“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, რომელზეც ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე უნდა დაეკითხათ, გადაიდო.
დღევანდელ პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია უკვე დაიკითხა.
ბესელიაც და დგებუაძეც პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები არიან. ორივე მათგანის გამოკითხვა დღევანდელ პროცესზე უნდა მომხდარიყო, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბესელიას დაკითხვა დიდი ხნით გაგრძელდა, სამუშაო საათების ამოწურვისას დაცვის მხარემ პროცესის გადადება მოითხოვა.
მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.