უფლებადამცველების ამალ და ჯორჯ კლუნების “ფონდი სამართლიანობისთვის“ გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესს დააკვირდება.
ამის შესახებ ფონდი თავის X-ის ანგარიშზე წერს.
“ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება, სასამართლო წყვეტს, დატოვოს თუ არა ის წინასწარ პატიმრობაში. #TrialWatch მონიტორინგს გაუწევს პროცესს. დღეს დილით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა, უფლებების მრავალჯერადი დარღვევის ბრალდებით. მსოფლიო აკვირდება“, - წერს კლუნების ფონდი.
⚖️ The trial of Georgian journalist Mzia Amaglobeli continues today as the court decides whether to keep her in pre-trial detention. #TrialWatch will monitor the hearing. pic.twitter.com/6GAmhXYwnz
— Clooney Foundation for Justice (@ClooneyFDN) April 28, 2025
კლუნების ფონდი, Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს.