მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩვენი მზერა ხილულს კი არ მივაპყროთ, არამედ უხილავს, რადგან ხილული ხანმოკლეა და წარმავალი, უხილავი სიკეთეები კი მარადიული“ - მეუფე შიო
“ჩვენი მზერა ხილულს კი არ მივაპყროთ, არამედ უხილავს, რადგან ხილული ხანმოკლეა და წარმავალი, უხილავი სიკეთეები კი მარადიული“ - მეუფე შიო

“ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რია მისი გუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, გული არის ჩვე­ნი უკ­ვდა­ვი სუ­ლის ცენ­ტრი... მთა­ვა­რია, რა ხდე­ბა ჩვენს გულ­ში. გულს შე­უძ­ლია მად­ლის მი­ღე­ბა და უხი­ლა­ვის და­ნახ­ვა,“ - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) აღ­დგო­მი­დან მე­ო­რე, თო­მას კვი­რას, კვი­რა­ცხოვ­ლო­ბას ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, უფა­ლი იესო ქრის­ტე გვას­წავ­ლის, რომ არ­სე­ბობს შე­მეც­ნე­ბის აღ­მა­ტე­ბუ­ლი გზა, ამ გზა­ზე ჩვენ წი­ნა­შე იხ­სნე­ბა სუ­ლი­ე­რი რე­ა­ლო­ბა, ადა­მი­ანს შე­უძ­ლია და­ი­ნა­ხოს და იგ­რძნოს უხი­ლა­ვი უფა­ლი და სუ­ლიწ­მინ­და.

„სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა. მა­ღალ ყოვ­ლად უსამ­ღვდე­ლო­ე­სო მე­უ­ფეო, პა­ტი­ო­სა­ნო მა­მე­ბო, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ კვი­რა­ცხოვ­ლო­ბას, თო­მას კვი­რას და გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას.

დღე­ვან­დელ სა­ხა­რე­ბა­ში მო­თხრო­ბი­ლი იყო, რომ უფა­ლი იესო ქრის­ტე მკვდრე­თით აღ­დგო­მი­დან პირ­ვე­ლი­ვე დღეს, სა­ღა­მო ჟამს, გა­მო­ე­ცხა­და თა­ვის მო­წა­ფე­ებს, როცა ისი­ნი იუ­დე­ველ­თა ში­შის გამო ჩა­კე­ტილ ოთახ­ში იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი და უთხრა: „მშვი­დო­ბა თქვენ­და!“ (ინ. 20, 26). მან ორ­ჯერ უთხრა ეს სი­ტყვე­ბი.

რო­გო­რი მშვი­დო­ბა მი­უ­ტა­ნა მა­ცხო­ვარ­მა მო­წა­ფე­ებს და მთელ სამ­ყა­როს? ეს არის მშვი­დო­ბა ღმერ­თსა და ადა­მი­ანს შო­რის, რო­დე­საც ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­ღო­ბა მოხ­სნი­ლია, რო­დე­საც ადა­მი­ანს და­უბ­რუნ­და უკ­ვდა­ვე­ბა, ზნე­ობ­რი­ვი სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­სა და ღმერ­თთან სი­ახ­ლო­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ეს, რა თქმა უნდა, არის ასე­ვე მშვი­დო­ბა ადა­მი­ან­თა შო­რი­საც.

