პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პორტუგალიისა და ესპანეთის დიდ ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა - გადაიდო ავიარეისები: რას უკავშირებენ მომხდარს?
პორტუგალიისა და ესპანეთის დიდ ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა - გადაიდო ავიარეისები: რას უკავშირებენ მომხდარს?

პორ­ტუ­გა­ლი­ი­სა და ეს­პა­ნე­თის დიდ ნა­წილ­ში ელექტრო­ე­ნერ­გია გა­ი­თი­შა, რის გა­მოც სხვა პრობ­ლე­მებ­თან ერ­თად, პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა ავი­ა­მი­მოს­ვლა­საც - გა­და­ი­დო ავი­ა­რე­ი­სე­ბი.

"არა­ნა­ი­რი ნი­შა­ნი არაა იმი­სა, რომ ეს­პა­ნეთ­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვა კი­ბერ­შე­ტე­ვამ გა­მო­იწ­ვია", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა, ან­ტო­ნიო კოშ­ტამ გა­ნა­ცხა­და.

"ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი ნი­შა­ნი არაა იმი­სა, რომ დღე­ვან­დე­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვა კი­ბერ­შე­ტე­ვამ გა­მო­იწ­ვია. ორი­ვე ქვეყ­ნის ელექტრო­ქ­სე­ლის ოპე­რა­ტო­რე­ბი მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის აღ­სად­გე­ნად მუ­შა­ო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ან­ტო­ნიო კოშ­ტამ.

პორ­ტუ­გა­ლი­ის ელექტრო­ქ­სე­ლის ოპე­რა­ტორ­მა REN-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვა ეს­პა­ნე­თის ელექტრო­ქ­სელ­ში მომ­ხდარ­მა გა­უ­მარ­თა­ო­ბამ გა­მო­იწ­ვია, რაც შე­იძ­ლე­ბა „იშ­ვი­ათ ატ­მოს­ფე­რულ ფე­ნო­მენს“ უკავ­შირ­დე­ბო­დეს და შე­ფერ­ხე­ბა შე­იძ­ლე­ბა ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს.

ამას­თან, საფ­რან­გე­თის ელექტრო­ქ­სე­ლის ოპე­რა­ტო­რის RTE-ს ცნო­ბით, ელექტრო­ე­ნერ­გია დრო­ე­ბით ქვეყ­ნის ზო­გი­ერთ ნა­წილ­შიც გა­ი­თი­შა, თუმ­ცა ახლა ქსე­ლი მუ­შა­ო­ბას ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

პორტუგალიისა და ესპანეთის დიდ ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა - გადაიდო ავიარეისები: რას უკავშირებენ მომხდარს?

პორტუგალიისა და ესპანეთის დიდ ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა - გადაიდო ავიარეისები: რას უკავშირებენ მომხდარს?

პორტუგალიისა და ესპანეთის დიდ ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც სხვა პრობლემებთან ერთად, პრობლემა შეექმნა ავიამიმოსვლასაც - გადაიდო ავიარეისები.

"არანაირი ნიშანი არაა იმისა, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევამ გამოიწვია", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა.

"ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არაა იმისა, რომ დღევანდელი ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევამ გამოიწვია. ორივე ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორები მიზეზების დასადგენად და ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობენ“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ.

პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება „იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს და შეფერხება შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

ამასთან, საფრანგეთის ელექტროქსელის ოპერატორის RTE-ს ცნობით, ელექტროენერგია დროებით ქვეყნის ზოგიერთ ნაწილშიც გაითიშა, თუმცა ახლა ქსელი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.