პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ მისცა ტრამპს ტელეფონის ნომერი, გამოუქვეყნეს ფოტოები, სადაც შიშველი იყო, დატროლა ივანკა: რატომ ვერ იტანს ამერიკელთა ნაწილი მელანია ტრამპს
არ მისცა ტრამპს ტელეფონის ნომერი, გამოუქვეყნეს ფოტოები, სადაც შიშველი იყო, დატროლა ივანკა: რატომ ვერ იტანს ამერიკელთა ნაწილი მელანია ტრამპს

დო­ნალდ ტრამ­პის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის თან­მდე­ვი ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და სკან­და­ლე­ბის ფონ­ზე, მისი მე­უღ­ლე მე­ლა­ნია თა­ვი­დან­ვე პო­ლი­ტი­კის­თვის სრუ­ლი­ად უცხო ფი­გუ­რად ჩან­და.

თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, ცივი ლა­მაზ­მა­ნი არ ჩქა­რობ­და ხალ­ხის გუ­ლის მო­გე­ბას და მათ­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბას. მისი სა­ხე­ლი დრო­დად­რო ჩნდე­ბო­და მე­დი­ა­ში: მე­ლა­ნია ტრამპს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ მი­სით, გმობ­დნენ. უქ­ვეყ­ნებ­დნენ ფო­ტო­ებს წარ­სუ­ლი­დან, ქვეყ­ნდე­ბო­და ყო­ფი­ლი მე­გობ­რე­ბის გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი აშშ-ის პირ­ვე­ლი ლე­დის უც­ნა­უ­რი იმი­ჯის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

  • გზა მსოფ­ლიო პო­დი­უ­მამ­დე

1970 წლის 26 აპ­რილს იუ­გოს­ლა­ვი­ის ქა­ლაქ ნოვო-მეს­ტო­ში და­ი­ბა­და გო­გო­ნა, სა­ხე­ლად მე­ლა­ნია, რო­მელ­მაც ბავ­შვო­ბა სევ­ნი­ცა­ში, მდი­ნა­რე სა­ვას ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში გა­ა­ტა­რა. მისი მამა, ვიქ­ტორ კნავ­სი, მძღო­ლი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის გა­ყიდ­ვით და­კავ­და. მე­ლა­ნი­ას დედა, ამა­ლია კნავ­სი, მო­დის დი­ზა­ი­ნე­რად მუ­შა­ობ­და ტექ­სტი­ლის ქარ­ხა­ნა­ში "იუტ­რან­კა". მის­გან მე­ლა­ნი­ამ არა მხო­ლოდ გე­მოვ­ნე­ბა, არა­მედ მოთ­მი­ნე­ბაც მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო. მოკ­რძა­ლე­ბულ სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ, სა­დაც მუ­ზე­უ­მის მსგავ­სი წეს­რი­გი სუ­ფევ­და - ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე, ზედ­მე­ტი დე­ტა­ლე­ბის გა­რე­შე.

  • რო­დე­საც გო­გო­ნა ხუთი წლის გახ­და, პირ­ვე­ლად გა­ი­ა­რა პო­დი­უმ­ზე. მე­ლა­ნია იმპრო­ვი­ზე­ბულ პო­დი­უმ­ზე იმ სა­მო­სით გა­მო­დი­ო­და, რო­მელ­საც დე­და­მი­სი ხა­ტავ­და სა­ღა­მო­ო­ბით. სცე­ნა­ზე არ იყო მუ­სი­კა და არც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გა­ნა­თე­ბა. იყო მხო­ლოდ უფ­რო­სე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მზე­რა.

მისი პირ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი, რო­გორც მო­დე­ლის, 1977 წლის იან­ვრით თა­რიღ­დე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ჩვე­ნე­ბებ­ში რა­დენცში და ბელგრად­შიც კი. მე­ლა­ნია ყო­ველ­თვის უჩ­ვე­უ­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და; მა­ღა­ზი­ებ­ში შე­ძე­ნილ ტან­საც­მელს აუ­ცი­ლებ­ლად ფორ­მას უც­ვლი­და და ქუ­დებ­საც კი თა­ვად ქსოვ­და და ქუდი თა­ვი­სი იმი­ჯის ნა­წი­ლად აქ­ცია.

