პოლიციამ კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 30 წლის კაი-ჯი ადამ ლოს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობის რვა ეპიზოდში წაუყენა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ვანკუვერის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი ქალაქის მკვიდრია და პატიმრობაში რჩება.
შეგახსენებთ, ქუჩის ფესტივალის დროს მამაკაცი ავტომობილით ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, შემთხვევის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, კანადის ქალაქ ვანკუვერში ფესტივალის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა. ცნობილია, რომ ავტომობილის მძღოლი, 30 წლის მამაკაცი, დაკავებულია. ვანკუვერის პოლიციის განცხადებით, დარწმუნებულები არიან, რომ ინციდენტი ტერორისტული აქტი არ იყო.
იხილეთ ასევე: