პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ რუსეთიდან დაუკავშირდნენ, შემდეგ ბიბლიოთეკაში თავი მეცნიერად წარადგინა და..." - საქართველოს მოქალაქემ ლიეტუვის ბიბლიოთეკიდან იშვიათი წიგნების მოპარვა აღიარა: რა თქვა სასამართლოზე
"ჯერ რუსეთიდან დაუკავშირდნენ, შემდეგ ბიბლიოთეკაში თავი მეცნიერად წარადგინა და..." - საქართველოს მოქალაქემ ლიეტუვის ბიბლიოთეკიდან იშვიათი წიგნების მოპარვა აღიარა: რა თქვა  სასამართლოზე

ვილ­ნი­უ­სის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ორ­შა­ბათს ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (VU) ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბის ქურ­დო­ბის საქ­მის გან­ხილ­ვა და­ი­წყო. მ საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ მი­ხე­ილ ზამ­თა­რა­ძემ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა – მან გა­ნა­ცხა­და, რომ სხვა პი­რის სა­ხე­ლით წარ­დგა და ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან XIX სა­უ­კუ­ნის იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბი მო­ი­პა­რა. მა­მა­კაც­მა თქვა, რომ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო ნა­ნობს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დიაავ­რცე­ლებს.

ზამ­თა­რა­ძე სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ეს­კორ­ტით მი­იყ­ვა­ნეს. სა­სა­მარ­თლო­ში ის რუ­სუ­ლად სა­უბ­რობ­და და თარ­ჯი­მა­ნი ეხ­მა­რე­ბო­და.

  • ბრალ­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ ზამ­თა­რა­ძე

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას პრო­კუ­რო­რი ინგა გულ­ბიც­კი­ე­ნე წარ­მო­ად­გენ­და, რო­მელ­მაც ბრალ­დე­ბის დას­კვნა წა­ი­კი­თხა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ბრა­ლი ედე­ბა ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან იშ­ვი­ა­თი, ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე წიგ­ნე­ბის მო­პარ­ვა­ში, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა 600 ათას ევ­როს აჭარ­ბებს.

პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ ზამ­თა­რა­ძე, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის ჩარ­თუ­ლო­ბით, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და ლი­ე­ტუ­ვა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, 2023 წლის მა­ის­ში აღ­ნიშ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მი­ვი­და.

ბრალ­დე­ბის დას­კვნის თა­ნახ­მად, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ, ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შრომ­ლებს თავი მეც­ნი­ე­რად წა­რუდ­გი­ნა და აჩ­ვე­ნა შე­სა­ბა­მი­სი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ცე­მე­ბის სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბა­ზი­დან და პრო­ფე­სორ­თა სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბა­ზი­დან გა­მო­სა­ტა­ნად შე­უკ­ვე­თა ძა­ლი­ან დიდი ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე წიგ­ნე­ბი.

პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან გა­ტა­ნი­ლი 12 წიგ­ნი ყალ­ბით შეც­ვა­ლა, ხოლო 5 წიგ­ნი წა­სა­კი­თხად აიღო და უკან არ და­აბ­რუ­ნა. გულ­ბიც­კი­ე­ნეს თქმით, მო­პა­რულ უიშ­ვი­ა­თეს გა­მო­ცე­მებს შო­რის იყო რუსი ავ­ტო­რე­ბის, ივან კრი­ლო­ვის, ალექ­სან­დრე პუშ­კი­ნი­სა და მი­ხე­ილ ლერ­მონ­ტო­ვის წიგ­ნე­ბი.

"მო­პა­რუ­ლია ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე XIX სა­უ­კუ­ნის წიგ­ნე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და ი. გულ­ბიც­კი­ე­ნემ.

ბრალ­დე­ბულ­მა ზამ­თა­რა­ძემ სა­სა­მარ­თლო­ში და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და თქვა, რომ ჩა­დე­ნი­ლი საქ­ცი­ე­ლის გამო ნა­ნობს. "სრუ­ლად ვა­ღი­ა­რებ და­ნა­შა­ულს, გულ­წრფე­ლად ვნა­ნობ“, – გა­ნა­ცხა­და მა­მა­კაც­მა.

  • მისი თქმით, ხუთი შვი­ლი ჰყავს. მი­ხე­ილ ზამ­თა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტით ვაჭ­რობს და ან­ტიკ­ვა­რუ­ლი მა­ღა­ზია აქვს. "ვმოგ­ზა­უ­რობ ევ­რო­პა­ში, ვყი­დუ­ლობ სხვა­დას­ხვა ან­ტიკ­ვა­რი­ატს, შემ­დეგ ვყი­დი და ამით ვცხოვ­რობ“, – თქვა მა­მა­კაც­მა.

ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას რუ­სე­თი­დან მა­მა­კა­ცი და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო, ჰქონ­და თუ არა გარ­კვე­უ­ლი იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბი. შემ­დეგ ზამ­თა­რა­ძემ თქვა, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში ეძებ­და, სად შე­იძ­ლე­ბო­და მის­გან ნახ­სე­ნე­ბი წიგ­ნე­ბის პოვ­ნა და ნახა, რომ ეს იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბი ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში იყო.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ინ­ტერ­ნე­ტით და­რე­გის­ტრირ­და ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კის სის­ტე­მა­ში და იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბი წა­სა­კი­თხად შე­უკ­ვე­თა არა სა­კუ­თა­რი, არა­მედ მი­ხე­ილ ზა­ვატ­სკის სა­ხე­ლით. "წიგ­ნე­ბი მი­ხე­ილ ზა­ვატ­სკის სა­ხე­ლით შე­ვუკ­ვე­თე და მო­ვი­პა­რე“, – გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა.

ზამ­თა­რა­ძის თქმით, იმა­ვე დღეს ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მო­პა­რუ­ლი წიგ­ნე­ბი ჩან­თა­ში ჩა­ა­ლა­გა და მინ­სკში გაგ­ზავ­ნა. მა­მა­კაც­მა აღ­ნიშ­ნა, რომ წიგ­ნე­ბით სავ­სე ჩან­თა გა­დას­ცა ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს, რო­მე­ლიც მინ­სკში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ გა­ნა­ცხა­და, რომ მო­პა­რუ­ლი წიგ­ნე­ბის გაგ­ზავ­ნის შემ­დეგ, თვი­თონ ლი­ე­ტუ­ვა­დან პო­ლო­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ემ­გზავ­რა.

კად­რი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან

ბრალ­დე­ბუ­ლის თქმით, მო­პა­რუ­ლი წიგ­ნე­ბის­თვის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა­ში უნდა გა­და­ე­ხა­დათ "30 ათა­სი დო­ლა­რი“. პრო­კუ­რო­რის კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სას, ზამ­თა­რა­ძემ თქვა, რომ ყალ­ბი წიგ­ნე­ბი, რომ­ლი­თაც მან ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან მო­პა­რუ­ლი წიგ­ნე­ბი შეც­ვა­ლა, მას იმა­ვე პირ­მა გა­მო­უგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

და­კა­ვე­ბუ­ლის თქმით, ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­დაც სხვი­სი სა­ხე­ლით წარ­დგა და წიგ­ნე­ბი აიღო, გა­ნა­ცხა­და, რომ მეც­ნი­ე­რი იყო. "ვთქვი, რომ XIX სა­უ­კუ­ნე­ში რუ­სე­თის დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ფუძ­ვლებს ვსწავ­ლობ­დი“, – აღ­ნიშ­ნა ზამ­თა­რა­ძემ. სა­სა­მარ­თლო­ში კი­თხვა­ზე, რო­გორ შეც­ვა­ლა წიგ­ნე­ბი ყალ­ბით, მა­მა­კაც­მა უპა­სუ­ხა, რომ ეს პირ­და­პირ სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბაზ­ში გა­ა­კე­თა, და­მალ­ვის გა­რე­შე. "ჩან­თა­ში ჩავ­დე. იქ, სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბაზ­ში, სხვე­ბიც იყ­ვნენ, მაგ­რამ მა­გი­დას­თან მარ­ტო ვი­ჯე­ქი. ნა­წი­ლი წიგ­ნე­ბი­სა შევ­ცვა­ლე, ნა­წი­ლი კი უბ­რა­ლოდ ჩან­თა­ში ჩავ­დე“, – გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა.

  • ღი­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­შიც მო­ი­პა­რეს

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მარ­ტში გა­ნა­ცხა­და, რომ ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბის ქურ­დო­ბის საქ­მე სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა. წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა ზამ­თა­რა­ძემ, ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუფ­ში იყო ეს ჯგუ­ფი კი მოქ­მე­დებ­და ლი­ე­ტუ­ვა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2023 წლის მა­ის­ში ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან 17 იშ­ვი­ა­თი წიგ­ნი მო­ი­პა­რა.

