პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარები გაგზავნა
ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარები გაგზავნა

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ პირ­ვე­ლად და­ა­დას­ტუ­რა, რომ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად ჯა­რე­ბი გაგ­ზავ­ნა.

სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო KCNA-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ­მა სამ­ხედ­რო კო­მი­სი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მათი ჯა­რის­კა­ცე­ბი, ლი­დერ კიმ ჩენ ინის მიერ გა­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის ძა­ლებს კურსკის ოლ­ქის სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და­ეხ­მარ­ნენ.

KCNA-ის ცნო­ბით, ჯა­რე­ბის გან­ლა­გე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფხე­ნი­ან­სა და მოს­კოვს შო­რის და­დე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თდაც­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღეს.

ამას­თან, სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა, კიმ ჩენ ინმა გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი, ვინც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ, ყვე­ლა გმი­რი და სამ­შობ­ლოს ღირ­სე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

ცნო­ბის­თვის, სამ­ხრეთ კო­რე­ი­სა და და­სავ­ლე­თის დაზ­ვერ­ვა დიდი ხა­ნია იუ­წყე­ბა, რომ ფხე­ნი­ან­მა გა­სულ წელს კურსკში ათა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცი გაგ­ზავ­ნა.

ავტორი:

ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარები გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარები გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარები გაგზავნა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ის ინფორმაციით, მმართველი პარტიის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ განაცხადა, რომ მათი ჯარისკაცები, ლიდერ კიმ ჩენ ინის მიერ გაცემული ბრძანების თანახმად, რუსეთის ძალებს კურსკის ოლქის სრულად გათავისუფლებაში დაეხმარნენ.

KCNA-ის ცნობით, ჯარების განლაგების გადაწყვეტილება ფხენიანსა და მოსკოვს შორის დადებული ურთიერთდაცვის ხელშეკრულების შესაბამისად მიიღეს.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც სამართლიანობისთვის იბრძოდნენ, ყველა გმირი და სამშობლოს ღირსების წარმომადგენელია.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეისა და დასავლეთის დაზვერვა დიდი ხანია იუწყება, რომ ფხენიანმა გასულ წელს კურსკში ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა.