საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერფერი და ჯიუ ჯიცუს მებრძოლი ივანკა - პრეზიდენტის ქალიშვილის სპორტული გატაცებები და შთამბეჭდავი ფოტოები კოსტა-რიკის სანაპიროდან
სერფერი და ჯიუ ჯიცუს მებრძოლი ივანკა - პრეზიდენტის ქალიშვილის სპორტული გატაცებები და შთამბეჭდავი ფოტოები კოსტა-რიკის სანაპიროდან

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის 43 წლის ქა­ლიშ­ვილ­მა ივან­კა ტრამპმა აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლის დღე­ე­ბი ულა­მა­ზე­სი კოს­ტა რი­კის სა­ნა­პი­რო­ზე გა­ა­ტა­რა.

მან თა­ვის "ინ­სტაგ­რამ­ზე" ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩანს რომ ის ქმარ­თან ერ­თად სა­ნა­პი­რო­ზე ის­ვე­ნებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი უახ­ლე­სი გა­ტა­ცე­ბა სერ­ფინ­გია. ბოლო წლებ­ში ის ხში­რად და­დის ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე და ტალ­ღებ­თან თა­მა­შით ერ­თო­ბა.

"სერ­ფინ­გი სა­ო­ცა­რი მოთ­მი­ნე­ბი­სა და სიმ­შვი­დის სა­ო­ცა­რი გაკ­ვე­თი­ლია. ყო­ველ ტალ­ღას­თან ერ­თად რა­ღაც ახალს სწავ­ლობ სა­კუ­თარ თავ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თა­ვის გა­მომ­წე­რებს სწო­რედ სერ­ფინ­გის დროს გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს უზი­ა­რებს.

“კოს­ტა-რი­კის ენით აღუ­წე­რე­ლი სი­ლა­მა­ზით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი პა­ს­ე­ქი­სა და აღ­დგო­მის კვი­რის გა­ტა­რე­ბა, სა­ჩუ­ქა­რი იყო. დრო შე­ნელ­და. ოქ­როს­ფე­რი ცის ქვეშ სერ­ფინ­გის შემ­დეგ, ჯუნ­გლე­ბის ფოთ­ლებ­ში "ვცუ­რავ­დით", გრილ ჩანჩქე­რებ­ში ვხტე­ბო­დით, მზის ჩას­ვლამ­დე ვკი­თხუ­ლობ­დით, მერე კი სი­ჩუ­მე­სა და ღრმა ძილს ვეძ­ლე­ო­დით.

მაგ­რამ თავ­გა­და­სა­ვალ­ზე მე­ტად, ეს კვი­რა დე­და­მი­წას­თან, რწმე­ნას­თან და ერ­თმა­ნეთ­თან ხე­ლახ­ლა და­კავ­ში­რე­ბას, ბუ­ნე­ბის რიტ­მში ჩა­ძირ­ვას შე­ე­ხე­ბო­და. სი­ჩუ­მე­ში, ჩემი შვი­ლე­ბის სი­ცილ­ში, ხე­ე­ბის სუნ­თქვა­ში სიწ­მინ­დის შეგ­რძნე­ბას.

ჩემი გული სავ­სეა მად­ლი­ე­რე­ბით ერ­თად ყოფ­ნი­სა და გა­ნახ­ლე­ბის ამ მო­მენ­ტე­ბის­თვის. გი­სურ­ვებთ ყვე­ლას სიმ­შვი­დეს,“ - წერს ივან­კა ტრამ­პი.

რო­გორც foxnews-ი წერს, პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ქა­ლიშ­ვილ­მა ის პრო­ექ­ტე­ბიც გა­ამ­ხი­ლა, რომ­ლებ­ზეც ის ჯა­დოს­ნუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იმუ­შა­ვებს.

“მშვი­დო­ბი­სა და სი­ჩუ­მის ფონ­ზე, ასე­ვე გა­მოვ­ნა­ხე დრო, რომ დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი და და­მე­გეგ­მა რამ­დე­ნი­მე მო­მა­ვა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მელ­თა გა­ზი­ა­რე­ბაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია! ახლა მა­ი­ა­მი­ში ვარ, სავ­სე გუ­ლით და მზად ვარ და­ვი­წყო,“ - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა ივან­კას სი­ტყვებს.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტრამ­პის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ივან­კა ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­მა­მი­სის უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი იყო.

პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ივან­კა უკვე წლე­ბია გა­ტა­ცე­ბუ­ლია სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბით. ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს ჯან­საღ და აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას. სპორ­ტი მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი იკა­ვებს.

  • სერ­ფინ­გის გარ­და, მი­სია უახ­ლე­სი გა­ტა­ცე­ბაა ჯიუ ჯიცუ

ივან­კა ბოლო დროს სე­რი­ო­ზუ­ლად და­ინ­ტე­რეს­და საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბით - ბრა­ზი­ლი­უ­რი ჯიუ ჯი­ცუ­თი. ის სწავ­ლობს თავ­დაც­ვის ტაქ­ტი­კებს, ძლი­ე­რე­ბას და კონ­ცენ­ტრა­ცი­ას, რა­საც მისი თქმით უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რო­გორც ფი­ზი­კურ, ასე­ვე მენ­ტა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში:

"საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა წვრთნის არა მხო­ლოდ სხე­ულს, არა­მედ გო­ნე­ბა­საც - ის გას­წავ­ლის სიმ­შვი­დეს მა­ში­ნაც კი, როცა წნე­ხის ქვეშ ხარ,“ - ამ­ბობს ტრამ­პი.

