პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მადლიერები ვართ ამხანაგ კიმ ჩენ ინის - ვაფასებთ ჩრდ. კორეის ჯარისკაცების თავდადებას“ - ვლადიმერ პუტინი
“მადლიერები ვართ ამხანაგ კიმ ჩენ ინის - ვაფასებთ ჩრდ. კორეის ჯარისკაცების თავდადებას“ - ვლადიმერ პუტინი

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის არ­მი­ის და­ნა­ყო­ფებს, რომ­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს კურსკის ოლ­ქში უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

„მათ აქ­ტი­უ­რი როლი ითა­მა­შეს ბრძო­ლა­ში, რა­მაც გა­მო­იწ­ვია კი­ე­ვის რე­ჟი­მის ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი ფორ­მი­რე­ბე­ბის და­მარ­ცხე­ბა, რომ­ლე­ბიც ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­იჭრ­ნენ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • მისი მტკი­ცე­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სრუ­ლი დაც­ვით და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და კო­რე­ის სა­ხალ­ხო დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კას შო­რის 2024 წლის 19 ივ­ნისს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

„ჩვე­ნი კო­რე­ე­ლი მე­გობ­რე­ბის ეს ნა­ბი­ჯი სო­ლი­და­რო­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და გულ­წრფე­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლო­ბის გრძნო­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ჩვენ ამას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ და გულ­წრფე­ლად მად­ლი­ე­რე­ბი ვართ, პი­რა­დად სა­ხელ­მწი­ფო საქ­მე­თა თავ­მჯდო­მა­რის, ამ­ხა­ნაგ კიმ ჩენ ინის, ასე­ვე მთე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი ხალ­ხის მი­მართ. ვა­ფა­სებთ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ჯა­რის­კა­ცე­ბის გმი­რო­ბას, შე­სა­ნიშ­ნავ წვრთნას და თავ­და­დე­ბას, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ჩი­ნეს რუს ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად მხარ­დამ­ხარ ბრძო­ლის დროს, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს, რო­გორც სა­კუ­თა­რის, დაც­ვი­სას. მათ პა­ტი­ვი­თა და მა­მა­ცო­ბით შე­ას­რუ­ლეს თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბა და თავი უჭკნო­ბი დი­დე­ბით შე­ი­მო­სეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მისი თქმით, რუსი ხალ­ხი არას­დროს და­ი­ვი­წყებს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბის „გმი­რო­ბას“.

„რუსი ხალ­ხი არას­დროს და­ი­ვი­წყებს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბის გმი­რო­ბას. ყო­ველ­თვის პა­ტივს მი­ვა­გებთ იმ გმი­რებს, რომ­ლებ­მაც თავი გა­წი­რეს რუ­სე­თის­თვის, ჩვე­ნი სა­ერ­თო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, იბ­რძოდ­ნენ თა­ვი­ან­თი რუსი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის მხარ­დამ­ხარ.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის მე­გობ­რო­ბის, კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მტკი­ცე კავ­ში­რი, რო­მე­ლიც ბრძო­ლის ველ­ზე გან­მტკიც­და, გა­აგ­რძე­ლებს ზრდას და გა­ფარ­თო­ე­ბას ყვე­ლა ას­პექ­ტში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მისი მტკი­ცე­ბით, 2025 წლის 26 აპ­რილს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა სა­ბო­ლო­ოდ და­ა­მარ­ცხეს კურსკის ოლ­ქში შეჭ­რი­ლი „უკ­რა­ი­ნე­ლი ბო­ე­ვი­კე­ბის ჯგუ­ფი, რი­თაც ბოლო მო­ე­ღო უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის მი­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბი­სას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პრო­ვო­კა­ცი­ას“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

“მადლიერები ვართ ამხანაგ კიმ ჩენ ინის - ვაფასებთ ჩრდ. კორეის ჯარისკაცების თავდადებას“ - ვლადიმერ პუტინი

“მადლიერები ვართ ამხანაგ კიმ ჩენ ინის - ვაფასებთ ჩრდ. კორეის ჯარისკაცების თავდადებას“ - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის არმიის დანაყოფებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მათ აქტიური როლი ითამაშეს ბრძოლაში, რამაც გამოიწვია კიევის რეჟიმის ნეონაცისტური ფორმირებების დამარცხება, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ“, - აღნიშნულია პუტინის განცხადებაში.

  • მისი მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით და რუსეთის ფედერაციასა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 2024 წლის 19 ივნისს გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.

„ჩვენი კორეელი მეგობრების ეს ნაბიჯი სოლიდარობის, სამართლიანობისა და გულწრფელი თანამებრძოლობის გრძნობით იყო განპირობებული. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და გულწრფელად მადლიერები ვართ, პირადად სახელმწიფო საქმეთა თავმჯდომარის, ამხანაგ კიმ ჩენ ინის, ასევე მთელი ხელმძღვანელობის და ჩრდილოეთ კორეელი ხალხის მიმართ. ვაფასებთ ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცების გმირობას, შესანიშნავ წვრთნას და თავდადებას, რომელიც გამოიჩინეს რუს ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლის დროს, ჩვენი სამშობლოს, როგორც საკუთარის, დაცვისას. მათ პატივითა და მამაცობით შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და თავი უჭკნობი დიდებით შეიმოსეს“, - აღნიშნულია პუტინის განცხადებაში.

მისი თქმით, რუსი ხალხი არასდროს დაივიწყებს ჩრდილოეთ კორეის სპეციალური დანიშნულების რაზმების „გმირობას“.

„რუსი ხალხი არასდროს დაივიწყებს ჩრდილოეთ კორეის სპეციალური დანიშნულების რაზმების გმირობას. ყოველთვის პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს რუსეთისთვის, ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის, იბრძოდნენ თავიანთი რუსი თანამებრძოლების მხარდამხარ.

დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის, კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მტკიცე კავშირი, რომელიც ბრძოლის ველზე განმტკიცდა, გააგრძელებს ზრდას და გაფართოებას ყველა ასპექტში“, - აღნიშნულია პუტინის განცხადებაში.

მისი მტკიცებით, 2025 წლის 26 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საბოლოოდ დაამარცხეს კურსკის ოლქში შეჭრილი „უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი, რითაც ბოლო მოეღო უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილის მიტაცების მცდელობისას განხორციელებულ დანაშაულებრივ პროვოკაციას“.

იხილეთ ასევე: