"პალიტრანიუსისა" და" Ambebi.ge-ს ერთობლივი პროექტი "სახალხო ინტერვიუ" საშუალებას გაძლევთ, დაუსვათ შეკითხვა სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს, როგორც Ambebi.ge - ს საიტზე, კომენტარების ველში, ასევე ჩვენს "ფეისბუქგვერდზე" და გამოგვიგზავნოთ ვიდეო შეკითხვებიც სოციალურ ქსელში.
ამჯერად თქვენს შეკითხვებს უპასუხებს პროფესიონალი მრბოლელი, საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე. პასუხებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღებთ, როგორც Ambebi.ge -ზე, ასევე სატელევიზიო ეთერით. იაქტიურეთ...
ჩემი შვილო შეეწირა ავარიას, ვიცი, რომ თქვენც დაკარგეთ ოჯახის წევრი, როგორ გაუმკლავდით ამ საშინელ ტკვილს, მინდა, სხვისი შვილები მაინც დავიცვა ამისგან, მაგრამ რა გავაკეთო, არ ვიცი
ბატონო მევლუდ,
გასაჩერებელი და სადგომი ადგილები თბილისში იცით, რომ დეფიციტშია. საათობრივი სადგომებით უპირატესად სარგებლობენ იქვე მაცხოვრებლები უფასოდ და ეს მომენტი გამოყენებულია არამაცხოვრებლების მიერ. მაცხოვრებლად უნდა ჩაითვალოს პირი, რომელიც ფლობს საცხოვრებელ ფართს, აქვს რეგისტრირებული მის სახელზე ან ოჯახის წევრზე რეგისტრირებული ავტომობილი და არა მდგმურები, მიმსვლელ-მომსვლელი, მეგობარი, ამხანაგი და სხვ. მათთვის, როგორც ბევრი სხვისთვის ადგილი უნდა იყოს ფასიანი! თქვენ რას ფიქრობთ?