Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 ქალიშვილის მამა, ექსბანკირი და ახალბედა პოლიტიკოსი, რომელიც ტრამპს ბოროტმოქმედ "ვოლდემორს" ადარებს - ვინ არის მარკ კარნი, რომელიც კანადის პრემიერი ხდება
4 ქალიშვილის მამა, ექსბანკირი და ახალბედა პოლიტიკოსი, რომელიც ტრამპს ბოროტმოქმედ "ვოლდემორს" ადარებს - ვინ არის მარკ კარნი, რომელიც კანადის პრემიერი ხდება

კა­ნა­და­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში მარკ კარ­ნის "ლი­ბე­რა­ლუ­რი პარ­ტი­ამ" გა­ი­მარ­ჯვა.

  • კარ­ნიმ სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა კა­ნა­დის მი­მართ აშშ-ის პო­ლი­ტი­კა­ზე და ხაზი გა­უს­ვა, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს სურს კა­ნა­დის მიწა და რე­სურ­სე­ბი.

"ამე­რი­კას სურს ჩვე­ნი მიწა, ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბი, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი ცდი­ლობს ჩვენს გა­ტე­ხას, რათა ამე­რი­კამ ჩვე­ნი მი­სა­კუთ­რე­ბა შეძ­ლოს, ეს არას­დროს მოხ­დე­ბა. ჩვე­ნი ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც აშშ-სთან ინ­ტეგ­რა­ცი­ას გუ­ლის­ხმობ­და, დას­რულ­და. ჩვენ გა­დავ­ლა­ხეთ ამე­რი­კუ­ლი ღა­ლა­ტის შოკი, ერ­თმა­ნეთ­ზე უნდა ვიზ­რუ­ნოთ“, - აღ­ნიშ­ნა კარ­ნიმ.

  • მისი თქმით, ის და დო­ნალდ ტრამ­პი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ორი სუ­ვე­რე­ნუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ერის მო­მა­ვალს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"ლი­ბე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბა გა­აძ­ლი­ე­რებს პარტნი­ო­რო­ბას ევ­რო­პი­სა და სხვა ქვეყ­ნებ­თან. თუ აშშ-ს აღარ სურს მსოფ­ლიო ლი­დე­რო­ბის წინა პლან­ზე ყოფ­ნა, კა­ნა­და იქ­ნე­ბა. ერ­თად ჩვენ ავა­შე­ნებთ კა­ნა­დას, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ღირ­სია. ძლი­ერ კა­ნა­დას, თა­ვი­სუ­ფალ კა­ნა­დას, გა­უ­მარ­ჯოს კა­ნა­დას!“ - აღ­ნიშ­ნა მარკ კარ­ნიმ.

ვინ არის მარკ კარ­ნი?

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რი პო­ლი­ტი­კა­ში ახალ­ბე­დაა. მან ათწლე­უ­ლე­ბი ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც მთავ­რო­ბებს გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სე­ბი­სა და არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის პე­რი­ო­დებ­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ COVID-19-ის პან­დე­მი­ის შემ­დეგ ის ტრუ­დოს ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნის გეგ­მებ­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევ­და.

კარ­ნი ფორტ სმი­ტში, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა აშშ-ში, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლა და ეკო­ნო­მი­კის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კის მა­გის­ტრის და დოქ­ტო­რის ხა­რის­ხე­ბი მო­ი­პო­ვა.

2003 წელს შე­უ­ერ­თდა კა­ნა­დის ცენ­ტრა­ლურ ბანკს, ხოლო 2008 წელს მისი მმარ­თვე­ლი გახ­და - "ამ პე­რი­ოდ­ში და­ვი­ცა­ვი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და და­ვას­ტა­ბი­ლუ­რე კა­ნა­დის ეკო­ნო­მი­კა" - ამ­ბობ­და ის. მა­ნამ­დე, 13 წე­ლის გა­ა­ტა­რა "გოლდმან საქსში", სა­დაც ლონ­დონს, ტო­კი­ოს, ნიუ-იორკსა და ტო­რონ­ტოს შო­რის მოგ­ზა­უ­რობ­და.

2016 წლის რე­ფე­რენ­დუ­მამ­დე მან არა­ერ­თხელ გა­აფრ­თხი­ლა ბრი­ტა­ნე­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბი, რომ ევ­რო­კავ­ში­რის და­ტო­ვე­ბას ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბო­და. 2020 წელს, თით­ქმის შვი­დი წლის მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, კარ­ნიმ ინ­გლი­სის ბან­კი და­ტო­ვა. 2019 წელს გა­ე­როს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და კლი­მა­ტის მოქ­მე­დე­ბი­სა და ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხებ­ში.

