პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეჭვი მაქვს, რომ გიორგი მოწამლეს, მისი მდგომარეობა დამძიმდა... ეს გააკეთეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, რუსულმა მთავრობამ, გაბიტაშვილმა" - გიორგი ჩიკვაიძის დედა
"ეჭვი მაქვს, რომ გიორგი მოწამლეს, მისი მდგომარეობა დამძიმდა... ეს გააკეთეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, რუსულმა მთავრობამ, გაბიტაშვილმა" - გიორგი ჩიკვაიძის დედა

"მე, რო­გორც დედა და ექი­მი, ვფიქ­რობ, რომ გი­ორ­გი არის მო­წამ­ლუ­ლი. ეს გა­ა­კე­თეს რუ­სულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა, რუ­სულ­მა მთავ­რო­ბამ, ჩვენ­მა „პა­ტივ­ცე­მულ­მა“ პრო­კუ­რორ­მა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა და მე-18 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის დი­რექ­ტორ­მა, და­ვით და­რა­სე­ლი­ამ - მე მათ ყვე­ლას ვა­და­ნა­შა­უ­ლებ ჩემი შვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ის ოპე­რა­ცი­ა­ში", - ამის შე­სა­ხებ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლის, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძის დე­დამ, ეკა წე­რე­თელ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და.

  • ეკა წე­რეთ­ლის თქმით, მისი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

"გუ­შინ, შუა ღა­მეს, და­ახ­ლო­ე­ბით 01:30 სა­ათ­ზე და­მი­კავ­შირ­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის სამ­სა­ხუ­რი, ისი­ნი გი­ორ­გის სწრა­ფი ზა­რის გამო, გი­ორ­გის­თან ძა­ლი­ან გვი­ან შე­ვიდ­ნენ. გი­ორ­გის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და არ მგო­ნია, რომ დღეს სა­სა­მარ­თლო­ში მო­იყ­ვა­ნონ, მით უმე­ტეს, რომ გა­ძე­ვე­ბუ­ლია სხდო­მი­დან. მე, რო­გორც დე­დას, ეჭვი მაქვს, რომ გი­ორ­გი მო­წამ­ლეს. გა­ურ­კვე­ვე­ლი, უდი­აგ­ნო­ზო კრუნ­ჩხვა, რო­მე­ლიც მას ჰქონ­და 13 მარტს, რომ­ლის შე­დე­გად ის ეტლს მი­ე­ჯაჭ­ვა, მარ­ჯვე­ნა თვალ­ში მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გა. დღეს კი, ადა­მი­ანს უკვე კა­ნის პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო, რაც ცხოვ­რე­ბა­ში არ ჰქო­ნია.

მე, რო­გორც დედა და ექი­მი, ვფიქ­რობ, რომ ის არის მო­წამ­ლუ­ლი. ეს გა­ა­კე­თეს რუ­სულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა,რუ­სულ­მა მთავ­რო­ბამ, ჩვენ­მა “პა­ტივ­ცე­მულ­მა” პრო­კუ­რორ­მა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა და მე-18 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტორ­მა, და­ვით და­რა­სე­ლი­ამ. მე მათ ყვე­ლას ვა­და­ნა­შა­უ­ლებ ჩემი შვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ის ოპე­რა­ცი­ა­ში. დიახ, ასე ვფიქ­რობ, რომ ცი­ხე­ში მო­წამ­ლეს. ამას სჭირ­დე­ბა ტოქ­სი­კო­ლო­გე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა. მივ­მარ­თავ სა­ხალ­ხო დამ­ცველს და ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მელ­საც ხე­ლე­წი­ფე­ბა, რომ რამე გა­კე­თოს“,- გა­ნა­ცხა­და ეკა წე­რე­თელ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო პა­ტიმ­რო­ბით 11 მარტს შე­ეც­ვა­ლა, ის სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ჩიკ­ვა­ი­ძის მხრი­დან გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის მო­ტი­ვით მი­მარ­თა, რაც მო­სა­მარ­თლე იზა კე­ლენ­ჯე­რი­ძემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილს, მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ძა­ლა­ში დარ­ჩა.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბა კომ­პა­ნია „ელთ ბილ­დინ­გის“ სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე.

კერ­ძოდ კი, შპს „ელთ ბილ­დინ­გის­თვის" ბრალ­დე­ბუ­ლებს, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძი­სა და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ას - „რამ­სეს ჯე­ორ­ჯი­ან იახ­ტინგ პლათ­ფორმს“ იახ­ტა უნდა ჩა­მო­ეყ­ვა­ნა. მათ შო­რის გა­ფორმ­და იახ­ტის ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 1 155 019 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ. ასე­ვე, მხა­რე­ებს შო­რის გა­ფორმ­და იახ­ტის იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ეჭვი მაქვს, რომ გიორგი მოწამლეს, მისი მდგომარეობა დამძიმდა... ეს გააკეთეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, რუსულმა მთავრობამ, გაბიტაშვილმა" - გიორგი ჩიკვაიძის დედა

"ეჭვი მაქვს, რომ გიორგი მოწამლეს, მისი მდგომარეობა დამძიმდა... ეს გააკეთეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, რუსულმა მთავრობამ, გაბიტაშვილმა" - გიორგი ჩიკვაიძის დედა

"მე, როგორც დედა და ექიმი, ვფიქრობ, რომ გიორგი არის მოწამლული. ეს გააკეთეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, რუსულმა მთავრობამ, ჩვენმა „პატივცემულმა“ პროკურორმა გაბიტაშვილმა და მე-18 პენიტენციური სისტემის დირექტორმა, დავით დარასელიამ - მე მათ ყველას ვადანაშაულებ ჩემი შვილის ლიკვიდაციის ოპერაციაში", - ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულის, გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

  • ეკა წერეთლის თქმით, მისი შვილის მდგომარეობა მძიმეა.

"გუშინ, შუა ღამეს, დაახლოებით 01:30 საათზე დამიკავშირდა სახალხო დამცველის აპარატის სამსახური, ისინი გიორგის სწრაფი ზარის გამო, გიორგისთან ძალიან გვიან შევიდნენ. გიორგის მდგომარეობა დამძიმდა და არ მგონია, რომ დღეს სასამართლოში მოიყვანონ, მით უმეტეს, რომ გაძევებულია სხდომიდან. მე, როგორც დედას, ეჭვი მაქვს, რომ გიორგი მოწამლეს. გაურკვეველი, უდიაგნოზო კრუნჩხვა, რომელიც მას ჰქონდა 13 მარტს, რომლის შედეგად ის ეტლს მიეჯაჭვა, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. დღეს კი, ადამიანს უკვე კანის პრობლემები დაეწყო, რაც ცხოვრებაში არ ჰქონია.

მე, როგორც დედა და ექიმი, ვფიქრობ, რომ ის არის მოწამლული. ეს გააკეთეს რუსულმა სპეცსამსახურებმა,რუსულმა მთავრობამ, ჩვენმა “პატივცემულმა” პროკურორმა გაბიტაშვილმა და მე-18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, დავით დარასელიამ. მე მათ ყველას ვადანაშაულებ ჩემი შვილის ლიკვიდაციის ოპერაციაში. დიახ, ასე ვფიქრობ, რომ ციხეში მოწამლეს. ამას სჭირდება ტოქსიკოლოგების გამოკვლევა. მივმართავ სახალხო დამცველს და ყველა ორგანიზაციას, რომელსაც ხელეწიფება, რომ რამე გაკეთოს“,- განაცხადა ეკა წერეთელმა.

ინფორმაციისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით 11 მარტს შეეცვალა, ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ, ჩიკვაიძის მხრიდან გირაოს პირობების დარღვევის მოტივით მიმართა, რაც მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ირაკლი პაპიაშვილს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა.

ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.