მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ ძაბირაძე: "ღარიბაშვილი წავიდა ივანიშვილის სურვილით და თუ საჭირო გახდა, კვლავაც ივანიშვილის სურვილით დაბრუნდება"
ვახტანგ ძაბირაძე: "ღარიბაშვილი წავიდა ივანიშვილის სურვილით და თუ საჭირო გახდა, კვლავაც ივანიშვილის სურვილით დაბრუნდება"

გა­სულ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრ ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით აშშ-ს ეწ­ვია. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, ვი­ზი­ტი­სას ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში, კო­მერ­ცი­ი­სა და სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტებ­სა და სა­ვაჭ­რო წარ­მო­მად­გენ­ლის ოფის­ში, აგ­რეთ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი­სა და მსოფ­ლიო ბან­კის ტოპ­მე­ნე­ჯმენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, შეხ­ვდა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის მო­ად­გი­ლე ჯო­შუა ჰაკ­საც. 26 აპ­რილს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით კი, და­ვი­თაშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლურ ასის­ტენ­ტთან, ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში ევ­რო­პას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში უფ­როს დი­რექ­ტორ ენ­დრიუ პიკ­თან. ვიცე-პრე­მი­ე­რის თქმით, ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში "არ­სე­ბობს ძა­ლი­ან მყა­რი პო­ზი­ცია", რომ აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა "არა­თუ გაგ­რძელ­დეს, არა­მედ უფრო გაღ­რმავ­დეს". აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ შეხ­ვედ­რებ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ამე­რი­კულ მხა­რეს არ გა­უვრცე­ლე­ბია. ცნო­ბე­ბი ვი­ზი­ტის თა­ო­ბა­ზე ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან გახ­და ცნო­ბი­ლი.

სწო­რედ ამ სა­კი­თხზე სა­უბ­რობს ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან". გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- არ მინ­და კონ­ტექ­სტი­დან იყოს ამოგ­ლე­ჯი­ლი და­ვი­თაშ­ვი­ლის ამე­რი­კუ­ლი ვო­ი­ა­ჟი, ამი­ტომ გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ამ შეხ­ვედ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გავ­რცელ­და კონ­გრე­სის ორი­ვე პა­ლა­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ორ­პარ­ტი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა­სა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. თუ ამ ყვე­ლა­ფერს ერ­თი­ა­ნო­ბა­ში გან­ვი­ხი­ლავთ, ამ ვი­ზი­ტში უც­ნა­უ­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ფე­რია. რა თქმა უნდა, აშშ-ის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი რან­გის მო­ხე­ლე­ე­ბი შეხ­ვდე­ბოდ­ნენ ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ას იმის სათ­ქმე­ლად, რომ ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ოღონდ გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მერე, ეს პი­რო­ბე­ბი კი ზუს­ტად არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კონ­გრეს­მენ­თა ზე­მოთ ნახ­სე­ნებ გან­ცხა­დე­ბა­ში...

- რო­გორ ფიქ­რობთ, ვი­ზიტს აშშ-ში და იმ სა­ვა­რა­უ­დო პი­რო­ბებს, რა­ზეც სა­უბ­რობთ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან რა ნა­ბი­ჯე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს?

- რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, ვნა­ხოთ, და­ვი­თაშ­ვი­ლის ჩა­მო­ტა­ნილ გზავ­ნი­ლებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და, ალ­ბათ, დას­კვნებ­საც გა­მო­ი­ტა­ნენ. ფაქ­ტია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სამ­ზა­დის­შია, ვნა­ხეთ, არა­ერ­თი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა, რა თქმა უნდა, ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­დას­ხმით. აბა, ასე ხე­ლა­ღე­ბით კო­ბა­ხი­ძე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვერ მი­ი­ღებ­და, მაგ­რამ ისიც ცხა­დად ჩანს, რომ მას აქვს სრუ­ლი კარტ-ბლან­ში ახა­ლი კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ში, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გო­მე­ლა­უ­რი აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბა თა­ვის ად­გილ­ზე. ივა­ნიშ­ვი­ლი, ჩემი აზ­რით, კო­ბა­ხი­ძის თით­ქმის ყვე­ლა შე­თა­ვა­ზე­ბას და­ე­თან­ხმე­ბა, გარ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სი. თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თა­ვის უერ­თგუ­ლეს კადრს ვერ შე­ე­ლე­ვა. მოკ­ლედ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახა­ლი გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ეს პირ­და­პირ იმის მი­ნიშ­ნე­ბად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. კი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ემ­ზა­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, თუმ­ცა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის თუ ორი არ­ჩევ­ნე­ბის ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მავს, ჯერ ძა­ლი­ან რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. ეს ბევრ რა­მე­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორც შიდა პო­ლი­ტი­კა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე, ისე მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, მათ შო­რის უმ­თავ­რე­სია რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი და მისი დას­რუ­ლე­ბის გზე­ბის გა­მო­ნახ­ვა.

- ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან კი­დევ ერთხელ წა­ვი­და - 25 აპ­რილს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი და­ტო­ვა. რო­გორც თქვა, აპი­რებს ოჯახს და­უთ­მოს დიდი დრო, თუმ­ცა იქვე არ გა­მო­რი­ცხა მობ­რუ­ნე­ბაც...

- რო­გორც უკვე ვთქვი, ყა­ლიბ­დე­ბა ახა­ლი გუნ­დი და ამ საქ­მე­ში კო­ბა­ხი­ძეს ივა­ნიშ­ვილ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სრუ­ლი კარტ-ბლან­ში მის­ცა. ფაქ­ტია, მხო­ლოდ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არ წა­სუ­ლა, დიდი ცვლი­ლე­ბე­ბია სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნდში. გა­სულ კვი­რას ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრიც შეც­ვა­ლეს. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წას­ვლა-მოს­ვლას რაც შე­ე­ხე­ბა, ის წა­ვი­და ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლით და თუ სა­ჭი­რო გახ­და, კვლა­ვაც ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლით დაბ­რუნ­დე­ბა, თუმ­ცა არ ვფიქ­რობ, რომ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას შექ­მნის ის. რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა ოპო­ზი­ცი­ის შექ­მნა­ზე, შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა გა­ა­კე­თოს, ოღონდ არა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, ლი­ლუ­აშ­ვი­ლის ან ვინ­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ბოლო ხანს წა­სუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რად­გან ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და და­ნარ­ჩე­ნე­ბის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბა პრობ­ლე­მას ოპო­ზი­ცი­ას კი არ შე­უქ­მნის, თა­ვად "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" - მას გა­უ­ყოფს ხმებს. სხვა ხმე­ბი ღა­რი­ბაშ­ვილს არა აქვს.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის შექ­მნა კი არ არის პრობ­ლე­მა, არა­მედ ის, თუ ელექ­ტო­რა­ტის რა ნა­წილს მი­იმხრობს... "ხალ­ხის ძა­ლაც" მა­გის­თვის შექ­მნეს, მაგ­რამ ყვე­ლამ იცო­და, რომ ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია იყო და რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი დად­გა, ის "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" ერ­თად გა­ვი­და, რად­გან ცალ­კე რომ გა­სუ­ლი­ყო, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხმებს გა­უ­ყოფ­და. არა­და, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სჭირ­დე­ბა ის ხმე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად ოპო­ზი­ცი­უ­რია, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყუ­ლა­ბა­ში წავა. ამი­ტომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სულ სხვა ხალ­ხს შე­იძ­ლე­ბა და­ა­ფუძ­ნე­ბი­ნოს ფსევ­დო­და­სავ­ლუ­რი და ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ვახტანგ ძაბირაძე: "ღარიბაშვილი წავიდა ივანიშვილის სურვილით და თუ საჭირო გახდა, კვლავაც ივანიშვილის სურვილით დაბრუნდება"

ვახტანგ ძაბირაძე: "ღარიბაშვილი წავიდა ივანიშვილის სურვილით და თუ საჭირო გახდა, კვლავაც ივანიშვილის სურვილით დაბრუნდება"

გასულ კვირას საქართველოს დელეგაცია პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ს ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტისას ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებსა და სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლებთან, შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკსაც. 26 აპრილს გავრცელებული ცნობით კი, დავითაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტთან, ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში უფროს დირექტორ ენდრიუ პიკთან. ვიცე-პრემიერის თქმით, ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში "არსებობს ძალიან მყარი პოზიცია", რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა "არათუ გაგრძელდეს, არამედ უფრო გაღრმავდეს". აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებზე ოფიციალური ინფორმაცია ამერიკულ მხარეს არ გაუვრცელებია. ცნობები ვიზიტის თაობაზე ქართული მხარისგან გახდა ცნობილი.

სწორედ ამ საკითხზე საუბრობს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან". გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

- არ მინდა კონტექსტიდან იყოს ამოგლეჯილი დავითაშვილის ამერიკული ვოიაჟი, ამიტომ გავიხსენოთ, რომ ამ შეხვედრების პარალელურად გავრცელდა კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენელთა ორპარტიული განცხადება, რომელიც მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თუ ამ ყველაფერს ერთიანობაში განვიხილავთ, ამ ვიზიტში უცნაური და მოულოდნელი არაფერია. რა თქმა უნდა, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საშუალოზე დაბალი რანგის მოხელეები შეხვდებოდნენ ქართულ დელეგაციას იმის სათქმელად, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავება შესაძლებელია, ოღონდ გარკვეული პირობების შესრულების მერე, ეს პირობები კი ზუსტად არის ჩამოყალიბებული კონგრესმენთა ზემოთ ნახსენებ განცხადებაში...

- როგორ ფიქრობთ, ვიზიტს აშშ-ში და იმ სავარაუდო პირობებს, რაზეც საუბრობთ, საქართველოს ხელისუფლებისგან რა ნაბიჯები შეიძლება მოჰყვეს?

- რთული სათქმელია, ვნახოთ, დავითაშვილის ჩამოტანილ გზავნილებს განიხილავენ ხელისუფლებაში და, ალბათ, დასკვნებსაც გამოიტანენ. ფაქტია, ხელისუფლება სამზადისშია, ვნახეთ, არაერთი საკადრო ცვლილება, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ხელდასხმით. აბა, ასე ხელაღებით კობახიძე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა, მაგრამ ისიც ცხადად ჩანს, რომ მას აქვს სრული კარტ-ბლანში ახალი კადრების შერჩევაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, გომელაური აუცილებლად დარჩება თავის ადგილზე. ივანიშვილი, ჩემი აზრით, კობახიძის თითქმის ყველა შეთავაზებას დაეთანხმება, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თავის უერთგულეს კადრს ვერ შეელევა. მოკლედ, ხელისუფლებაში ახალი გუნდის ჩამოყალიბება მიმდინარეობს, მაგრამ ეს პირდაპირ იმის მინიშნებად ვერ ჩაითვლება, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება. კი, "ქართული ოცნება" ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარებას გეგმავს, ჯერ ძალიან რთული სათქმელია. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული როგორც შიდა პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებზე, ისე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის უმთავრესია რუსეთ-უკრაინის ომი და მისი დასრულების გზების გამონახვა.

- ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ წავიდა - 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი დატოვა. როგორც თქვა, აპირებს ოჯახს დაუთმოს დიდი დრო, თუმცა იქვე არ გამორიცხა მობრუნებაც...

- როგორც უკვე ვთქვი, ყალიბდება ახალი გუნდი და ამ საქმეში კობახიძეს ივანიშვილმა, სავარაუდოდ, სრული კარტ-ბლანში მისცა. ფაქტია, მხოლოდ ღარიბაშვილი არ წასულა, დიდი ცვლილებებია სახელისუფლებო გუნდში. გასულ კვირას ინფრასტრუქტურის მინისტრიც შეცვალეს. ღარიბაშვილის წასვლა-მოსვლას რაც შეეხება, ის წავიდა ივანიშვილის სურვილით და თუ საჭირო გახდა, კვლავაც ივანიშვილის სურვილით დაბრუნდება, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ძალას შექმნის ის. რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა ოპოზიციის შექმნაზე, შეიძლება მართლა გააკეთოს, ოღონდ არა ღარიბაშვილის, ლილუაშვილის ან ვინმე ხელისუფლებიდან ბოლო ხანს წასულების მონაწილეობით, რადგან ღარიბაშვილისა და დანარჩენების ოპოზიციონერობა პრობლემას ოპოზიციას კი არ შეუქმნის, თავად "ქართულ ოცნებას" - მას გაუყოფს ხმებს. სხვა ხმები ღარიბაშვილს არა აქვს.

ოპოზიციური პარტიის შექმნა კი არ არის პრობლემა, არამედ ის, თუ ელექტორატის რა ნაწილს მიიმხრობს... "ხალხის ძალაც" მაგისთვის შექმნეს, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ფსევდოოპოზიციური პარტია იყო და როდესაც არჩევნების საკითხი დადგა, ის "ქართულ ოცნებასთან" ერთად გავიდა, რადგან ცალკე რომ გასულიყო, "ქართულ ოცნებას" ხმებს გაუყოფდა. არადა, "ქართულ ოცნებას" სჭირდება ის ხმები, რომლებიც რეალურად ოპოზიციურია, მაგრამ სინამდვილეში "ქართული ოცნების" ყულაბაში წავა. ამიტომ, სავარაუდოდ, სულ სხვა ხალხს შეიძლება დააფუძნებინოს ფსევდოდასავლური და ფსევდოოპოზიციური პარტია. წაიკითხეთ სრულად