მე­უღ­ლეს­თან და ქა­ლიშ­ვილ­თან, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს

"როცა ბრი­ტა­ნე­თის ბან­კის მმარ­თვე­ლი გავ­ხდი და სა­და­ზღვე­ვო ინ­დუსტრი­ას ვა­კონ­ტრო­ლებ­დი, და­ვი­ნა­ხე, რომ ბოლო 25 წე­ლი­წად­ში ექ­სტრე­მა­ლუ­რი ამინ­დის მოვ­ლე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და, ხოლო მათი ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლი ხუთ­ჯერ," – გა­ნა­ცხა­და კარ­ნიმ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მან კლი­მა­ტუ­რი სა­კი­თხე­ბი მისი პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტად აქ­ცია.

  • ტრამ­პთან გა­დაკ­ვე­თა

ბან­კში მუ­შა­ო­ბი­სას კარ­ნიმ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო დო­ნალდ ტრამ­პთან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

2011 წლი­დან 2018 წლამ­დე კარ­ნი ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე იყო, რო­მე­ლიც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევ­და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბას, რა­მაც ტრამ­პის ტრამ­პის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­დის დროს, მას გლო­ბა­ლურ პო­ლი­ტი­კა­ზე რე­ა­გი­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მის­ცა.

ის G20-ის შეხ­ვედ­რე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი დამ­სწრე იყო და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და, გვერ­დე­ბი­დან დაჰ­კვირ­ვე­ბო­და ტრამ­პის ქმე­დე­ბებს მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ დროს კარ­ნი აშშ-ის პრე­ზი­დენტზე თა­ვის აზ­რებს არ ასა­ჯა­რო­ებ­და, ბოლო დღე­ებ­ში ის გა­ცი­ლე­ბით გუ­ლახ­დი­ლი გახ­და. ბო­ლოს მან ტრამ­პი „ჰარი პო­ტე­რის“ წიგ­ნე­ბი­დან აღე­ბულ ბო­როტ­მოქ­მედს, “ვოლ­დე­მორ­საც“ კი შე­ა­და­რა.

ოჯა­ხი

კარ­ნი 1995 წელს ინ­გლი­სელ და­ი­ა­ნა ფოქსზე და­ქორ­წინ­და. მე­უღ­ლის მსგავ­სად, და­ი­ნამ გა­ნათ­ლე­ბა ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. წყვილს ოთხი ქა­ლიშ­ვი­ლი: საშა, ამე­ლია, ტესი და კლეო ჰყავს. უმ­ცრო­სი შვი­ლი მა­მის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის მხარ­დამ­ჭე­რია და მის კამ­პა­ნი­ებ­შიც იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

  • ვინ არის მარკ კარ­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, კლეო კარ­ნი?

მარკ კარ­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, კლეო, ამ­ჟა­მად ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია და კლი­მა­ტი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Bluedot Living-ში სტუ­დენტ რე­პორ­ტი­ო­რად მუ­შა­ობს.

ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ოფი­სის ცნო­ბით, კლეო ასე­ვე კლი­მატ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ბლუ­დო­ტის ინ­სტი­ტუ­ტის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რია.

კლეო კარ­ნი მა­მას აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მალე მის პო­ლი­ტი­კურ თა­ნა­მო­აზ­რედ იხი­ლოს.

რაც შე­ე­ხე­ბა კარ­ნის და­ნარ­ჩენ სამ ქა­ლიშ­ვილს, ისი­ნი ჩრდილ­ში რჩე­ბი­ან და მე­დი­ას­თან ნაკ­ლე­ბად ურ­თი­ერ­თო­ბენ.

კარ­ნი და მისი მე­უღ­ლე დი­ა­ნა

ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, რად­გან კა­ნა­და აშშ-სთან სა­ვაჭ­რო ომის საფრ­თხის წი­ნა­შე დგას, კარ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ქვეყ­ნის­თვის უპი­რა­ტე­სო­ბად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს.”ის ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რია ეკო­ნო­მი­კა­ში, ამი­ტო­მა­ცაა, რომ ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს,” - თქვა ჩარლზ-ეტი­ენ ბო­დიმ, ოტა­ვას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტო­ლო­გი­ის პრო­ფე­სორ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვი­რას, პარ­ტი­ის ლი­დე­რად არ­ჩე­ვის შემ­დეგ, კარ­ნიმ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გეგ­მე­ბი მწვა­ვედ გაკ­რი­ტი­კა:

"ტრამ­პი თავს ეს­ხმის კა­ნა­დელ ოჯა­ხებს, მუ­შებ­სა და ბიზ­ნესს. ჩვენ ამას ვერ შე­ვე­გუ­ე­ბით და არ და­ვუშ­ვებთ! კა­ნა­და გა­ი­მარ­ჯვებს" - გა­ნა­ცხა­და მან.