გარ­და ამი­სა, ცნო­ბი­ლია რომ ის უკვე წლე­ბია, რაც იო­გა­სა და მე­დი­ტა­ცი­ას მის­დევს. მისი თქმით "იოგა ერ­თდრო­უ­ლად ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი ძა­ლის წყა­როა. ის მეხ­მა­რე­ბა და­ვი­ბა­ლან­სო და გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სო კონ­ცენ­ტრა­ცია".

რო­გორც მე­დია წერს ივან­კა ტრამ­პის სი­ლა­მა­ზის სა­ი­დუმ­ლო პი­ლა­ტე­სით მისი გა­ტა­ცე­ბაა. ის დიდ დროს უთ­მობს ვარ­ჯიშს მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

სერფერი და ჯიუ ჯიცუს მებრძოლი ივანკა - პრეზიდენტის ქალიშვილის სპორტული გატაცებები და შთამბეჭდავი ფოტოები კოსტა-რიკის სანაპიროდან

სერფერი და ჯიუ ჯიცუს მებრძოლი ივანკა - პრეზიდენტის ქალიშვილის სპორტული გატაცებები და შთამბეჭდავი ფოტოები კოსტა-რიკის სანაპიროდან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 43 წლის ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეები ულამაზესი კოსტა რიკის სანაპიროზე გაატარა.

მან თავის "ინსტაგრამზე" ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს რომ ის ქმართან ერთად სანაპიროზე ისვენებს.

როგორც ცნობილია, მისი უახლესი გატაცება სერფინგია. ბოლო წლებში ის ხშირად დადის ოკეანის სანაპიროებზე და ტალღებთან თამაშით ერთობა.

"სერფინგი საოცარი მოთმინებისა და სიმშვიდის საოცარი გაკვეთილია. ყოველ ტალღასთან ერთად რაღაც ახალს სწავლობ საკუთარ თავზე", - განაცხადა ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

თავის გამომწერებს სწორედ სერფინგის დროს გადაღებულ ფოტოებს უზიარებს.

“კოსტა-რიკის ენით აღუწერელი სილამაზით გარშემორტყმული პასექისა და აღდგომის კვირის გატარება, საჩუქარი იყო. დრო შენელდა. ოქროსფერი ცის ქვეშ სერფინგის შემდეგ, ჯუნგლების ფოთლებში "ვცურავდით", გრილ ჩანჩქერებში ვხტებოდით, მზის ჩასვლამდე ვკითხულობდით, მერე კი სიჩუმესა და ღრმა ძილს ვეძლეოდით.

მაგრამ თავგადასავალზე მეტად, ეს კვირა დედამიწასთან, რწმენასთან და ერთმანეთთან ხელახლა დაკავშირებას, ბუნების რიტმში ჩაძირვას შეეხებოდა. სიჩუმეში, ჩემი შვილების სიცილში, ხეების სუნთქვაში სიწმინდის შეგრძნებას.

ჩემი გული სავსეა მადლიერებით ერთად ყოფნისა და განახლების ამ მომენტებისთვის. გისურვებთ ყველას სიმშვიდეს,“ - წერს ივანკა ტრამპი.

როგორც foxnews-ი წერს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილმა ის პროექტებიც გაამხილა, რომლებზეც ის ჯადოსნური მოგზაურობის დასრულების შემდეგ იმუშავებს.

“მშვიდობისა და სიჩუმის ფონზე, ასევე გამოვნახე დრო, რომ დავფიქრებულიყავი და დამეგეგმა რამდენიმე მომავალი პროექტი, რომელთა გაზიარებაც ძალიან მიხარია! ახლა მაიამიში ვარ, სავსე გულით და მზად ვარ დავიწყო,“ - ციტირებს გამოცემა ივანკას სიტყვებს.

  • აღსანიშნავია, რომ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს ივანკა ოთხი წლის განმავლობაში მამამისის უფროსი მრჩეველი იყო.

პოლიტიკური კარიერის პარალელურად, ივანკა უკვე წლებია გატაცებულია სპორტის სხვადასხვა სახეობით. ცნობილი ამერიკელი ბიზნესვუმენი დიდ ყურადღებას უთმობს ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრებას. სპორტი მის ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანი ადგილი იკავებს.

  • სერფინგის გარდა, მისია უახლესი გატაცებაა ჯიუ ჯიცუ

ივანკა ბოლო დროს სერიოზულად დაინტერესდა საბრძოლო ხელოვნებით - ბრაზილიური ჯიუ ჯიცუთი. ის სწავლობს თავდაცვის ტაქტიკებს, ძლიერებას და კონცენტრაციას, რასაც მისი თქმით უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ განვითარებაში:

"საბრძოლო ხელოვნება წვრთნის არა მხოლოდ სხეულს, არამედ გონებასაც - ის გასწავლის სიმშვიდეს მაშინაც კი, როცა წნეხის ქვეშ ხარ,“ - ამბობს ტრამპი.

გარდა ამისა, ცნობილია რომ ის უკვე წლებია, რაც იოგასა და მედიტაციას მისდევს. მისი თქმით "იოგა ერთდროულად ფიზიკური და სულიერი ძალის წყაროა. ის მეხმარება დავიბალანსო და გავაუმჯობესო კონცენტრაცია".

როგორც მედია წერს ივანკა ტრამპის სილამაზის საიდუმლო პილატესით მისი გატაცებაა. ის დიდ დროს უთმობს ვარჯიშს მაშინაც კი, როდესაც დასასვენებლად იმყოფება.

წყარო

იხილეთ ასევე: