მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში პაატა სალიას ადგილს ირაკლი ქადაგიშვილი დაიკავებს
“ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში პაატა სალიას ადგილს ირაკლი ქადაგიშვილი დაიკავებს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ვი­ნა­ი­დან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით პა­ა­ტა სა­ლია იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ში სა­ლი­ას ად­გილს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი, ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი და­ი­კა­ვებს.

“ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი პა­ა­ტა სა­ლი­ას­თვის ვა­დამ­დე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის შე­წყვე­ტის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად წევ­რის სტა­ტუ­სით, ჩვენს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას შე­მო­უ­ერ­თდა. თქვე­ნი ჩვენს კო­მი­სი­ა­ში შე­მოს­ვლა ძა­ლი­ან დიდი შე­ნა­ძე­ნი და ღი­რე­ბუ­ლე­ბაა თქვე­ნი წარ­სუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ჯერ კი­დევ ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში და ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით თქვენ ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნი ბრძან­დე­ბით. მქონ­და პა­ტი­ვი თქვენ­თან ერ­თად ოპო­ზი­ცი­ა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ერთი და იმა­ვე პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში და მი­ხა­რია, რომ ამ კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ, რო­მე­ლიც დაგ­ვი­სა­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა“,- მი­მარ­თა წუ­ლუ­კი­ან­მა ქა­და­გიშ­ვილს.

რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ სხდო­მას, ამ დრო­ის­თვის, კო­მი­სი­ა­ზე პირ­ვე­ლი თე­ი­მუ­რაზ ჭი­ჭი­ნა­ძე იკი­თხე­ბა.

გა­მო­სა­კი­თხად ასე­ვე და­ბა­რე­ბუ­ლი არი­ან: შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე, მა­მუ­კა კვა­რა­ცხე­ლია და გი­ორ­გი ნემ­სა­ძე.

რო­გორც კო­მი­სი­ის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და, “დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა ერთ-ერთი შპს-ს საქ­მე, სა­დაც საქ­მე გვქონ­და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას­თან და წა­მე­ბას­თან“.

“ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას. პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე ვი­ბა­რებთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ერ­თგვა­რი უბე­დუ­რე­ბე­ბი გა­დახ­და თავს. თუ სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა, თუ ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფა, თუ ქო­ნებ­რი­ვი წარ­თმე­ვე­ბი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა, წა­მე­ბა და ა.შ. დღეს გვექ­ნე­ბა ერთ-ერთი შპს-ს საქ­მე, სა­დაც საქ­მე გვქონ­და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას­თან და წა­მე­ბას­თან“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

დღის წეს­რი­გის მი­ხედ­ვით, სხდო­მა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხე­ბია: “შპს “ჟი­ნე­რის“ ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის საქ­მე; შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის დევ­ნი­სა და რეპ­რე­სი­ე­ბის საქ­მე; სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე კან­დი­და­ტე­ბი­სად­მი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის (ზე­წო­ლა, გა­ტა­ცე­ბა) საქ­მე“.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

“ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში პაატა სალიას ადგილს ირაკლი ქადაგიშვილი დაიკავებს

“ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში პაატა სალიას ადგილს ირაკლი ქადაგიშვილი დაიკავებს

საქართველოს პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით პაატა სალია იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, საგამოძიებო კომისიაში სალიას ადგილს “ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი დაიკავებს.

“ირაკლი ქადაგიშვილი პაატა სალიასთვის ვადამდე უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შედეგად, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად წევრის სტატუსით, ჩვენს საგამოძიებო კომისიას შემოუერთდა. თქვენი ჩვენს კომისიაში შემოსვლა ძალიან დიდი შენაძენი და ღირებულებაა თქვენი წარსულიდან გამომდინარე. ჯერ კიდევ ეროვნულ მოძრაობაში და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მიმართულებით თქვენ ღვაწლმოსილი ადამიანი ბრძანდებით. მქონდა პატივი თქვენთან ერთად ოპოზიციაში ვყოფილიყავი ერთი და იმავე პოლიტიკურ გაერთიანებაში და მიხარია, რომ ამ კომისიის ფარგლებში, “ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ერთად ვიმუშავებთ, რომელიც დაგვისახა საქართველოს პარლამენტმა“,- მიმართა წულუკიანმა ქადაგიშვილს.

რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ამ დროისთვის, კომისიაზე პირველი თეიმურაზ ჭიჭინაძე იკითხება.

გამოსაკითხად ასევე დაბარებული არიან: შალვა ოგბაიძე, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე.

როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, “დღევანდელ სხდომაზე განიხილება ერთ-ერთი შპს-ს საქმე, სადაც საქმე გვქონდა საკუთრების უფლების დარღვევასთან და წამებასთან“.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ვიბარებთ იმ ადამიანებს, ვისაც ერთგვარი უბედურებები გადახდა თავს. თუ სიცოცხლის ხელყოფა, თუ ჯანმრთელობის ხელყოფა, თუ ქონებრივი წართმევები, ადამიანის უფლებების დარღვევა, წამება და ა.შ. დღეს გვექნება ერთ-ერთი შპს-ს საქმე, სადაც საქმე გვქონდა საკუთრების უფლების დარღვევასთან და წამებასთან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე განსახილველი საკითხებია: “შპს “ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე; შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე“.