ლი­ე­ტუ­ვა­ში იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბის ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბა 3 პირს წა­უ­ყე­ნეს, ყვე­ლა მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. ორი პი­რის მი­მართ საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის დროს მო­პო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ანა­ლო­გი­უ­რი გზით ღი­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი მო­პა­რუ­ლი იყო საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, პო­ლო­ნე­თის, ლატ­ვი­ის, ეს­ტო­ნე­თი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­და­ნაც.

სხვა ქვეყ­ნებ­ში იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბის ქურ­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ჯერ რუსეთიდან დაუკავშირდნენ, შემდეგ ბიბლიოთეკაში თავი მეცნიერად წარადგინა და..." - საქართველოს მოქალაქემ ლიეტუვის ბიბლიოთეკიდან იშვიათი წიგნების მოპარვა აღიარა: რა თქვა სასამართლოზე

"ჯერ რუსეთიდან დაუკავშირდნენ, შემდეგ ბიბლიოთეკაში თავი მეცნიერად წარადგინა და..." - საქართველოს მოქალაქემ ლიეტუვის ბიბლიოთეკიდან იშვიათი წიგნების მოპარვა აღიარა: რა თქვა  სასამართლოზე

ვილნიუსის რაიონულმა სასამართლომ ორშაბათს ვილნიუსის უნივერსიტეტის (VU) ბიბლიოთეკიდან იშვიათი წიგნების ქურდობის საქმის განხილვა დაიწყო. მ საქმეში ბრალდებულმა, საქართველოს მოქალაქემ მიხეილ ზამთარაძემ დანაშაული აღიარა – მან განაცხადა, რომ სხვა პირის სახელით წარდგა და ბიბლიოთეკიდან XIX საუკუნის იშვიათი წიგნები მოიპარა. მამაკაცმა თქვა, რომ ჩადენილი დანაშაულის გამო ნანობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ზამთარაძე სასამართლო სხდომაზე სპეციალური ესკორტით მიიყვანეს. სასამართლოში ის რუსულად საუბრობდა და თარჯიმანი ეხმარებოდა.

  • ბრალდებული მიხეილ ზამთარაძე

სახელმწიფო ბრალდებას პროკურორი ინგა გულბიცკიენე წარმოადგენდა, რომელმაც ბრალდების დასკვნა წაიკითხა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეს ბრალი ედება ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან იშვიათი, ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე წიგნების მოპარვაში, რომელთა ღირებულება 600 ათას ევროს აჭარბებს.

პროკურორმა განაცხადა, რომ მიხეილ ზამთარაძე, ორგანიზებული ჯგუფის ჩართულობით, რომელიც მოქმედებდა ლიეტუვაში, პოლონეთში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და საქართველოში, ვილნიუსის უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დაუფლების მიზნით, 2023 წლის მაისში აღნიშნულ ბიბლიოთეკაში მივიდა.

ბრალდების დასკვნის თანახმად, ბიბლიოთეკაში საქართველოს მოქალაქემ, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს თავი მეცნიერად წარუდგინა და აჩვენა შესაბამისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, იშვიათი გამოცემების სამკითხველო დარბაზიდან და პროფესორთა სამკითხველო დარბაზიდან გამოსატანად შეუკვეთა ძალიან დიდი ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე წიგნები.

პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა ბიბლიოთეკიდან გატანილი 12 წიგნი ყალბით შეცვალა, ხოლო 5 წიგნი წასაკითხად აიღო და უკან არ დააბრუნა. გულბიცკიენეს თქმით, მოპარულ უიშვიათეს გამოცემებს შორის იყო რუსი ავტორების, ივან კრილოვის, ალექსანდრე პუშკინისა და მიხეილ ლერმონტოვის წიგნები.

"მოპარულია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე XIX საუკუნის წიგნები“, – განაცხადა ი. გულბიცკიენემ.

ბრალდებულმა ზამთარაძემ სასამართლოში დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ჩადენილი საქციელის გამო ნანობს. "სრულად ვაღიარებ დანაშაულს, გულწრფელად ვნანობ“, – განაცხადა მამაკაცმა.

  • მისი თქმით, ხუთი შვილი ჰყავს. მიხეილ ზამთარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ანტიკვარიატით ვაჭრობს და ანტიკვარული მაღაზია აქვს. "ვმოგზაურობ ევროპაში, ვყიდულობ სხვადასხვა ანტიკვარიატს, შემდეგ ვყიდი და ამით ვცხოვრობ“, – თქვა მამაკაცმა.

ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას რუსეთიდან მამაკაცი დაუკავშირდა, რომელიც დაინტერესებული იყო, ჰქონდა თუ არა გარკვეული იშვიათი წიგნები. შემდეგ ზამთარაძემ თქვა, რომ ინტერნეტში ეძებდა, სად შეიძლებოდა მისგან ნახსენები წიგნების პოვნა და ნახა, რომ ეს იშვიათი წიგნები ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში იყო.

მისი განცხადებით, ინტერნეტით დარეგისტრირდა ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სისტემაში და იშვიათი წიგნები წასაკითხად შეუკვეთა არა საკუთარი, არამედ მიხეილ ზავატსკის სახელით. "წიგნები მიხეილ ზავატსკის სახელით შევუკვეთე და მოვიპარე“, – განაცხადა ბრალდებულმა.

ზამთარაძის თქმით, იმავე დღეს ვილნიუსის უნივერსიტეტიდან მოპარული წიგნები ჩანთაში ჩაალაგა და მინსკში გაგზავნა. მამაკაცმა აღნიშნა, რომ წიგნებით სავსე ჩანთა გადასცა ავტობუსის მძღოლს, რომელიც მინსკში მიემგზავრებოდა. საქართველოს მოქალაქემ განაცხადა, რომ მოპარული წიგნების გაგზავნის შემდეგ, თვითონ ლიეტუვადან პოლონეთის მიმართულებით გაემგზავრა.

კადრი სასამართლო დარბაზიდან

ბრალდებულის თქმით, მოპარული წიგნებისთვის კრიპტოვალუტაში უნდა გადაეხადათ "30 ათასი დოლარი“. პროკურორის კითხვებზე პასუხის გაცემისას, ზამთარაძემ თქვა, რომ ყალბი წიგნები, რომლითაც მან ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მოპარული წიგნები შეცვალა, მას იმავე პირმა გამოუგზავნა, რომელიც იშვიათი წიგნებით იყო დაინტერესებული.

დაკავებულის თქმით, ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, სადაც სხვისი სახელით წარდგა და წიგნები აიღო, განაცხადა, რომ მეცნიერი იყო. "ვთქვი, რომ XIX საუკუნეში რუსეთის დემოკრატიის საფუძვლებს ვსწავლობდი“, – აღნიშნა ზამთარაძემ. სასამართლოში კითხვაზე, როგორ შეცვალა წიგნები ყალბით, მამაკაცმა უპასუხა, რომ ეს პირდაპირ სამკითხველო დარბაზში გააკეთა, დამალვის გარეშე. "ჩანთაში ჩავდე. იქ, სამკითხველო დარბაზში, სხვებიც იყვნენ, მაგრამ მაგიდასთან მარტო ვიჯექი. ნაწილი წიგნებისა შევცვალე, ნაწილი კი უბრალოდ ჩანთაში ჩავდე“, – განაცხადა ბრალდებულმა.

  • ღირებული წიგნები სხვა ქვეყნებშიც მოიპარეს

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მარტში განაცხადა, რომ ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან იშვიათი წიგნების ქურდობის საქმე სასამართლოს გადაეცა. წინასწარი გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულმა ზამთარაძემ, ორგანიზებულ ჯგუფში იყო ეს ჯგუფი კი მოქმედებდა ლიეტუვაში, პოლონეთში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და საქართველოში, 2023 წლის მაისში ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან 17 იშვიათი წიგნი მოიპარა.

ლიეტუვაში იშვიათი წიგნების ქურდობის ბრალდება 3 პირს წაუყენეს, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ორი პირის მიმართ საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. პროკურატურის ინფორმაციით, წინასწარი გამოძიების დროს მოპოვებული მონაცემებით, ანალოგიური გზით ღირებული წიგნები მოპარული იყო საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთისა და შვეიცარიის ბიბლიოთეკებიდანაც.

სხვა ქვეყნებში იშვიათი წიგნების ქურდობის ფაქტებზე გამოძიება გრძელდება.