საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მინერალების შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას არ ითვალისწინებს“ - რაზე შეთანხმდნენ უკრაინა და აშშ: დენის შმიგალი განმარტავს
“მინერალების შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას არ ითვალისწინებს“ - რაზე შეთანხმდნენ უკრაინა და აშშ: დენის შმიგალი განმარტავს

“უკ­რა­ი­ნა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ მი­ნე­რა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა არ მო­ი­ცავს დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რამ­დე გა­წე­ულ დახ­მა­რე­ბას“, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დე­ნის შმი­გალ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • პრე­მი­ე­რის თქმით, მან ეს სა­კი­თხი აშშ-ის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ სკოტ ბე­სენ­ტთან მსოფ­ლიო ბან­კი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის Spring Meetings 2025-ზე ვი­ზი­ტის დროს გა­ნი­ხი­ლა. შმი­გალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ იუ­რი­დი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი შე­თან­ხმე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ და უკვე შე­ი­ნიშ­ნე­ბა კარ­გი პროგ­რე­სი.

„მთა­ვა­რია, ჩვე­ნი წი­თე­ლი ხა­ზე­ბი ნათ­ლად გა­ნი­სა­ზღვროს, შე­თან­ხმე­ბა უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ევ­რო­პულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს უკ­რა­ი­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბას. ის პარ­ლა­მენ­ტის მიერ უნდა იყოს რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. მიღ­წე­უ­ლია შე­თან­ხმე­ბა, რომ დო­კუ­მენ­ტი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ხელ­მო­წე­რამ­დე გა­წე­ულ დახ­მა­რე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა შმი­გალ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, მი­ნე­რა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა ჩა­ი­შა­ლა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის თეთრ სახ­ლში ვი­ზი­ტის დროს, რო­დე­საც ის, პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი და აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯეი დი ვენ­სი სა­ჯა­როდ და­უ­პი­რის­პირ­დნენ ერ­თმა­ნეთს სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო.

გარ­და ამი­სა, პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხი იყო აშშ-ის სურ­ვი­ლი, შე­თან­ხმე­ბა­ში ჩა­ერ­თო უკ­რა­ი­ნის­თვის გა­წე­უ­ლი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა. პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი დი­დად აფა­სე­ბენ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რას, თუმ­ცა ომის დროს გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა არ არის ვალი, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით უნდა და­ი­ფა­როს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

“მინერალების შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას არ ითვალისწინებს“ - რაზე შეთანხმდნენ უკრაინა და აშშ: დენის შმიგალი განმარტავს

“მინერალების შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას არ ითვალისწინებს“ - რაზე შეთანხმდნენ უკრაინა და აშშ: დენის შმიგალი განმარტავს

“უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება არ მოიცავს დოკუმენტის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას“, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

  • პრემიერის თქმით, მან ეს საკითხი აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის Spring Meetings 2025-ზე ვიზიტის დროს განიხილა. შმიგალმა აღნიშნა, რომ იურიდიული ჯგუფები შეთანხმებაზე მუშაობენ და უკვე შეინიშნება კარგი პროგრესი.

„მთავარია, ჩვენი წითელი ხაზები ნათლად განისაზღვროს, შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ვალდებულებებს და არ ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ის პარლამენტის მიერ უნდა იყოს რატიფიცირებული. მიღწეულია შეთანხმება, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას“, - აღნიშნა შმიგალმა.

შეგახსენებთ, მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ჩაიშალა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტის დროს, როდესაც ის, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი საჯაროდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებების გამო.

გარდა ამისა, პრობლემური საკითხი იყო აშშ-ის სურვილი, შეთანხმებაში ჩაერთო უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ხარჯების ანაზღაურება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები დიდად აფასებენ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, თუმცა ომის დროს გაწეული დახმარება არ არის ვალი, რომელიც ბუნებრივი რესურსებით უნდა დაიფაროს.