სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

კი­ე­ვის სა­სა­მარ­თლომ უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩს დე­ზერ­ტი­რო­ბის წა­ქე­ზე­ბი­სა და სა­ზღვარ­ზე პირ­თა უკა­ნო­ნო გა­დაყ­ვა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის 15 წლით აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, კი­ე­ვის პო­დოლ­სკის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ უკ­რა­ი­ნის მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტი და უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი დამ­ნა­შა­ვედ ცნო და გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა. კერ­ძოდ, უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს - თა­ვი­სუფ­ლე­ბის 15 წლით აღ­კვე­თა, უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს კი - თა­ვი­სუფ­ლე­ბის 10 წლით აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

„პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლო­ში და­ამ­ტკი­ცა, რომ 2014 წლის 23 თე­ბერ­ვალს, უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როს­თან და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბით მოქ­მე­დებ­და, უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი სა­ჰა­ე­რო გზით და ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია მისი ახლო წრი­დან მი­ნი­მუმ 20 ადა­მი­ა­ნის და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის სამ­ხედ­რო პერ­სო­ნა­ლის გა­დაყ­ვა­ნას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო წარ­მო­ე­ბის წე­სით - და­უს­წრებ­ლად, რად­გან პი­რე­ბი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას ემა­ლე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის უკვე მე­ო­რე სას­ჯე­ლია: 2019 წლის იან­ვარ­ში ის დამ­ნა­შა­ვედ ცნეს ღა­ლატ­სა და აგ­რე­სი­უ­ლი ომის წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ში, რის­თვი­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბის 13 წლით აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დეზერტირობის წაქეზებისა და საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანის ორგანიზებისთვის თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კიევის პოდოლსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის მეოთხე პრეზიდენტი და უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დამნაშავედ ცნო და განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს - თავისუფლების 15 წლით აღკვეთა, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს კი - თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიესაჯა.

„პროკურატურამ სასამართლოში დაამტკიცა, რომ 2014 წლის 23 თებერვალს, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეთანხმებით მოქმედებდა, უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი საჰაერო გზით და ორგანიზება გაუწია მისი ახლო წრიდან მინიმუმ 20 ადამიანის და სახელმწიფო დაცვის სამსახურის სამხედრო პერსონალის გადაყვანას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მათივე განმარტებით, საქმე განიხილებოდა სპეციალური სასამართლო წარმოების წესით - დაუსწრებლად, რადგან პირები მართლმსაჯულებას ემალებიან.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკვე მეორე სასჯელია: 2019 წლის იანვარში ის დამნაშავედ ცნეს ღალატსა და აგრესიული ომის წარმოების ხელშეწყობაში, რისთვისაც თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.