პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“პრეზიდენტი პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა, მაგრამ...“ - სერგეი ლავროვი
“პრეზიდენტი პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა, მაგრამ...“ - სერგეი ლავროვი

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უ­ჭი­რა მხა­რი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის წი­ნა­და­დე­ბას 30-დღი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ იმ პი­რო­ბით, რომ წარ­სუ­ლის შეც­დო­მე­ბი აღარ გან­მე­ორ­დე­ბა.

ლავ­როვ­მა ეს გან­ცხა­დე­ბა CBS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა, რო­დე­საც და­უს­ვეს შე­კი­თხვა, რა­ტომ აგ­რძე­ლებს რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმებს იმ ფონ­ზე, როცა უკ­რა­ი­ნა მზად არის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­თვის და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი აცხა­დებს : „ვლა­დი­მერ, შე­ჩერ­დი!“.

„ჩვენ მხო­ლოდ იმ ობი­ექ­ტებს ვუ­ტევთ, რომ­ლებ­საც სამ­ხედ­რო­ე­ბი იყე­ნე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტას და შე­წყვე­ტის­კენ მო­წო­დე­ბას, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უ­ჭი­რა მხა­რი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მიერ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­კე­თე­ბულ წი­ნა­და­დე­ბას 30-დღი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ იმ პი­რო­ბით, რომ არ გა­ვი­მე­ო­რებთ ბოლო ათი წლის შეც­დო­მებს, რო­დე­საც ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბებს და უკ­რა­ი­ნამ ისი­ნი და­არ­ღვია ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რი­თა და წა­ხა­ლი­სე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.

მისი თქმით, ეს იყო 2014 წლის თე­ბერ­ვლის შე­თან­ხმე­ბის ბედი, შემ­დეგ კი -მინ­სკის შე­თან­ხმე­ბე­ბის ბედი და 2022 წლის აპ­რილ­ში სტამ­ბოლ­ში მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის ბედი.

„ასე რომ, პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა თქვა, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა - დიახ, მაგ­რამ ჩვენ გვინ­და გა­რან­ტი­ე­ბი, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა აღარ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და რომ ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა უნდა შე­წყდეს“, - აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

“პრეზიდენტი პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა, მაგრამ...“ - სერგეი ლავროვი

“პრეზიდენტი პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა, მაგრამ...“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, რომ წარსულის შეცდომები აღარ განმეორდება.

ლავროვმა ეს განცხადება CBS-თან ინტერვიუში გააკეთა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, რატომ აგრძელებს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს იმ ფონზე, როცა უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს : „ვლადიმერ, შეჩერდი!“.

„ჩვენ მხოლოდ იმ ობიექტებს ვუტევთ, რომლებსაც სამხედროები იყენებენ. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვეტისკენ მოწოდებას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, რომ არ გავიმეორებთ ბოლო ათი წლის შეცდომებს, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებებს და უკრაინამ ისინი დაარღვია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროპული ქვეყნების მხარდაჭერითა და წახალისებით“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ეს იყო 2014 წლის თებერვლის შეთანხმების ბედი, შემდეგ კი -მინსკის შეთანხმებების ბედი და 2022 წლის აპრილში სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ბედი.

„ასე რომ, პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა - დიახ, მაგრამ ჩვენ გვინდა გარანტიები, რომ ცეცხლის შეწყვეტა აღარ იქნება გამოყენებული უკრაინის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად და რომ იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა ლავროვმა.

წყარო