ამ წლებ­ში გა­იც­ნო პი­ტერ ბუ­ტოლ­ნი - პო­ლი­ტი­კით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრესმდი­ვა­ნი გახ­და. მაგ­რამ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა. ახალ­გაზ­რდა ჯარ­ში წა­ვი­და, ხოლო მე­ლა­ნია მას არა­ფერს დაჰ­პი­რე­ბია. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნა ლუბ­ლი­ა­ნას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა, სპე­ცი­ა­ლო­ბად დი­ზა­ი­ნი აირ­ჩია. ამავდრო­უ­ლად, მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­კურ­სში რომ­ში, "ჩი­ნე­ჩი­ტას" კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში და გა­ი­მარ­ჯვა. მაგ­რამ ერთი წლის შემ­დეგ აშშ-ის მო­მა­ვალ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ უარი თქვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა­ზე და მო­დე­ლის კა­რი­ე­რა არ­ჩია.

  • მო­დე­ლის კა­რი­ე­რა

უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ მო­დე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო. ის ევ­რო­პის მო­დის დე­და­ქა­ლა­ქებ­ში მი­იწ­ვი­ეს, სა­დაც ნელა, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რად მი­ი­წევ­და დი­დე­ბის მწვერ­ვა­ლის­კენ. მე­ლა­ნი­ას გა­რეგ­ნო­ბა - გა­მომ­ხატ­ვე­ლი, ცივი, მკა­ფიო ხა­ზე­ბით - და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო. მას შე­ეძ­ლო ყო­ფი­ლი­ყო ელე­გან­ტუ­რი და მკაც­რი, ან შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო გულ­გრი­ლი და თით­ქმის უე­მო­ციო, რაც კო­მერ­ცი­ულ გა­და­ღე­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ფა­სობ­და.

რო­დე­საც სლო­ვე­ნი­ის ფარ­გლებს გას­ცდა, თავი შორს და­ი­ჭი­რა სა­ერ­თო აურ­ზა­უ­რის­გან. მი­ლა­ნი, პა­რი­ზი - სა­დაც მო­დე­ლე­ბი ერთი სა­ა­გენ­ტო­დან მე­ო­რე­ში და­დი­ან, ამის მა­გივ­რად მე­ლა­ნი­ამ სხვა გზა აირ­ჩია - მკაც­რი, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, თით­ქმის ას­კე­ტუ­რი. მას არ იც­ნობ­დნენ იმ დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­ხე­ლე­ბით, რომ­ლებ­თა­ნაც მუ­შა­ობ­და, არა­მედ იმ შეგ­რძნე­ბე­ბით, რო­მელ­საც ტო­ვებ­და. ნიუ-იორკში 90-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ოდ­ში აღ­მოჩ­ნდა და საკ­მა­ოდ სწრა­ფად მო­ი­პო­ვა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლის რე­პუ­ტა­ცია. ის არ აგ­ვი­ა­ნებ­და გა­და­ღე­ბებ­ზე, არ ითხოვ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებს, არ იყო კაპ­რი­ზუ­ლი და ყო­ველ­თვის კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იყო.

მუ­შა­ობ­და უმ­სხვი­ლეს პრი­ა­ლა გა­მო­ცე­მებ­თან, ჩნდე­ბო­და ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კან­ზე, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ი­უ­ვე­ლი­რო სახ­ლე­ბი­სა და კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენ­დე­ბის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ებ­ში. ამავდრო­უ­ლად, პრაქ­ტი­კუ­ლად არ აძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უ­ებს. მთელ სა­ჯა­რო­ო­ბას ვი­ზუ­ა­ლუ­რი იმი­ჯის სა­ფუძ­ველ­ზე აშე­ნებ­და და არა სი­ტყვებ­ზე. სა­ო­ცა­რი სტრა­ტე­გია - გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­დუსტრი­ის­თვის, სა­დაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვია რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ისა­უბ­რო სა­კუ­თარ თავ­ზე. შემ­დეგ კი მის ცხოვ­რე­ბა­ში დო­ნალდ ტრამ­პი გა­მოჩ­ნდა.

პირ­ვე­ლი ლედი

1998 წლის ბო­ლოს, 28 წლის მე­ლა­ნია კნავ­სი 52 წლის დო­ნალდ ტრამპს ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში შეხ­ვდა. მე­ლა­ნი­ას მან ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი სთხო­ვა, მაგ­რამ თა­ვა­ზი­ა­ნი უარი მი­ი­ღო - სა­მა­გი­ე­როდ, გო­გო­ნამ თვი­თონ ჩა­ი­ნიშ­ნა დო­ნალ­დის ნო­მე­რი და გა­და­წყვი­ტა, რომ მხო­ლოდ მა­შინ და­უ­რე­კავ­და, თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­და. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ და­რე­კა და ამ მო­მენ­ტი­დან დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია და­ი­წყო.

გაც­ნო­ბის მო­მენ­ტში დო­ნალდ ტრამ­პი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ კი­დევ არ იყო გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მარ­ლა მე­იპ­ლიზ­სე და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფორ­მა­ლუ­რად ისი­ნი ქორ­წი­ნე­ბა­ში რჩე­ბოდ­ნენ, ფაქ­ტობ­რი­ვად ცალ-ცალ­კე ცხოვ­რობ­დნენ, რის შე­სა­ხე­ბაც ყვი­თე­ლი პრე­სა აქ­ტი­უ­რად წერ­და.

მე­ლა­ნი­ას­თან რო­მა­ნი სუ­ლაც არ იყო უღ­რუბ­ლო. ერთხელ მე­ლა­ნია სლო­ვე­ნი­ა­შიც კი დაბ­რუნ­და, რად­გან იგ­რძნო, რომ დო­ნალ­დი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის მზად არ იყო. მაგ­რამ ის მას­თან ჩაფ­რინ­და და მე­ლა­ნია და­აბ­რუ­ნა. 1999 წელს ტრამ­პი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წინ­და, მაგ­რამ მე­ლა­ნი­ას ცო­ლო­ბა მხო­ლოდ 5 წლის შემ­დეგ შეს­თა­ვა­ზა, მას 12-კა­რა­ტი­ა­ნი ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი აჩუ­ქა.

ქორ­წი­ლი პალმ-ბიჩ­ში ტრამ­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მას­შტა­ბით გა­ი­მარ­თა. 2006 წელს წყვილს ვაჟი შე­ე­ძი­ნა - ბა­რო­ნი, რომ­ლის სა­ხე­ლიც და­ბა­დე­ბამ­დე დიდი ხნით ადრე შე­არ­ჩი­ეს და მე­ლა­ნი­ას თქმით, ელე­გან­ტუ­რად და მარ­ტი­ვად ჟღერ­და, რაც იდე­ა­ლუ­რად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და მის წარ­მოდ­გე­ნებს. ამ მო­მენ­ტი­დან მან თით­ქმის მთლი­ა­ნად და­ტო­ვა სა­ჯა­რო სივ­რცე, კონ­ცენ­ტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა ოჯახ­ზე, სახ­ლსა და ბავ­შვის აღ­ზრდა­ზე და უარი თქვა სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბა­ზე. მაგ­რამ მე­უღ­ლის პო­ლი­ტი­კურ­მა კა­რი­ე­რამ მე­ლა­ნია ტრამ­პის­გან გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი მო­ი­თხო­ვა, რომ­ლე­ბიც მე­დი­ამ აშშ-ის პირ­ვე­ლი ლე­დის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლე­ბის გა­სა­ბე­რად გა­მო­ი­ყე­ნა.

  • ორაზ­რო­ვა­ნი ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სკან­და­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და

სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბა სიმ­ტკი­ცეს მო­ი­თხოვს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე აშშ-ის პირ­ველ ლე­დის ეხე­ბა. დო­ნალდ ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლურ მოს­ვლამ­დე პირ­ვე­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი სკან­და­ლი აგორ­და. 2016 წელს რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის ყრი­ლო­ბა­ზე მე­ლა­ნი­ამ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ფაქ­ტობ­რი­ვად, ზუს­ტად გა­ი­მე­ო­რა მი­შელ ობა­მას ის სი­ტყვა, რო­მე­ლიც ობა­მამ ჯერ კი­დევ რვა წლის წინ წარ­მოთ­ქვა.

მე­ლა­ნია ტრამპს პლა­გი­ატ­ში დას­დეს ბრა­ლი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ გა­მოს­ვლის ტექ­სტი მე­რე­დიტ მა­კა­ი­ვერ­მა და­წე­რა, რო­მელ­მაც შემ­დგომ­ში ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­გებ­რო­ბით ახ­სნა.

