სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ ბედნიერი ვარ... შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობ და დიდებული გუნდის წევრი ვარ.  მგონია, ქალაქი მნიშვნელოვანია, მეტადრე როცა ოჯახი გყავს..." - "კვარა" პარიზსა და "არსენალთან" მომავალ მატჩზე
"აქ ბედნიერი ვარ... შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობ და დიდებული გუნდის წევრი ვარ.  მგონია, ქალაქი მნიშვნელოვანია, მეტადრე როცა ოჯახი გყავს..." - "კვარა" პარიზსა და "არსენალთან" მომავალ მატჩზე

პსჟ-ს გა­რე­მარბმა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ კლუ­ბის სა­იტ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გუნდში ადაპ­ტა­ცი­ა­სა და ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში „არ­სე­ნალ­თან“ მო­მა­ვალ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

- ხვი­ჩა, შენ პა­რიზ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩა­მოხ­ვე­დი. ადაპ­ტა­ცია რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს?

- ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ისაა, რომ ახა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გად­მოს­ვლა შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე მწვრთნე­ლის­თვი­საც არ იყოს იოლი, რად­გან გუნდს შუა სე­ზონ­ში უერ­თდე­ბი. გა­რე­მოს­თან შე­სა­გუ­ებ­ლად ბევ­რი დრო არ მქონ­და, თუმ­ცა მგო­ნია, პრო­ცეს­მა საკ­მა­ოდ კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ეს პრე­ზი­დენ­ტის, პერ­სო­ნა­ლის, მწვრთნე­ლის, კლუ­ბის და რა თქმა უნდა, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მოხ­და, რომ­ლებ­მაც თბი­ლად მი­მი­ღეს. აქ თავს მარ­თლაც კარ­გად ვგრძნობ და ეს მხარ­და­ჭე­რა უკეთ თა­მაშ­ში მეხ­მა­რე­ბა.

- გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა უკვე მი­გი­ღეს...

- იმ ფაქ­ტმა, რომ ოჯახ­ში ასე სწრა­ფად მი­მი­ღეს, თავი მარ­თლაც ბედ­ნი­ე­რად და კომ­ფორ­ტუ­ლად მაგ­რძნო­ბი­ნა. ეს ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რათა ამით მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­სარ­გებ­ლო. ქო­მა­გე­ბის მხრი­დან პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან ძლი­ე­რი თა­ნად­გო­მა მო­დი­ო­და. შემ­დეგ, რო­დე­საც მო­ე­დან­ზე გა­ვე­დი, თავი ბედ­ნი­ე­რად და დიდ ფეხ­ბურ­თე­ლად ვიგ­რძე­ნი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კლუ­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა: ისე მი­მი­ღეს, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის ვირ­წმუ­ნე და რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლის როლი შე­ვი­ცა­ნი. ჩემი პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო - თავი მა­ღა­ლი კლა­სის მო­თა­მა­შედ მეგ­რძნო, რო­მე­ლიც დიად კლუბს შე­უ­ერ­თდა, რაც ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. ის, თუ რო­გორ კომ­ფორ­ტუ­ლად გაგ­რძნო­ბი­ნებს კლუ­ბი თავს, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს.

- პსჟ-ს ინფრას­ტრუქ­ტუ­რას გა­ე­ცა­ნი. რო­გორ მო­გე­წო­ნა?

- აქ ჩემი და­სა­წუ­ნი არა­ფე­რია, ყვე­ლა­ფე­რი უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა. ვარ­ჯი­შის და სწრა­ფად აღ­დგე­ნის ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს. ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სრუ­ლად კე­თილ­მო­წყო­ბი­ლია. ეს ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ყო­ველ მე­სა­მე დღეს ვთა­მა­შობთ. საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის ყვე­ლა რე­სურსს ვი­ყე­ნებთ და ეს ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტის და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის დახ­მა­რე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც მუ­დამ ჩვენს გვერ­დით არი­ან. აქ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვარ­ჯი­ში­სა და დას­ვე­ნე­ბის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი. უბ­რა­ლოდ ფეხ­ბურ­თსა და ვარ­ჯიშ­ზე უნდა იყო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩენ­ზე კლუ­ბი ზრუ­ნავს, რაც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის პროგ­რე­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ქა­ლაქ­ზე რას იტყვი?

- ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ პა­რი­ზი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია. აქ ბედ­ნი­ე­რი ვარ და ამ გუნდში თა­მა­ში მი­ხა­რია. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ეს რა­ღაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად წა­რი­მარ­თა: შე­სა­ნიშ­ნავ ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ და დი­დე­ბუ­ლი გუნ­დის წევ­რი ვარ. მგო­ნია, ქა­ლა­ქი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მე­ტად­რე როცა ოჯა­ხი გყავს, რო­მე­ლიც შენ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. სიმ­შვი­დე და კარ­გი პი­რო­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თბი­ლი მი­ღე­ბის­თვის მინ­და თა­ნა­გუნ­დე­ლებს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, აგ­რეთ­ვე იმი­სათ­ვის, რომ კლუბ­ზე და ცხოვ­რე­ბის აქა­ურ წეს­ზე ბევ­რი რამ მო­მიყ­ვნენ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"აქ ბედნიერი ვარ... შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობ და დიდებული გუნდის წევრი ვარ.  მგონია, ქალაქი მნიშვნელოვანია, მეტადრე როცა ოჯახი გყავს..." - "კვარა" პარიზსა და "არსენალთან" მომავალ მატჩზე

"აქ ბედნიერი ვარ... შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობ და დიდებული გუნდის წევრი ვარ.  მგონია, ქალაქი მნიშვნელოვანია, მეტადრე როცა ოჯახი გყავს..." - "კვარა" პარიზსა და "არსენალთან" მომავალ მატჩზე

პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის საიტთან ინტერვიუში გუნდში ადაპტაციასა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

- ხვიჩა, შენ პარიზში რამდენიმე თვის წინ ჩამოხვედი. ადაპტაცია როგორ მიმდინარეობს?

- ვფიქრობ, ყველაზე რთული ისაა, რომ ახალი ფეხბურთელის გადმოსვლა შეიძლება ასევე მწვრთნელისთვისაც არ იყოს იოლი, რადგან გუნდს შუა სეზონში უერთდები. გარემოსთან შესაგუებლად ბევრი დრო არ მქონდა, თუმცა მგონია, პროცესმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. ეს პრეზიდენტის, პერსონალის, მწვრთნელის, კლუბის და რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დახმარებით მოხდა, რომლებმაც თბილად მიმიღეს. აქ თავს მართლაც კარგად ვგრძნობ და ეს მხარდაჭერა უკეთ თამაშში მეხმარება.

- გულშემატკივრებმა უკვე მიგიღეს...

- იმ ფაქტმა, რომ ოჯახში ასე სწრაფად მიმიღეს, თავი მართლაც ბედნიერად და კომფორტულად მაგრძნობინა. ეს ძალიან მეხმარება და ყველაფერს ვაკეთებ, რათა ამით მაქსიმალურად ვისარგებლო. ქომაგების მხრიდან პირველივე წუთებიდან ძლიერი თანადგომა მოდიოდა. შემდეგ, როდესაც მოედანზე გავედი, თავი ბედნიერად და დიდ ფეხბურთელად ვიგრძენი. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა: ისე მიმიღეს, რომ საკუთარი თავის ვირწმუნე და როგორც ფეხბურთელის როლი შევიცანი. ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო - თავი მაღალი კლასის მოთამაშედ მეგრძნო, რომელიც დიად კლუბს შეუერთდა, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ის, თუ როგორ კომფორტულად გაგრძნობინებს კლუბი თავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

- პსჟ-ს ინფრასტრუქტურას გაეცანი. როგორ მოგეწონა?

- აქ ჩემი დასაწუნი არაფერია, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ვარჯიშის და სწრაფად აღდგენის ყველა შესაძლებლობა გვაქვს. ინფრასტრუქტურა სრულად კეთილმოწყობილია. ეს ძალიან გვეხმარება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ. საწვრთნელი ცენტრის ყველა რესურსს ვიყენებთ და ეს ძალიან გვეხმარება. აღარაფერს ვამბობ ფიზიოთერაპევტის და სამედიცინო პერსონალის დახმარებაზე, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით არიან. აქ ინდივიდუალურად ვარჯიშისა და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. უბრალოდ ფეხბურთსა და ვარჯიშზე უნდა იყო კონცენტრირებული, დანარჩენზე კლუბი ზრუნავს, რაც ფეხბურთელების პროგრესისთვის მნიშვნელოვანია.

- ქალაქზე რას იტყვი?

- ყველასთვის ცნობილია, რომ პარიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. აქ ბედნიერი ვარ და ამ გუნდში თამაში მიხარია. მართალი გითხრათ, ეს რაღაც წარმოუდგენელია. ყველაფერი იდეალურად წარიმართა: შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობ და დიდებული გუნდის წევრი ვარ. მგონია, ქალაქი მნიშვნელოვანია, მეტადრე როცა ოჯახი გყავს, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს. სიმშვიდე და კარგი პირობები მნიშვნელოვანია. თბილი მიღებისთვის მინდა თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, აგრეთვე იმისათვის, რომ კლუბზე და ცხოვრების აქაურ წესზე ბევრი რამ მომიყვნენ. გააგრძელეთ კითხვა