ამ შეკ­რე­ბა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და თომა მო­ცი­ქუ­ლი. რო­დე­საც მას მო­უ­თხრეს მა­ცხოვ­რის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ, იგი ძა­ლი­ან დამ­წუხრდა, რომ იქ არ იყო და ასე­თი სი­ტყვე­ბი თქვა, რომ სა­ნამ ჩემი ხე­ლით არ შე­ვე­ხე­ბი მის ჭრი­ლო­ბებს, მკვდრე­თით აღ­დგო­მას არ ვირ­წმუ­ნე­ბო. წმინ­და წე­რი­ლი­დან ვი­ცით, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში თომა იყო ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი მო­წა­ფე ქრის­ტე­სი. მაშ, რა­ტომ უთხრა ასე მო­ცი­ქუ­ლებს? - იმი­ტომ, რომ მათ უამ­ბეს ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მათ­თვის სრუ­ლი­ად უცხო და ახა­ლი იყო. ეს არის მკვდრე­თით აღ­დგო­მილ ქრის­ტეს­თან შეხ­ვედ­რა და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ამი­ტომ თო­მამ ამ სი­ტყვე­ბით, ბავ­შვუ­რი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბით, გა­მო­ხა­ტა ეს გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, რომ და­აკ­ლდა ასეთ ნუ­გეშს. მარ­თლაც, ერთი კვი­რის შემ­დეგ, რო­დე­საც უფა­ლი იესო ქრის­ტე კვლავ გა­მო­ე­ცხა­და მო­ცი­ქუ­ლებს, უკვე პი­რა­დად თო­მას მი­მარ­თა და უთხრა: „მოდი, თომა და შე­ე­ხე ჩემს ჭრი­ლო­ბებს“ (ინ. 20, 27), მაგ­რამ თო­მას ამის გა­კე­თე­ბა აღარ დას­ჭირ­და. მან მა­შინ­ვე აღი­ა­რა იგი ღმერ­თად და თქვა: „უფა­ლი ჩემი და ღმერ­თი ჩემი!“(ინ. 20,28).

აი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ეს ამ­ბა­ვი უფალ­მა მო­ა­წყო, რა თქმა უნდა, გან­გე­ბუ­ლე­ბი­თად, რომ გაკ­ვე­თი­ლი მი­ე­ცა მო­ცი­ქუ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე ჩვენ­თვი­საც, რად­გან, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მო­ცი­ქუ­ლე­ბი ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ სა­ქა­და­გებ­ლად მთელ იმ­ჟა­მინ­დელ სამ­ყა­რო­ში, უნდა მი­ეყ­ვა­ნათ ქრის­ტეს­თან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც იგი ნა­ნა­ხი არ ჰყავ­დათ. ამი­ტომ უფალ­მა უთხრა თო­მას: „შენ იმი­ტომ მირ­წმუ­ნე, რომ მი­ხი­ლე და ნე­ტარ არი­ან ისი­ნი, ვი­საც არ ვუ­ნა­ხი­ვარ და მირ­წმუ­ნეს“ (ინ. 20, 29). ეს უკვე ჩვენ გვე­ხე­ბა, იმი­ტომ რომ ჩვენც ჩვე­ნი თვა­ლით არ გვი­ნა­ხავს იესო ქრის­ტე, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ გვიშ­ლის ხელს, ში­ნა­გა­ნი თვა­ლით, რწმე­ნით და­ვი­ნა­ხოთ უფა­ლი. რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რია მისი გუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, გული არის ჩვე­ნი უკ­ვდა­ვი სუ­ლის ცენ­ტრი და მას ჩვენ გულს ვუ­წო­დებთ; მთა­ვა­რია, რა ხდე­ბა ჩვენს გულ­ში. გულს შე­უძ­ლია მად­ლის მი­ღე­ბა და უხი­ლა­ვის და­ნახ­ვა.

აი, ამი­ტომ უფა­ლი იესო ქრის­ტე სი­ტყვე­ბით - „ნე­ტარ არი­ან ისი­ნი, ვი­საც არ ვუ­ნა­ხი­ვარ, მაგ­რამ მა­ინც მირ­წმუ­ნეს” - გვე­უბ­ნე­ბა, რომ არ­სე­ბობს შე­მეც­ნე­ბის და ცოდ­ნის უფრო მა­ღა­ლი დონე, ვიდ­რე ჩვე­ნი გრძნო­ბი­თი ორ­გა­ნო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა. მარ­თლაც, მე თუ ვიცი მხო­ლოდ ის, რა­საც თვა­ლით ვხე­დავ, რა­საც ხე­ლით ვე­ხე­ბი, რისი გა­ზომ­ვაც შე­მიძ­ლია, რისი გე­მოს გა­სინ­ჯვაც შე­მიძ­ლია, თუ მარ­ტო ამით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა ჩემი ცოდ­ნა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი უბად­რუ­კი და ღა­რი­ბია ასე­თი ცოდ­ნა. ეს ნიშ­ნავს, რომ უარ­ყო­ფი­ლია მა­შინ ადა­მი­ა­ნის სუ­ლის მთე­ლი სამ­ყა­რო, გო­ნი­თი სფე­რო, ის ღრმა ცოდ­ნა, რო­მე­ლიც მო­დის აზ­როვ­ნე­ბი­დან, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შთა­გო­ნე­ბი­დან და რაც მთა­ვა­რია, მჭვრე­ტე­ლო­ბი­დან, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო.

ამ ყვე­ლაფ­რის ხილ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­ღაც გა­ზომ­ვით და ანა­ლი­ზით, მაგ­რამ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, ჩვე­ნი სამ­ყა­რო, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო. ეს იქ­ნე­ბო­და უფე­რუ­ლი, მო­სა­წყე­ნი და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, უსარ­გებ­ლო ცხოვ­რე­ბაც. ამი­ტომ კი­დევ ვამ­ბობ: უფა­ლი იესო ქრის­ტე გვას­წავ­ლის, რომ არ­სე­ბობს შე­მეც­ნე­ბის აღ­მა­ტე­ბუ­ლი გზა, ამ გზა­ზე ჩვენ წი­ნა­შე იხ­სნე­ბა სუ­ლი­ე­რი რე­ა­ლო­ბა, ადა­მი­ანს შე­უძ­ლია და­ი­ნა­ხოს და იგ­რძნოს უხი­ლა­ვი უფა­ლი და სუ­ლიწ­მინ­და.

ამი­ტომ დავ­ფიქ­რდეთ დღე­ვან­დელ სა­ხა­რე­ბა­ზე და რო­გორც გვას­წავ­ლის მო­ცი­ქუ­ლი პავ­ლე: ჩვე­ნი მზე­რა ხი­ლულს კი არ მი­ვა­პყროთ, არა­მედ - უხი­ლავს, რად­გან ხი­ლუ­ლი ხან­მოკ­ლეა და წარ­მა­ვა­ლი, უხი­ლა­ვი სი­კე­თე­ე­ბი კი, რომ­ლე­ბიც აქაც გვეძ­ლე­ვა და იქაც გვე­ლო­დე­ბა, მა­რა­დი­უ­ლია (2 კორ. 4, 18), რისი ღირ­სიც დაე გავმხდა­რი­ყა­ვით მად­ლი­თა და კაც­თმოყ­ვა­რე­ბი­თა უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი­თა, რო­მელ­საც შვე­ნის ყო­ვე­ლი დი­დე­ბა, პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა, თანა მა­მით და სუ­ლიწ­მინ­დი­თურთ, აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე. ამინ!

დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ბრძა­ნე­ბით ჯილ­დოვ­დე­ბი­ან შემ­დე­გი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი: მღვდე­ლი ლე­ვან ზა­კა­ლაშ­ვი­ლი ჯილ­დოვ­დე­ბა ოქ­როს ჯვრით და აღყ­ვა­ნი­ლია დე­კა­ნო­ზის ხა­რისხში. აქ­სი­ოს! მღვდე­ლი ზაზა გა­ბე­და­ვა ჯილ­დოვ­დე­ბა ოქ­როს ჯვრით და აღყ­ვა­ნი­ლია დე­კა­ნო­ზის ხა­რისხში. აქ­სი­ოს! მღვდე­ლი ია­კობ მუ­ჯი­რი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ოქ­როს ჯვრით და აღყ­ვა­ნი­ლია დე­კა­ნო­ზის ხა­რისხში. აქ­სი­ოს! მღვდე­ლი და­ვით ბუ­ტი­კაშ­ვი­ლი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ოქ­როს ჯვრით და აღყ­ვა­ნი­ლია დე­კა­ნო­ზის ხა­რისხში. აქ­სი­ოს! მღვდე­ლი გი­ორ­გი ბე­რა­ძე და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ოქ­როს ჯვრით და აღყ­ვა­ნი­ლია დე­კა­ნო­ზის ხა­რისხში. აქ­სი­ოს! მღვდე­ლი და­ვით მა­ი­სუ­რა­ძე და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ოქ­როს ჯვრით და აღყ­ვა­ნი­ლია დე­კა­ნო­ზის ხა­რისხში. აქ­სი­ოს! მღვდე­ლი გაბ­რი­ელ ბარ­ბა­ქა­ძე და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ოქ­როს ჯვრით და აღყ­ვა­ნი­ლია დე­კა­ნო­ზის ხა­რისხში. აქ­სი­ოს! მღვდე­ლი ზა­ქა­რია სინ­ჯი­აშ­ვი­ლი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ოქ­როს ჯვრით და აღყ­ვა­ნი­ლია დე­კა­ნო­ზის ხა­რისხში. აქ­სი­ოს! მღვდე­ლი ალექ­სან­დრე ბა­ი­აშ­ვი­ლი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ოქ­როს ჯვრით და აღყ­ვა­ნი­ლია დე­კა­ნო­ზის ხა­რისხში. აქ­სი­ოს! მღვდე­ლი გი­ორ­გი ცნო­ბი­ლა­ძე და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ოქ­როს ჯვრით და აღყ­ვა­ნი­ლია დე­კა­ნო­ზის ხა­რისხში. აქ­სი­ოს! ასე­ვე ილო­ცე­ბი­ან შემ­დე­გი გვა­რე­ბი: კე­რა­ტიშ­ვი­ლე­ბი და გო­რი­სე­ლე­ბი. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გამ­რავ­ლოთ და გა­გა­ხა­როთ, მრა­ვალს და­გას­წროთ. ქრის­ტე აღ­დგა!”, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

ავტორი:

“ჩვენი მზერა ხილულს კი არ მივაპყროთ, არამედ უხილავს, რადგან ხილული ხანმოკლეა და წარმავალი, უხილავი სიკეთეები კი მარადიული“ - მეუფე შიო

“ჩვენი მზერა ხილულს კი არ მივაპყროთ, არამედ უხილავს, რადგან ხილული ხანმოკლეა და წარმავალი, უხილავი სიკეთეები კი მარადიული“ - მეუფე შიო

“ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი... მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღდგომიდან მეორე, თომას კვირას, კვირაცხოვლობას ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ არსებობს შემეცნების აღმატებული გზა, ამ გზაზე ჩვენ წინაშე იხსნება სულიერი რეალობა, ადამიანს შეუძლია დაინახოს და იგრძნოს უხილავი უფალი და სულიწმინდა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მაღალ ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ კვირაცხოვლობას, თომას კვირას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღევანდელ სახარებაში მოთხრობილი იყო, რომ უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომიდან პირველივე დღეს, საღამო ჟამს, გამოეცხადა თავის მოწაფეებს, როცა ისინი იუდეველთა შიშის გამო ჩაკეტილ ოთახში იყვნენ შეკრებილი და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“ (ინ. 20, 26). მან ორჯერ უთხრა ეს სიტყვები.

როგორი მშვიდობა მიუტანა მაცხოვარმა მოწაფეებს და მთელ სამყაროს? ეს არის მშვიდობა ღმერთსა და ადამიანს შორის, როდესაც ყოველგვარი წინაღობა მოხსნილია, როდესაც ადამიანს დაუბრუნდა უკვდავება, ზნეობრივი სრულყოფილებისა და ღმერთთან სიახლოვის შესაძლებლობა. ეს, რა თქმა უნდა, არის ასევე მშვიდობა ადამიანთა შორისაც.