შემ­დეგ ერთ-ერ­თმა ჟურ­ნალ­მა მე­ლა­ნი­ას ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­დაც ის შიშ­ვე­ლი პო­ზი­რებ­და. დო­ნალდმა თქვა, რომ ამა­ში არა­ფე­რი იყო ცუდი. ფო­ტო­ე­ბი მათ გაც­ნო­ბამ­დე იყო გა­და­ღე­ბუ­ლი და მო­დის სამ­ყა­რო­ში ასე­თი მუ­შა­ო­ბა ნორ­მად ით­ვლე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად მე­ლა­ნი­აც და­უბ­რუნ­და ამ თე­მას. 2024 წელს გა­მო­ცე­მულ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგ­ნი წერს, რომ იმ ფო­ტო­ე­ბის გამო სირ­ცხვილს არ გრძნობს და მე­დი­ის რე­აქ­ცია იმი­ჯის და­მა­ხინ­ჯე­ბის მცდე­ლო­ბად აღიქ­ვა. მისი აზ­რით, სხე­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წი­ლია და ის არ უნდა დარ­ჩეს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი.

ნამ­დვი­ლი "აფეთ­ქე­ბა" გა­მო­იწ­ვია პირ­ვე­ლი ლე­დის საქ­ცი­ელ­მა 2017 წელს ის­რა­ელ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის დროს. გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში დო­ნალ­დი ცოლს ხელს უწ­ვდის, მაგ­რამ ის მკვეთ­რად იშო­რებს. ერ­თმა მოკ­ლე ჟეს­ტმა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბზა­რე­ბის შე­სა­ხებ ვა­რა­უ­დე­ბის მთე­ლი ტალ­ღა წარ­მოშ­ვა. მე­მუ­ა­რებ­ში მე­ლა­ნი­ამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ახ­სნა, რომ პრო­ტო­კო­ლით მი­დი­ო­და, არ სურ­და წეს­რი­გის დარ­ღვე­ვა. პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით კი პრე­ზი­დენ­ტე­ბი წინ მი­დი­ან, ხოლო ცო­ლე­ბი უკან მიჰ­ყვე­ბი­ან.

ეს ამ­ბა­ვი არა­ფე­რია ქურ­თუკ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხმა­უ­რი­ან სკან­დალ­თან შე­და­რე­ბით. 2018 წელს მე­ლა­ნია ტე­ხა­სის ბავ­შვთა სახ­ლში ჩა­ვი­და. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და, მის ქურ­თუკ­ზე წარ­წე­რა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო: "მე ნამ­დვი­ლად არ მა­ინ­ტე­რე­სებს. შენ?". დო­ნალდ ტრამპმა გან­მარ­ტე­ბა სცა­და: გზავ­ნი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებს ეხე­ბო­და და არა ბავ­შვებს. მე­ლა­ნი­ამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ახ­სნა, რომ მუდ­მი­ვი კრი­ტი­კის­გან და­ი­ღა­ლა. თუმ­ცა, The New York Times-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა კე­ი­ტი რო­ჯერ­სმა სხვა ვერ­სია წა­მო­ა­ყე­ნა - მისი აზ­რით, ქურ­თუ­კი შემ­თხვე­ვი­თი არ იყო და ივან­კა ტრამპს ეხე­ბო­და, რო­მე­ლიც იმ დროს სა­ჯა­რო ყუ­რა­დღე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში მე­ლა­ნი­ას­თვის ჩრდი­ლო­ვა­ნი მე­ტო­ქე გახ­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ამ ქურ­თუკ­მა აღ­შფო­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს იმა­ზე, რომ მე­ლა­ნია ტრამ­პი ჩვე­უ­ლებ­რივ ძვი­რა­დღი­რე­ბულ დი­ზა­ი­ნე­რულ ტან­საც­მელს ატა­რებს და ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ქურ­თუ­კის ჩაც­მა და თან ასე­თი წარ­წე­რით გა­მო­ჩე­ნა შემ­თხვე­ვი­თი არ იყო.

2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მე­ლა­ნია ტრამ­პი კე­ნი­ა­ში ჩა­ფხუ­ტით გა­მოჩ­ნდა, რაც მისი და­ცინ­ვის მი­ზე­ზი გახ­და. ამ ქვე­ყა­ნა­ში მან ბავ­შვთა სახ­ლი და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რძა­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა. "კო­ლო­ნი­ურ" ჩა­ფხუ­ტებს ევ­რო­პე­ლი მკვლევ­რე­ბი და იმ­პე­რი­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბი აფ­რი­კა­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში XIX სა­უ­კუ­ნე­ში ატა­რებ­დნენ, შემ­დეგ კი ისი­ნი ევ­რო­პელ ჯა­რის­კა­ცებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. აფ­რი­კა­ში მსგავ­სი ჩა­ფხუ­ტე­ბი კო­ლო­ნი­უ­რი მო­ნო­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

არ­ცერთ ის­ტო­რი­ას არ გა­მო­უწ­ვე­ვია ისე­თი რე­ზო­ნან­სი, რო­გო­რიც მის­მა დუ­მილ­მა 2021 წლის 6 იან­ვარს კა­პი­ტო­ლი­უ­მის შტურ­მის დღეს. სა­ნამ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კა­რებ­სა და ფან­ჯრებს ამ­ტვრევ­დნენ, მე­ლა­ნი­ამ უარი თქვა თუნ­დაც ერთი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა­ზე. მის­მა პრესმდი­ვან­მა სტე­ფა­ნი გრი­შემ­მა მშვი­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბის გა­მოს­ვლა შეს­თა­ვა­ზა, მაგ­რამ მტკი­ცე "უარი" მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ლა­ნია ამ­ტკი­ცებ­და, რომ არ იცო­და რა ხდე­ბო­და. გრი­შემ­მა თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში სა­პი­რის­პი­რო და­წე­რა: მე­ლა­ნი­ამ იცო­და, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ არ სურ­და ჩა­რე­ვა.

ყვე­ლა ეს ეპი­ზო­დი, მი­უ­ხე­და­ვად ერთი შე­ხედ­ვით გა­ფან­ტუ­ლო­ბი­სა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ლა­ნი­ას­თვის იმი­ჯის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

მე­ლა­ნია ტრამ­პი ცდი­ლობ­და დის­ტან­ცი­რე­ბას, გვერ­დზე დგო­მას და სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. მაგ­რამ სწო­რედ ამ გულ­გრი­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია ყვე­ლა­ზე მეტი კი­თხვა. ამე­რი­კე­ლებ­მა ვერ შე­იყ­ვა­რეს მე­ლა­ნია ტრამ­პი და ის დიდი ხა­ნია შე­ე­გუა ამას. რო­გორც ჩანს, ახლა მისი გა­მო­ჩე­ნა ქურ­თუკ­ში წარ­წე­რით "მე ნამ­დვი­ლად არ მა­ინ­ტე­რე­სებს. შენ?" არა­ვის გა­აკ­ვირ­ვებ­და, რად­გან ქმრის შე­ვიწ­რო­ე­ბის ბრალ­დე­ბე­ბიც კი ჩვე­უ­ლი გულ­გრი­ლო­ბით გა­და­ი­ტა­ნა.

ავტორი:

არ მისცა ტრამპს ტელეფონის ნომერი, გამოუქვეყნეს ფოტოები, სადაც შიშველი იყო, დატროლა ივანკა: რატომ ვერ იტანს ამერიკელთა ნაწილი მელანია ტრამპს

არ მისცა ტრამპს ტელეფონის ნომერი, გამოუქვეყნეს ფოტოები, სადაც შიშველი იყო, დატროლა ივანკა: რატომ ვერ იტანს ამერიკელთა ნაწილი მელანია ტრამპს

დონალდ ტრამპის პოლიტიკური კარიერის თანმდევი ხმამაღალი განცხადებებისა და სკანდალების ფონზე, მისი მეუღლე მელანია თავიდანვე პოლიტიკისთვის სრულიად უცხო ფიგურად ჩანდა.

თავშეკავებული, ცივი ლამაზმანი არ ჩქარობდა ხალხის გულის მოგებას და მათთვის თავის მოწონებას. მისი სახელი დროდადრო ჩნდებოდა მედიაში: მელანია ტრამპს ადანაშაულებდნენ, აღფრთოვანებულები იყვნენ მისით, გმობდნენ. უქვეყნებდნენ ფოტოებს წარსულიდან, ქვეყნდებოდა ყოფილი მეგობრების გულახდილი საუბრები - ეს ყველაფერი აშშ-ის პირველი ლედის უცნაური იმიჯის საფუძველი გახდა.

  • გზა მსოფლიო პოდიუმამდე

1970 წლის 26 აპრილს იუგოსლავიის ქალაქ ნოვო-მესტოში დაიბადა გოგონა, სახელად მელანია, რომელმაც ბავშვობა სევნიცაში, მდინარე სავას ნაპირზე მდებარე პატარა ქალაქში გაატარა. მისი მამა, ვიქტორ კნავსი, მძღოლი იყო, მოგვიანებით ავტონაწილების გაყიდვით დაკავდა. მელანიას დედა, ამალია კნავსი, მოდის დიზაინერად მუშაობდა ტექსტილის ქარხანაში "იუტრანკა". მისგან მელანიამ არა მხოლოდ გემოვნება, არამედ მოთმინებაც მემკვიდრეობით მიიღო. მოკრძალებულ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც მუზეუმის მსგავსი წესრიგი სუფევდა - ყველაფერი თავის ადგილზე, ზედმეტი დეტალების გარეშე.

  • როდესაც გოგონა ხუთი წლის გახდა, პირველად გაიარა პოდიუმზე. მელანია იმპროვიზებულ პოდიუმზე იმ სამოსით გამოდიოდა, რომელსაც დედამისი ხატავდა საღამოობით. სცენაზე არ იყო მუსიკა და არც პროფესიონალური განათება. იყო მხოლოდ უფროსების აღფრთოვანებული მზერა.

მისი პირველი ფოტოები, როგორც მოდელის, 1977 წლის იანვრით თარიღდება. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ჩვენებებში რადენცში და ბელგრადშიც კი. მელანია ყოველთვის უჩვეულოდ გამოიყურებოდა; მაღაზიებში შეძენილ ტანსაცმელს აუცილებლად ფორმას უცვლიდა და ქუდებსაც კი თავად ქსოვდა და ქუდი თავისი იმიჯის ნაწილად აქცია.

ამ წლებში გაიცნო პიტერ ბუტოლნი - პოლიტიკით იყო დაინტერესებული მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი გახდა. მაგრამ ეს ურთიერთობა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. ახალგაზრდა ჯარში წავიდა, ხოლო მელანია მას არაფერს დაჰპირებია. სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონა ლუბლიანას უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სპეციალობად დიზაინი აირჩია. ამავდროულად, მონაწილეობდა კონკურსში რომში, "ჩინეჩიტას" კინოსტუდიაში და გაიმარჯვა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ აშშ-ის მომავალმა პირველმა ლედიმ უარი თქვა უნივერსიტეტში სწავლაზე და მოდელის კარიერა არჩია.

  • მოდელის კარიერა

უნივერსიტეტიდან წასვლის შემდეგ მოდელის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ის ევროპის მოდის დედაქალაქებში მიიწვიეს, სადაც ნელა, მაგრამ სტაბილურად მიიწევდა დიდების მწვერვალისკენ. მელანიას გარეგნობა - გამომხატველი, ცივი, მკაფიო ხაზებით - დასამახსოვრებელი იყო. მას შეეძლო ყოფილიყო ელეგანტური და მკაცრი, ან შეიძლებოდა ყოფილიყო გულგრილი და თითქმის უემოციო, რაც კომერციულ გადაღებებში განსაკუთრებით ფასობდა.

როდესაც სლოვენიის ფარგლებს გასცდა, თავი შორს დაიჭირა საერთო აურზაურისგან. მილანი, პარიზი - სადაც მოდელები ერთი სააგენტოდან მეორეში დადიან, ამის მაგივრად მელანიამ სხვა გზა აირჩია - მკაცრი, თავშეკავებული, თითქმის ასკეტური. მას არ იცნობდნენ იმ დიზაინერების სახელებით, რომლებთანაც მუშაობდა, არამედ იმ შეგრძნებებით, რომელსაც ტოვებდა. ნიუ-იორკში 90-იანი წლების შუა პერიოდში აღმოჩნდა და საკმაოდ სწრაფად მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული და პუნქტუალური მოდელის რეპუტაცია. ის არ აგვიანებდა გადაღებებზე, არ ითხოვდა განსაკუთრებულ პირობებს, არ იყო კაპრიზული და ყოველთვის კონცენტრირებული იყო.

მუშაობდა უმსხვილეს პრიალა გამოცემებთან, ჩნდებოდა ევროპული და ამერიკული ჟურნალების გარეკანზე, მონაწილეობდა საიუველირო სახლებისა და კოსმეტიკური ბრენდების სარეკლამო კამპანიებში. ამავდროულად, პრაქტიკულად არ აძლევდა ინტერვიუებს. მთელ საჯაროობას ვიზუალური იმიჯის საფუძველზე აშენებდა და არა სიტყვებზე. საოცარი სტრატეგია - განსაკუთრებით ინდუსტრიისთვის, სადაც ჩვეულებრივია რაც შეიძლება მეტი ისაუბრო საკუთარ თავზე. შემდეგ კი მის ცხოვრებაში დონალდ ტრამპი გამოჩნდა.

პირველი ლედი

1998 წლის ბოლოს, 28 წლის მელანია კნავსი 52 წლის დონალდ ტრამპს ერთ-ერთ ღამის კლუბში შეხვდა. მელანიას მან ტელეფონის ნომერი სთხოვა, მაგრამ თავაზიანი უარი მიიღო - სამაგიეროდ, გოგონამ თვითონ ჩაინიშნა დონალდის ნომერი და გადაწყვიტა, რომ მხოლოდ მაშინ დაურეკავდა, თუ საჭიროდ ჩათვლიდა. რამდენიმე დღის შემდეგ დარეკა და ამ მომენტიდან დიდი სიყვარულის ისტორია დაიწყო.

გაცნობის მომენტში დონალდ ტრამპი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ იყო განქორწინებული მარლა მეიპლიზსე და მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ისინი ქორწინებაში რჩებოდნენ, ფაქტობრივად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, რის შესახებაც ყვითელი პრესა აქტიურად წერდა.

მელანიასთან რომანი სულაც არ იყო უღრუბლო. ერთხელ მელანია სლოვენიაშიც კი დაბრუნდა, რადგან იგრძნო, რომ დონალდი სერიოზული ნაბიჯებისთვის მზად არ იყო. მაგრამ ის მასთან ჩაფრინდა და მელანია დააბრუნა. 1999 წელს ტრამპი ოფიციალურად განქორწინდა, მაგრამ მელანიას ცოლობა მხოლოდ 5 წლის შემდეგ შესთავაზა, მას 12-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა.

ქორწილი პალმ-ბიჩში ტრამპისთვის დამახასიათებელი მასშტაბით გაიმართა. 2006 წელს წყვილს ვაჟი შეეძინა - ბარონი, რომლის სახელიც დაბადებამდე დიდი ხნით ადრე შეარჩიეს და მელანიას თქმით, ელეგანტურად და მარტივად ჟღერდა, რაც იდეალურად შეესაბამებოდა მის წარმოდგენებს. ამ მომენტიდან მან თითქმის მთლიანად დატოვა საჯარო სივრცე, კონცენტრირება მოახდინა ოჯახზე, სახლსა და ბავშვის აღზრდაზე და უარი თქვა საჯარო ცხოვრებაზე. მაგრამ მეუღლის პოლიტიკურმა კარიერამ მელანია ტრამპისგან გარკვეული ნაბიჯები და ქმედებები მოითხოვა, რომლებიც მედიამ აშშ-ის პირველი ლედის სახელთან დაკავშირებული სკანდალების გასაბერად გამოიყენა.

  • ორაზროვანი ქმედებები, რომლებიც სკანდალების მიზეზი გახდა

საჯარო ცხოვრება სიმტკიცეს მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე აშშ-ის პირველ ლედის ეხება. დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობაზე ოფიციალურ მოსვლამდე პირველი ხმაურიანი სკანდალი აგორდა. 2016 წელს რესპუბლიკელების ყრილობაზე მელანიამ სიტყვით გამოსვლისას ფაქტობრივად, ზუსტად გაიმეორა მიშელ ობამას ის სიტყვა, რომელიც ობამამ ჯერ კიდევ რვა წლის წინ წარმოთქვა.

მელანია ტრამპს პლაგიატში დასდეს ბრალი, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ გამოსვლის ტექსტი მერედიტ მაკაივერმა დაწერა, რომელმაც შემდგომში ბოდიში მოიხადა და ყველაფერი გაუგებრობით ახსნა.

შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალმა მელანიას ძველი ფოტოები გამოაქვეყნა სადაც ის შიშველი პოზირებდა. დონალდმა თქვა, რომ ამაში არაფერი იყო ცუდი. ფოტოები მათ გაცნობამდე იყო გადაღებული და მოდის სამყაროში ასეთი მუშაობა ნორმად ითვლებოდა. მოგვიანებით თავად მელანიაც დაუბრუნდა ამ თემას. 2024 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნი წერს, რომ იმ ფოტოების გამო სირცხვილს არ გრძნობს და მედიის რეაქცია იმიჯის დამახინჯების მცდელობად აღიქვა. მისი აზრით, სხეული ხელოვნების ნაწილია და ის არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი.

ნამდვილი "აფეთქება" გამოიწვია პირველი ლედის საქციელმა 2017 წელს ისრაელში ოფიციალური ვიზიტის დროს. გავრცელებულ ვიდეოში დონალდი ცოლს ხელს უწვდის, მაგრამ ის მკვეთრად იშორებს. ერთმა მოკლე ჟესტმა ურთიერთობაში ბზარების შესახებ ვარაუდების მთელი ტალღა წარმოშვა. მემუარებში მელანიამ მოგვიანებით ახსნა, რომ პროტოკოლით მიდიოდა, არ სურდა წესრიგის დარღვევა. პროტოკოლის მიხედვით კი პრეზიდენტები წინ მიდიან, ხოლო ცოლები უკან მიჰყვებიან.

ეს ამბავი არაფერია ქურთუკთან დაკავშირებულ ხმაურიან სკანდალთან შედარებით. 2018 წელს მელანია ტეხასის ბავშვთა სახლში ჩავიდა. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მის ქურთუკზე წარწერა რომ არ ყოფილიყო: "მე ნამდვილად არ მაინტერესებს. შენ?". დონალდ ტრამპმა განმარტება სცადა: გზავნილი ჟურნალისტებს ეხებოდა და არა ბავშვებს. მელანიამ მოგვიანებით ახსნა, რომ მუდმივი კრიტიკისგან დაიღალა. თუმცა, The New York Times-ის ჟურნალისტმა კეიტი როჯერსმა სხვა ვერსია წამოაყენა - მისი აზრით, ქურთუკი შემთხვევითი არ იყო და ივანკა ტრამპს ეხებოდა, რომელიც იმ დროს საჯარო ყურადღებისთვის ბრძოლაში მელანიასთვის ჩრდილოვანი მეტოქე გახდა.

სოციალურ ქსელებში ამ ქურთუკმა აღშფოთებული კომენტარების ტალღა გამოიწვია. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ მელანია ტრამპი ჩვეულებრივ ძვირადღირებულ დიზაინერულ ტანსაცმელს ატარებს და იაფფასიანი ქურთუკის ჩაცმა და თან ასეთი წარწერით გამოჩენა შემთხვევითი არ იყო.

2018 წლის ოქტომბერში მელანია ტრამპი კენიაში ჩაფხუტით გამოჩნდა, რაც მისი დაცინვის მიზეზი გახდა. ამ ქვეყანაში მან ბავშვთა სახლი და ეროვნული ნაკრძალი მოინახულა. "კოლონიურ" ჩაფხუტებს ევროპელი მკვლევრები და იმპერიული ადმინისტრატორები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში XIX საუკუნეში ატარებდნენ, შემდეგ კი ისინი ევროპელ ჯარისკაცებში პოპულარული გახდა. აფრიკაში მსგავსი ჩაფხუტები კოლონიური მონობის სიმბოლოდ იქცა.

არცერთ ისტორიას არ გამოუწვევია ისეთი რეზონანსი, როგორიც მისმა დუმილმა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის დღეს. სანამ ტრამპის მხარდამჭერები კარებსა და ფანჯრებს ამტვრევდნენ, მელანიამ უარი თქვა თუნდაც ერთი საჯარო განცხადების გაკეთებაზე. მისმა პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა მშვიდობისკენ მოწოდების გამოსვლა შესთავაზა, მაგრამ მტკიცე "უარი" მიიღო. მოგვიანებით მელანია ამტკიცებდა, რომ არ იცოდა რა ხდებოდა. გრიშემმა თავის მოგონებებში საპირისპირო დაწერა: მელანიამ იცოდა, მაგრამ უბრალოდ არ სურდა ჩარევა.

ყველა ეს ეპიზოდი, მიუხედავად ერთი შეხედვით გაფანტულობისა, დროთა განმავლობაში მელანიასთვის იმიჯის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა.

მელანია ტრამპი ცდილობდა დისტანცირებას, გვერდზე დგომას და სახის შენარჩუნებას. მაგრამ სწორედ ამ გულგრილობამ გამოიწვია ყველაზე მეტი კითხვა. ამერიკელებმა ვერ შეიყვარეს მელანია ტრამპი და ის დიდი ხანია შეეგუა ამას. როგორც ჩანს, ახლა მისი გამოჩენა ქურთუკში წარწერით "მე ნამდვილად არ მაინტერესებს. შენ?" არავის გააკვირვებდა, რადგან ქმრის შევიწროების ბრალდებებიც კი ჩვეული გულგრილობით გადაიტანა.