სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშობლების მხრიდან ყვირილი და სიტყვიერი შეურაცხყოფა ბავშვების ტვინში ცვლილებების საფრთხეს აჩენს - რას აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები?
მშობლების მხრიდან ყვირილი და სიტყვიერი შეურაცხყოფა ბავშვების ტვინში ცვლილებების საფრთხეს აჩენს - რას აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები?

მშობ­ლე­ბის მხრი­დან ყვი­რი­ლი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ბავ­შვე­ბის ტვინ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის საფრ­თხეს აჩენს და ზრდის რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის ალ­ბა­თო­ბას, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტებ­მა ბრი­ტა­ნელ პარ­ლა­მენ­ტა­რებს მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია. ბავ­შვთა გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ექ­სპერ­ტე­ბი ვეს­ტმინ­სტერ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე აცხა­დებ­დნენ, რომ ზრდას­რუ­ლე­ბის მხრი­დან სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ბავ­შვებს შე­იძ­ლე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბის გან­ცდის უნარს უკარ­გავ­დეს და სამ­ყა­როს მათ­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლად წარ­მო­ა­ჩენ­დეს.

"ტვი­ნის სკა­ნი­რე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ძა­ლა­დო­ბის, მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მუდ­მი­ვი ზე­მოქ­მე­დე­ბა ტვი­ნის სტრუქ­ტუ­რა­სა და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ბი­ო­ლო­გი­ურ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს", - გა­ნა­ცხა­და იმონ მაკ­რო­რიმ, რო­მე­ლიც კლი­ნი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გი და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ანა ფრო­ი­დის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯის გან­ვი­თა­რე­ბა­დი ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ფსი­ქო­პა­თო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რია.

2023 წლის კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში ბავ­შვე­ბის ორი მე­ხუ­თე­დი (41%) პე­რი­ო­დუ­ლად ან რე­გუ­ლა­რუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია Words Matter-ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან არის მცდე­ლო­ბის ნა­წი­ლი, რათა "სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ჩრდი­ლი­დან გა­მო­ვი­დეს და იგი­ვე ყუ­რა­დღე­ბა მი­ე­ნი­ჭოს, რაც - არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის სხვა ფორ­მებს", - გა­ნა­ცხა­და პრო­ფე­სორ­მა პი­ტერ ფო­ნა­გიმ, ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯის ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

"უხეშ სი­ტყვებს შე­უძ­ლია, აქ­ტი­უ­რად შე­ა­სუს­ტოს ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა... ბავ­შვებს სჭირ­დე­ბათ კე­თილ­გან­წყო­ბი­თა და მხარ­და­ჭე­რით სავ­სე კო­მუ­ნი­კა­ცია ზრდას­რუ­ლე­ბის­გან. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი იდენ­ტო­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი მე­დე­გო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის", - აცხა­დებს ის.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

მშობლების მხრიდან ყვირილი და სიტყვიერი შეურაცხყოფა ბავშვების ტვინში ცვლილებების საფრთხეს აჩენს - რას აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები?

მშობლების მხრიდან ყვირილი და სიტყვიერი შეურაცხყოფა ბავშვების ტვინში ცვლილებების საფრთხეს აჩენს - რას აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები?

მშობლების მხრიდან ყვირილი და სიტყვიერი შეურაცხყოფა ბავშვების ტვინში ცვლილებების საფრთხეს აჩენს და ზრდის როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობას, - ამის შესახებ ექსპერტებმა ბრიტანელ პარლამენტარებს მიაწოდეს ინფორმაცია. ბავშვთა განვითარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტები ვესტმინსტერში გამართულ შეხვედრაზე აცხადებდნენ, რომ ზრდასრულების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა ბავშვებს შეიძლება, სიამოვნების განცდის უნარს უკარგავდეს და სამყაროს მათთვის საფრთხის შემცველად წარმოაჩენდეს.

"ტვინის სკანირება აჩვენებს, რომ ძალადობის, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფის მუდმივი ზემოქმედება ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს", - განაცხადა იმონ მაკრორიმ, რომელიც კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაცია "ანა ფროიდის" აღმასრულებელი დირექტორი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის განვითარებადი ნეირომეცნიერებისა და ფსიქოპათოლოგიის პროფესორია.

2023 წლის კვლევის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში ბავშვების ორი მეხუთედი (41%) პერიოდულად ან რეგულარულად ექვემდებარება სიტყვიერ შეურაცხყოფას. საქველმოქმედო ორგანიზაცია Words Matter-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრა პარლამენტის წევრებთან არის მცდელობის ნაწილი, რათა "სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩრდილიდან გამოვიდეს და იგივე ყურადღება მიენიჭოს, რაც - არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებს", - განაცხადა პროფესორმა პიტერ ფონაგიმ, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფსიქოლოგიისა და ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელმა.

"უხეშ სიტყვებს შეუძლია, აქტიურად შეასუსტოს ტვინის განვითარება... ბავშვებს სჭირდებათ კეთილგანწყობითა და მხარდაჭერით სავსე კომუნიკაცია ზრდასრულებისგან. ეს აუცილებელია მათი იდენტობისა და ემოციური მედეგობის ჩამოყალიბებისთვის", - აცხადებს ის.

წყარო