ამ შეკრებაზე არ იმყოფებოდა თომა მოციქული. როდესაც მას მოუთხრეს მაცხოვრის გამოცხადების შესახებ, იგი ძალიან დამწუხრდა, რომ იქ არ იყო და ასეთი სიტყვები თქვა, რომ სანამ ჩემი ხელით არ შევეხები მის ჭრილობებს, მკვდრეთით აღდგომას არ ვირწმუნებო. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ სინამდვილეში თომა იყო ძალიან მორწმუნე და ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოწაფე ქრისტესი. მაშ, რატომ უთხრა ასე მოციქულებს? - იმიტომ, რომ მათ უამბეს ისეთი გამოცდილების შესახებ, რომელიც მათთვის სრულიად უცხო და ახალი იყო. ეს არის მკვდრეთით აღდგომილ ქრისტესთან შეხვედრა და მასთან ურთიერთობა. ამიტომ თომამ ამ სიტყვებით, ბავშვური გულუბრყვილობით, გამოხატა ეს გულისტკივილი, რომ დააკლდა ასეთ ნუგეშს. მართლაც, ერთი კვირის შემდეგ, როდესაც უფალი იესო ქრისტე კვლავ გამოეცხადა მოციქულებს, უკვე პირადად თომას მიმართა და უთხრა: „მოდი, თომა და შეეხე ჩემს ჭრილობებს“ (ინ. 20, 27), მაგრამ თომას ამის გაკეთება აღარ დასჭირდა. მან მაშინვე აღიარა იგი ღმერთად და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“(ინ. 20,28).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ამბავი უფალმა მოაწყო, რა თქმა უნდა, განგებულებითად, რომ გაკვეთილი მიეცა მოციქულებისთვის, ასევე ჩვენთვისაც, რადგან, მოგეხსენებათ, მოციქულები ემზადებოდნენ საქადაგებლად მთელ იმჟამინდელ სამყაროში, უნდა მიეყვანათ ქრისტესთან ისეთი ადამიანები, რომლებსაც იგი ნანახი არ ჰყავდათ. ამიტომ უფალმა უთხრა თომას: „შენ იმიტომ მირწმუნე, რომ მიხილე და ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს“ (ინ. 20, 29). ეს უკვე ჩვენ გვეხება, იმიტომ რომ ჩვენც ჩვენი თვალით არ გვინახავს იესო ქრისტე, მაგრამ ეს სულაც არ გვიშლის ხელს, შინაგანი თვალით, რწმენით დავინახოთ უფალი. რატომ? - იმიტომ, რომ ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ; მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა.

აი, ამიტომ უფალი იესო ქრისტე სიტყვებით - „ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ, მაგრამ მაინც მირწმუნეს” - გვეუბნება, რომ არსებობს შემეცნების და ცოდნის უფრო მაღალი დონე, ვიდრე ჩვენი გრძნობითი ორგანოების მეშვეობით მიღებული ცოდნა. მართლაც, მე თუ ვიცი მხოლოდ ის, რასაც თვალით ვხედავ, რასაც ხელით ვეხები, რისი გაზომვაც შემიძლია, რისი გემოს გასინჯვაც შემიძლია, თუ მარტო ამით შემოიფარგლება ჩემი ცოდნა, წარმოიდგინეთ, როგორი უბადრუკი და ღარიბია ასეთი ცოდნა. ეს ნიშნავს, რომ უარყოფილია მაშინ ადამიანის სულის მთელი სამყარო, გონითი სფერო, ის ღრმა ცოდნა, რომელიც მოდის აზროვნებიდან, შემოქმედებითი შთაგონებიდან და რაც მთავარია, მჭვრეტელობიდან, ძვირფასო ძმებო და დებო.

ამ ყველაფრის ხილვა შეუძლებელია რაღაც გაზომვით და ანალიზით, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სამყარო, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო. ეს იქნებოდა უფერული, მოსაწყენი და, შეიძლება ითქვას, უსარგებლო ცხოვრებაც. ამიტომ კიდევ ვამბობ: უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ არსებობს შემეცნების აღმატებული გზა, ამ გზაზე ჩვენ წინაშე იხსნება სულიერი რეალობა, ადამიანს შეუძლია დაინახოს და იგრძნოს უხილავი უფალი და სულიწმინდა.

ამიტომ დავფიქრდეთ დღევანდელ სახარებაზე და როგორც გვასწავლის მოციქული პავლე: ჩვენი მზერა ხილულს კი არ მივაპყროთ, არამედ - უხილავს, რადგან ხილული ხანმოკლეა და წარმავალი, უხილავი სიკეთეები კი, რომლებიც აქაც გვეძლევა და იქაც გველოდება, მარადიულია (2 კორ. 4, 18), რისი ღირსიც დაე გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით ჯილდოვდებიან შემდეგი სასულიერო პირები: მღვდელი ლევან ზაკალაშვილი ჯილდოვდება ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი ზაზა გაბედავა ჯილდოვდება ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი იაკობ მუჯირი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი დავით ბუტიკაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი გიორგი ბერაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი დავით მაისურაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი გაბრიელ ბარბაქაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი ზაქარია სინჯიაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი ალექსანდრე ბაიაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი გიორგი ცნობილაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! ასევე ილოცებიან შემდეგი გვარები: კერატიშვილები და გორისელები. ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და გაგახაროთ, მრავალს დაგასწროთ. ქრისტე აღდგა!”, - განაცხადა მეუფე შიომ.