"ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჟორჟოლიანი ავრცელებს.
"აი რა სარგებლობა მოაქვს დილის 7 საათზე გაღვიძებას.9 საათი არ იყო რომ მოვიდნენ.10 კაცია. ზოგი ფორმით, ზოგი უფორმოთ, ჯერ საბუთებს ავსებენ. ჩხრეკაა მალე დაიწყებენ. ამ სტატუსს სხვა წერს ჩემი გაგზავნილი მესიჯით.
ტელეფონი ჩამომართვეს. ადვოკატს ველოდები. უკეთესი იქნებოდა საბას მოესწრო სკოლაში წასვლა.დანარჩენი, მე რომ ამით ვერ შემაშინებენ იცით... ცეცხლი ოლიგარქიას!ცეცხლი გაბიტაშვილს და რუს მთავრობას დამხობა" - წერს ჟორჟოლიანი.
"სუსი გავიდა სახლიდან, სახლი თავისუფალია. ასე წავლენ „ქოცებიც“. ახლა დაიწყეს სახლის ჩხრეკა“, - წერს ჟორჟოლიანი.
ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში უკვე იმყოფებიან მისი ადვოკატები.
ჟორჟოლიანის საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია პოლიცია.
ნახეთ ასევე: