პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო, იმის შემდეგ საერთოდ დაიშალა აქცია“ - რა განაცხადა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის სასამართლოზე?
“სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო, იმის შემდეგ საერთოდ დაიშალა აქცია“ - რა განაცხადა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის სასამართლოზე?

“მზია ამაღ­ლო­ბე­ლი ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძეს­თან აგ­რე­სი­უ­ლი იყო და ჩემ­თვის ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რი იყო, იმი­ტომ, რომ არ ვართ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ქა­ლე­ბის­გან, მით უმე­ტეს, აჭა­რა­ში, ასეთ აგ­რე­სი­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს მიჩ­ვე­უ­ლი - იმ წამ­სვე ხდე­ბა [სი­ლის გაწ­ვნა], რე­ა­გი­რე­ბაც ვერ მო­ვახ­დი­ნე, მინ­დო­და რომ მი­მეს­წრო, რომ რა­ღა­ცა არ მომ­ხდა­რი­ყო“, - ამის შე­სა­ხებ აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, გრი­გოლ ბე­სე­ლი­ამ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ამაღ­ლო­ბე­ლის და­კა­ვე­ბის ღა­მეს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი „არა­ბუ­ნებ­რი­ვად აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ“ და ეს მის­თვის „იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იყო, რომ რა­ღა­ცა უნდა მომ­ხდა­რი­ყო“.

„აგ­რე­სი­უ­ლი იყო [მზია ამაღ­ლო­ბე­ლი ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძეს­თან] და ჩემ­თვის ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რი იყო, იმი­ტომ, რომ არ ვართ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ქა­ლე­ბის­გან, მით უმე­ტეს, აჭა­რა­ში, ასეთ აგ­რე­სი­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს. იმ დღეს მოხ­და ქალ­ბა­ტო­ნი ცი­ა­ლას და­კა­ვე­ბაც და კი­დევ ერთი მან­დი­ლოს­ნის, სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი აღარ მახ­სოვს იმ ბავ­შვე­ბის. ნაკ­ლე­ბად მქონ­და მათ­თან შე­ხე­ბა. ე.ი. იმ­დე­ნად იყ­ვნენ მო­წა­დი­ნე­ბუ­ლე­ბი იმ დღეს რომ „და­კა­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ“, რომ მა­ნამ­დე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბის დროს, რო­დე­საც მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გაგ­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა და არ შეგ­ვე­სახ­ლე­ბი­ნა დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, უარს აცხა­დებ­დნენ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. არ უნ­დო­დათ რომ გა­სუ­ლიყ­ვნენ....

დგე­ბუ­ა­ძე ბრუნ­დე­ბა, მერე ქალ­ბა­ტო­ნი მზია პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ზე ქა­ჩავს და ხელს ურტყამს სა­ხის არე­ში. მერე ხდე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მზი­ას და­კა­ვე­ბა და ეგ იყო და ეგ მა­გათ შო­რის. იმ წამ­სვე ხდე­ბა, რე­ა­გი­რე­ბაც ვერ მო­ვახ­დი­ნე, მინ­დო­და რომ... ქალ­ბა­ტო­ნი მზია და ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი ერ­თად იდ­გნენ. ქალ­ბა­ტონ მზი­ას არც ვიც­ნობ­დი და შე­ხე­ბაც არ მქო­ნია მა­ნამ­დე. ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი იყო უფრო აგ­რე­სი­უ­ლი, მეც მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია იმ დღეს და ვიცი მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­გო­რი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით თავ­გა­მო­დე­ბით აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ხოლ­მე. მინ­დო­და რომ მი­მეს­წრო, რომ რა­ღა­ცა არ მომ­ხდა­რი­ყო. ის დღე იყო ჩემ­თვის იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი, რომ რა­ღა­ცა უნდა მომ­ხდა­რი­ყო, იმ­დე­ნად არა­ბუ­ნებ­რი­ვად აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ და მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მიერ ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძის­თვის სი­ლის გაწ­ვნის ფაქ­ტზე ასე­ვე აღ­ნიშ­ნა: „სა­ხე­ში და­არ­ტყა ხელი. ისე­თი ხმა იყოს დარ­ტყმის შემ­დეგ, და­ი­შა­ლა სა­ერ­თოდ აქ­ცია. მარ­თლა გე­უბ­ნე­ბით. იმის შემ­დეგ აქ­ცია სა­ერ­თოდ აღარც გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. 3-4 კაცი დარ­ჩა“.

