პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანელი მწერალი ქალი მოკლული იპოვეს ნავში, რომელშიც ცხოვრობდა - რა ხდება ცნობილი?
გერმანელი მწერალი ქალი მოკლული იპოვეს ნავში, რომელშიც ცხოვრობდა - რა ხდება ცნობილი?

ჰამ­ბურ­გში გერ­მა­ნე­ლი მწე­რა­ლი ქალი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ალექ­სან­დრა ფრო­ლი­ხის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს მდი­ნა­რე ელ­ბა­ზე, ნავ­ში, სა­დაც ცხოვ­რობ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მა­ნის­ტი, ბესტსე­ლე­რე­ბის ავ­ტო­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გახ­და. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

58 წლის ფრო­ლი­ხი, რომ­ლის რო­მა­ნე­ბიც გერ­მა­ნი­ა­ში მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლია, 22 აპ­რილს შვილ­მა იპო­ვა.

საქ­მე გა­და­ე­ცა მკვლე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას, რად­გან ად­გილ­ზე აშ­კა­რა იყო თავ­დას­ხმის კვა­ლი. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი. ქალი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარი გა­ნა­ცხა­და მეტი დე­ტა­ლის გამ­ჟღავ­ნე­ბა­ზე.

ად­გი­ლობ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის NDR-ის ცნო­ბით, ფრო­ლი­ხი ჩა­ცხრი­ლეს. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა პო­ტენ­ცი­ურ მოწ­მე­ებს, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლოა, გრძელ წი­თელ სა­ცხოვ­რე­ბელ ნავ­ზე ან მის გარ­შე­მო, სა­დაც ფრო­ლი­ხი ცხოვ­რობ­და, სა­ეჭ­ვო აქ­ტი­ვო­ბა და­ე­ნა­ხათ, მო­უ­წო­დეს, რომ პო­ლი­ცი­ას ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, ალექ­სან­დრა და­ახ­ლო­ე­ბით, დი­ლის 5:30 სა­ათ­ზე მოკ­ლეს.

ერთ-ერთი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის თქმით, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი შე­საძ­ლო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს იკ­ვლე­ვენ.

მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მყვინ­თა­ვე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რად­გან არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ მკვლელ­მა ია­რა­ღი მდი­ნა­რე ელ­ბა­ში ჩა­აგ­დო.

ფრო­ლიხ­მა კა­რი­ე­რა ჟურ­ნა­ლის­ტად და­ი­წყო, თავ­და­პირ­ვე­ლად მუ­შა­ობ­და უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც ქალ­თა ჟურ­ნა­ლი და­ა­ფუძნა. შემ­დგომ­ში მუ­შა­ობ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტად გერ­მა­ნი­ა­ში, წერ­და, რო­გორც ქალ­თა, ასე­ვე სხვა გა­მო­ცე­მე­ბის­თვის, მათ შო­რის Stern-ის­თვის. შემ­დეგ ფრო­ლიხ­მა უკვე რო­მა­ნე­ბის წე­რა­ში მო­სინ­ჯა ბედი.

2012 წელს პირ­ვე­ლი რო­მა­ნი, "ჩემი რუსი სი­დედ­რი და სხვა კა­ტას­ტრო­ფე­ბი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც, რო­გორც თა­ვად აცხა­დებ­და, რუს მა­მა­კაც­ზე ქორ­წი­ნე­ბის პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას ეყ­რდნო­ბო­და. რო­მა­ნი Der Spiegel-ის ბესტსე­ლე­რე­ბის სი­ა­ში შე­ვი­და.

2016 წელს ფრო­ლიხ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა კრი­მი­ნა­ლუ­რი რო­მა­ნი "სიკ­ვდი­ლი გარ­და­უ­ვა­ლია", რო­მე­ლიც ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, ხოლო 2019 წელს მას მოჰ­ყვა "ჩონ­ჩხე­ბი კა­რა­და­ში". ორი­ვე წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა Penguin-მა და­ბეჭ­და. მისი რო­მა­ნე­ბი ხა­სი­ათ­დე­ბა იუ­მო­რის, ოჯა­ხუ­რი ამ­ბე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მე­ბის ნა­ზა­ვით.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

გერმანელი მწერალი ქალი მოკლული იპოვეს ნავში, რომელშიც ცხოვრობდა - რა ხდება ცნობილი?

გერმანელი მწერალი ქალი მოკლული იპოვეს ნავში, რომელშიც ცხოვრობდა - რა ხდება ცნობილი?

ჰამბურგში გერმანელი მწერალი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ალექსანდრა ფროლიხის ცხედარი აღმოაჩინეს მდინარე ელბაზე, ნავში, სადაც ცხოვრობდა. როგორც ირკვევა, ჟურნალისტი, რომანისტი, ბესტსელერების ავტორი ძალადობრივი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. პოლიციის ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

58 წლის ფროლიხი, რომლის რომანებიც გერმანიაში მეტად პოპულარულია, 22 აპრილს შვილმა იპოვა.

საქმე გადაეცა მკვლელობის განყოფილებას, რადგან ადგილზე აშკარა იყო თავდასხმის კვალი. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი. ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ხელისუფლებამ უარი განაცხადა მეტი დეტალის გამჟღავნებაზე.

ადგილობრივი მაუწყებლის NDR-ის ცნობით, ფროლიხი ჩაცხრილეს. გამომძიებლებმა პოტენციურ მოწმეებს, რომლებსაც შესაძლოა, გრძელ წითელ საცხოვრებელ ნავზე ან მის გარშემო, სადაც ფროლიხი ცხოვრობდა, საეჭვო აქტივობა დაენახათ, მოუწოდეს, რომ პოლიციას ინფორმაცია მიაწოდონ.

სამართალდამცველების თქმით, ალექსანდრა დაახლოებით, დილის 5:30 საათზე მოკლეს.

ერთ-ერთი თანამდებობის პირის თქმით, გამომძიებლები შესაძლო ეჭვმიტანილებს იკვლევენ.

მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მყვინთავები დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდნენ, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელმა იარაღი მდინარე ელბაში ჩააგდო.

ფროლიხმა კარიერა ჟურნალისტად დაიწყო, თავდაპირველად მუშაობდა უკრაინაში, სადაც ქალთა ჟურნალი დააფუძნა. შემდგომში მუშაობდა დამოუკიდებელი ჟურნალისტად გერმანიაში, წერდა, როგორც ქალთა, ასევე სხვა გამოცემებისთვის, მათ შორის Stern-ისთვის. შემდეგ ფროლიხმა უკვე რომანების წერაში მოსინჯა ბედი.

2012 წელს პირველი რომანი, "ჩემი რუსი სიდედრი და სხვა კატასტროფები" გამოაქვეყნა, რომელიც, როგორც თავად აცხადებდა, რუს მამაკაცზე ქორწინების პირად გამოცდილებას ეყრდნობოდა. რომანი Der Spiegel-ის ბესტსელერების სიაში შევიდა.

2016 წელს ფროლიხმა გამოაქვეყნა კრიმინალური რომანი "სიკვდილი გარდაუვალია", რომელიც ასევე წარმატებული იყო, ხოლო 2019 წელს მას მოჰყვა "ჩონჩხები კარადაში". ორივე წიგნი გამომცემლობა Penguin-მა დაბეჭდა. მისი რომანები ხასიათდება იუმორის, ოჯახური ამბებისა და სოციალური თემების ნაზავით.

წყარო