დონალდ ტრამპს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა სურს , - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას.
ამასთან, ვატიკანში, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კეროლაინ ლევიტმა უპასუხა, რომ დონალდ ტრამპი "ორივე ქვეყნის ლიდერით [ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი] იმედგაცრუებულია“.
"მიუხედავად ამისა, ის ოპტიმისტურად განწყობილი რჩება, რომ შეთანხმების მიღწევა შეუძლია, მაგრამ ასევე, რეალისტურადაც არის განწყობილი, რომ ორივე ლიდერი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მივიდეს და ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვონ“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.