ავტორი:

4 ქალიშვილის მამა, ექსბანკირი და ახალბედა პოლიტიკოსი, რომელიც ტრამპს ბოროტმოქმედ "ვოლდემორს" ადარებს - ვინ არის მარკ კარნი, რომელიც კანადის პრემიერი ხდება

4 ქალიშვილის მამა, ექსბანკირი და ახალბედა პოლიტიკოსი, რომელიც ტრამპს ბოროტმოქმედ "ვოლდემორს" ადარებს - ვინ არის მარკ კარნი, რომელიც კანადის პრემიერი ხდება

კანადაში ჩატარებულ არჩევნებში მარკ კარნის "ლიბერალური პარტიამ" გაიმარჯვა.

  • კარნიმ სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა კანადის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულ შტატებს სურს კანადის მიწა და რესურსები.

"ამერიკას სურს ჩვენი მიწა, ჩვენი რესურსები, ჩვენი ქვეყანა. პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს ჩვენს გატეხას, რათა ამერიკამ ჩვენი მისაკუთრება შეძლოს, ეს არასდროს მოხდება. ჩვენი ძველი ურთიერთობა, რომელიც აშშ-სთან ინტეგრაციას გულისხმობდა, დასრულდა. ჩვენ გადავლახეთ ამერიკული ღალატის შოკი, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ“, - აღნიშნა კარნიმ.

  • მისი თქმით, ის და დონალდ ტრამპი უახლოეს დღეებში ორი სუვერენული და დამოუკიდებელი ერის მომავალს განიხილავენ.

"ლიბერალური მთავრობა გააძლიერებს პარტნიორობას ევროპისა და სხვა ქვეყნებთან. თუ აშშ-ს აღარ სურს მსოფლიო ლიდერობის წინა პლანზე ყოფნა, კანადა იქნება. ერთად ჩვენ ავაშენებთ კანადას, რომელიც ჩვენი ღირებულებების ღირსია. ძლიერ კანადას, თავისუფალ კანადას, გაუმარჯოს კანადას!“ - აღნიშნა მარკ კარნიმ.

ვინ არის მარკ კარნი?

შეიძლება ითქვას, რომ მომავალი ლიდერი პოლიტიკაში ახალბედაა. მან ათწლეულები ფინანსურ სექტორში გაატარა, სადაც მთავრობებს გლობალური კრიზისებისა და არასტაბილურობის პერიოდებში ეხმარებოდა. ცნობილია ისიც, რომ COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ის ტრუდოს ეკონომიკური აღდგენის გეგმებზე კონსულტაციებს უწევდა.

კარნი ფორტ სმიტში, მასწავლებლების ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელა და ეკონომიკის ხარისხი მიიღო. მოგვიანებით კი ოქსფორდის უნივერსიტეტში ეკონომიკის მაგისტრის და დოქტორის ხარისხები მოიპოვა.

2003 წელს შეუერთდა კანადის ცენტრალურ ბანკს, ხოლო 2008 წელს მისი მმართველი გახდა - "ამ პერიოდში დავიცავი სამუშაო ადგილები და დავასტაბილურე კანადის ეკონომიკა" - ამბობდა ის. მანამდე, 13 წელის გაატარა "გოლდმან საქსში", სადაც ლონდონს, ტოკიოს, ნიუ-იორკსა და ტორონტოს შორის მოგზაურობდა.

2016 წლის რეფერენდუმამდე მან არაერთხელ გააფრთხილა ბრიტანელი ამომრჩევლები, რომ ევროკავშირის დატოვებას ქვეყნის ეკონომიკაზე დამანგრეველი გავლენა ექნებოდა. 2020 წელს, თითქმის შვიდი წლის მუშაობის შემდეგ, კარნიმ ინგლისის ბანკი დატოვა. 2019 წელს გაეროს სპეციალური წარმომადგენელი გახდა კლიმატის მოქმედებისა და ფინანსების საკითხებში.

