საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“აჭარის რეგიონში ვეხმარებოდით აქციის ორგანიზატორებს, ვხუმრობდით ხოლმე, ლამისაა დავნათესავდით“ - რა განაცხადა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის პროცესზე
“აჭარის რეგიონში ვეხმარებოდით აქციის ორგანიზატორებს, ვხუმრობდით ხოლმე, ლამისაა დავნათესავდით“ - რა განაცხადა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის პროცესზე

აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, გრი­გოლ ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან „კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და“.

  • რო­გორც ბე­სე­ლი­ამ „ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, თბი­ლი­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბა­თუმ­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და პო­ლი­ცი­ე­ლებს შო­რის „სულ სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა იყო“.

„გახ­ლდით აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი. 2024 წლის ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყო აქ­ცი­ე­ბი აჭა­რის რე­გი­ონ­ში, მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში, რამ­დე­ნი­მე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დარ­ღვე­ვა მოხ­და ნო­ემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დე­კემ­ბრის ბო­ლომ­დე, იან­ვრის და­სა­წყი­სამ­დე. ვეხ­მა­რე­ბო­დით აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს აქ­ცი­ის მსვლე­ლო­ბის დროს, კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და ყვე­ლას­თან. პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ისე ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და, ვხუმ­რობ­დით ხოლ­მე, ლა­მი­საა დავ­ნა­თე­სავ­დით, ისე ვი­ყა­ვით. იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ თბი­ლის­ში, დე­და­ქა­ლაქ­ში ცოტა სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა იყო პო­ლი­ცი­ე­ლებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის, აქ სულ სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. არა­ნა­ი­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა არას­დროს.

ვი­ნა­ი­დან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან, მო­დი­ოდ­ნენ, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბიც და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის გამო გა­ნიც­დიდ­ნენ ბუ­ლინგს, ზე­წო­ლას თუ რა­ტომ იყო ბა­თუმ­ში ასე­თი კარ­გი სი­ტუ­ა­ცია. ბო­ლოს რომ მო­დი­ოდ­ნენ, აქ­ცი­ებ­ზე გა­მარ­ჯო­ბა­საც აღარ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. ვი­ღაც დაგ­ვი­ნა­ხავს და ცუ­დად აღიქ­ვამს ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­სო, ასე გაგ­რძელ­და, ეს იან­ვრის და­სა­წყის­ში ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ბე­სე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც გა­მო­ცე­მა „ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გრი­გოლ ბე­სე­ლია იკი­თხე­ბა.

ავტორი:

“აჭარის რეგიონში ვეხმარებოდით აქციის ორგანიზატორებს, ვხუმრობდით ხოლმე, ლამისაა დავნათესავდით“ - რა განაცხადა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის პროცესზე

“აჭარის რეგიონში ვეხმარებოდით აქციის ორგანიზატორებს, ვხუმრობდით ხოლმე, ლამისაა დავნათესავდით“ - რა განაცხადა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის პროცესზე

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და ორგანიზატორებთან „კარგი ურთიერთობა ჰქონდა“.

  • როგორც ბესელიამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის „სულ სხვა ურთიერთობა იყო“.

„გახლდით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო აქციები აჭარის რეგიონში, მშვიდ ვითარებაში, რამდენიმე ადმინისტრაციული დარღვევა მოხდა ნოემბრიდან მოყოლებული დეკემბრის ბოლომდე, იანვრის დასაწყისამდე. ვეხმარებოდით აქციის ორგანიზატორებს აქციის მსვლელობის დროს, კომუნიკაცია გვქონდა ყველასთან. პირადი ურთიერთობები ისე ჩამოგვიყალიბდა, ვხუმრობდით ხოლმე, ლამისაა დავნათესავდით, ისე ვიყავით. იმისდა მიუხედავად, რომ თბილისში, დედაქალაქში ცოტა სხვა ურთიერთობა იყო პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, აქ სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა. არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა არასდროს.

ვინაიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა აქციის მონაწილეებთან, მოდიოდნენ, აქციის მონაწილეები, ორგანიზატორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტიის ლიდერებიც და გვეუბნებოდნენ, რომ ამ კარგი ურთიერთობის გამო განიცდიდნენ ბულინგს, ზეწოლას თუ რატომ იყო ბათუმში ასეთი კარგი სიტუაცია. ბოლოს რომ მოდიოდნენ, აქციებზე გამარჯობასაც აღარ გვეუბნებოდნენ. ვიღაც დაგვინახავს და ცუდად აღიქვამს ამ ურთიერთობასო, ასე გაგრძელდა, ეს იანვრის დასაწყისში ხდება“, - განაცხადა გრიგოლ ბესელიამ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია იკითხება.