  • ამას­თან, ბე­სე­ლია აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია, ამაღ­ლო­ბელს ან ვინ­მე სხვას დგე­ბუ­ა­ძის მი­მართ აგ­რე­სია ჰქო­ნო­და და უბ­რა­ლოდ, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სურ­დათ, „ტემ­პე­რა­ტუ­რა აწე­უ­ლი­ყო“.

„გა­მო­რი­ცხუ­ლია ქალ­ბა­ტონ მზი­ას ან ვინ­მეს ჰქო­ნო­და დგე­ბუ­ა­ძის მი­მართ აგ­რე­სია, ვი­ნა­ი­დან არ არის ეს ბიჭი ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტო­ნე­ბის მი­მართ, ან ვინ­მე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლე­ბით ან რა­ღა­ცით იყოს ან შემ­ჩნე­უ­ლი, ან რა­ღა­ცა მსგავ­სი დამ­სხდა­რი­ყო. მე ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ იმ დღეს აქ­ცი­ის წევ­რებს სურ­დათ რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა აწე­უ­ლი­ყო,“ - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

“სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო, იმის შემდეგ საერთოდ დაიშალა აქცია“ - რა განაცხადა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის სასამართლოზე?

“სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო, იმის შემდეგ საერთოდ დაიშალა აქცია“ - რა განაცხადა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის სასამართლოზე?

“მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძესთან აგრესიული იყო და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, იმიტომ, რომ არ ვართ პოლიციელები ქალებისგან, მით უმეტეს, აჭარაში, ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებებს მიჩვეული - იმ წამსვე ხდება [სილის გაწვნა], რეაგირებაც ვერ მოვახდინე, მინდოდა რომ მიმესწრო, რომ რაღაცა არ მომხდარიყო“, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა.

  • მისი თქმით, ამაღლობელის დაკავების ღამეს, აქციის მონაწილეები „არაბუნებრივად აგრესიულები იყვნენ“ და ეს მისთვის „იმის მანიშნებელი იყო, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო“.

„აგრესიული იყო [მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძესთან] და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, იმიტომ, რომ არ ვართ პოლიციელები ქალებისგან, მით უმეტეს, აჭარაში, ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებებს. იმ დღეს მოხდა ქალბატონი ციალას დაკავებაც და კიდევ ერთი მანდილოსნის, სახელები და გვარები აღარ მახსოვს იმ ბავშვების. ნაკლებად მქონდა მათთან შეხება. ე.ი. იმდენად იყვნენ მოწადინებულები იმ დღეს რომ „დაკავებულიყვნენ“, რომ მანამდე, ადმინისტრაციული დაკავების დროს, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეთავისუფლებინა და არ შეგვესახლებინა დროებითი დაკავების იზოლატორში, უარს აცხადებდნენ გათავისუფლებაზე. არ უნდოდათ რომ გასულიყვნენ....

დგებუაძე ბრუნდება, მერე ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და ეგ იყო და ეგ მაგათ შორის. იმ წამსვე ხდება, რეაგირებაც ვერ მოვახდინე, მინდოდა რომ... ქალბატონი მზია და ქალბატონი ეთერი ერთად იდგნენ. ქალბატონ მზიას არც ვიცნობდი და შეხებაც არ მქონია მანამდე. ქალბატონი ეთერი იყო უფრო აგრესიული, მეც მქონდა კომუნიკაცია იმ დღეს და ვიცი მისი დამოკიდებულება როგორი იყო, განსაკუთრებით თავგამოდებით აგრესიულობით გამოირჩევა ხოლმე. მინდოდა რომ მიმესწრო, რომ რაღაცა არ მომხდარიყო. ის დღე იყო ჩემთვის იმის მანიშნებელი, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო, იმდენად არაბუნებრივად აგრესიულები იყვნენ აქციის მონაწილეები,“ - განაცხადა ბესელიამ და მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე ასევე აღნიშნა: „სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყოს დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა“.

  • ამასთან, ბესელია აღნიშნავს, რომ გამორიცხულია, ამაღლობელს ან ვინმე სხვას დგებუაძის მიმართ აგრესია ჰქონოდა და უბრალოდ, აქციის მონაწილეებს სურდათ, „ტემპერატურა აწეულიყო“.

„გამორიცხულია ქალბატონ მზიას ან ვინმეს ჰქონოდა დგებუაძის მიმართ აგრესია, ვინაიდან არ არის ეს ბიჭი ისეთი ადამიანი, რომელიც ქალბატონების მიმართ, ან ვინმე დაკავებულის მიმართ აგრესიულებით ან რაღაცით იყოს ან შემჩნეული, ან რაღაცა მსგავსი დამსხდარიყო. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმ დღეს აქციის წევრებს სურდათ რომ ტემპერატურა აწეულიყო,“ - განაცხადა ბესელიამ.