მეუღლესთან და ქალიშვილთან, საარჩევნო კამპანიის დროს

"როცა ბრიტანეთის ბანკის მმართველი გავხდი და სადაზღვევო ინდუსტრიას ვაკონტროლებდი, დავინახე, რომ ბოლო 25 წელიწადში ექსტრემალური ამინდის მოვლენების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, ხოლო მათი ფინანსური ზარალი ხუთჯერ," – განაცხადა კარნიმ ერთ-ერთ ინტერვიუში. მან კლიმატური საკითხები მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტად აქცია.

  • ტრამპთან გადაკვეთა

ბანკში მუშაობისას კარნიმ დიდი გამოცდილება მიიღო დონალდ ტრამპთან ურთიერთობაში.

2011 წლიდან 2018 წლამდე კარნი ფინანსური სტაბილურობის საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც კოორდინაციას უწევდა მსოფლიოს მასშტაბით მარეგულირებლების მუშაობას, რამაც ტრამპის ტრამპის პირველი პრეზიდენტობის ვადის დროს, მას გლობალურ პოლიტიკაზე რეაგირების უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობები მისცა.

ის G20-ის შეხვედრების რეგულარული დამსწრე იყო და შესაძლებლობა ჰქონდა, გვერდებიდან დაჰკვირვებოდა ტრამპის ქმედებებს მსოფლიო ასპარეზზე.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს კარნი აშშ-ის პრეზიდენტზე თავის აზრებს არ ასაჯაროებდა, ბოლო დღეებში ის გაცილებით გულახდილი გახდა. ბოლოს მან ტრამპი „ჰარი პოტერის“ წიგნებიდან აღებულ ბოროტმოქმედს, “ვოლდემორსაც“ კი შეადარა.

ოჯახი

კარნი 1995 წელს ინგლისელ დაიანა ფოქსზე დაქორწინდა. მეუღლის მსგავსად, დაინამ განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. წყვილს ოთხი ქალიშვილი: საშა, ამელია, ტესი და კლეო ჰყავს. უმცროსი შვილი მამის პოლიტიკური კარიერის მხარდამჭერია და მის კამპანიებშიც იღებდა მონაწილეობას.

  • ვინ არის მარკ კარნის ქალიშვილი, კლეო კარნი?

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Introducing her father after landslide victory <a href="https://twitter.com/MarkJCarney?ref_src=twsrc%5Etfw">@MarkJCarney</a> to take the helm of his party + the country, Cleo Carney (undergrad student leader <a href="https://twitter.com/Harvard?ref_src=twsrc%5Etfw">@Harvard</a>) thanked him for life lessons, ‘always put in the work needed ….’. <a href="https://t.co/25yXO72hsH">pic.twitter.com/25yXO72hsH</a></p>&mdash; Margaret Huber (@HuberMargarethe) <a href="https://twitter.com/HuberMargarethe/status/1898869055987023940?ref_src=twsrc%5Etfw">March 9, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

მარკ კარნის ქალიშვილი, კლეო, ამჟამად ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტია და კლიმატისა და მდგრადი განვითარების საინფორმაციო სააგენტო Bluedot Living-ში სტუდენტ რეპორტიორად მუშაობს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ოფისის ცნობით, კლეო ასევე კლიმატზე ორიენტირებული არაკომერციული ორგანიზაცია „ბლუდოტის ინსტიტუტის“ დირექტორთა საბჭოს წევრია.

კლეო კარნი მამას აქტიურად უჭერს მხარს და არ არის გამორიცხული, საზოგადოებამ მალე მის პოლიტიკურ თანამოაზრედ იხილოს.

რაც შეეხება კარნის დანარჩენ სამ ქალიშვილს, ისინი ჩრდილში რჩებიან და მედიასთან ნაკლებად ურთიერთობენ.

კარნი და მისი მეუღლე დიანა

ექსპერტების აზრით, რადგან კანადა აშშ-სთან სავაჭრო ომის საფრთხის წინაშე დგას, კარნის ეკონომიკური გამოცდილება ქვეყნისთვის უპირატესობად შეიძლება იქცეს.”ის ძალიან კომპეტენტურია ეკონომიკაში, ამიტომაცაა, რომ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს,” - თქვა ჩარლზ-ეტიენ ბოდიმ, ოტავას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორმა.

აღსანიშნავია, რომ კვირას, პარტიის ლიდერად არჩევის შემდეგ, კარნიმ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმები მწვავედ გაკრიტიკა:

"ტრამპი თავს ესხმის კანადელ ოჯახებს, მუშებსა და ბიზნესს. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ! კანადა გაიმარჯვებს" - განაცხადა მან.