველთვის ძაღლთან ერთად სეირნობდა. მეც ორი ძაღლი მყავს, ხშირად ვხვდებოდით. ძალიან სამწუხაროა, რაც მას დაემართა“, - თქვა მეზობელმა ტონი ვიტემ.

"შოკისმომგვრელია. ღამით დაძინების მეშინია, რა მოხდება, თუ დამნაშავეების სამიზნე ჩემი სახლიც გახდება?“ - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი ლიენი.

დეტექტივებმა დაადგინეს, რომ სამი ეჭვმიტანილი შეიჭრა სახლში, მსხვერპლი სასიკვდილოდ სცემეს, შემდეგ გაძარცვეს და გაიქცნენ.

ლოს-ანჯელესის პოლიციას ჯერ ოფიციალურად არ გაუხმაურებია მოტივი და არც ის დაუკონკრეტებია, დამნაშავეების მიზანი ძარცვა იყო, თუ კონკრეტულად მოდებაძის ლიკვიდაცია.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, მოდებაძის სათვალთვალო კამერები გათიშული იყო.

იხილეთ ასევე: