მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქროს ბეჭედი და ვახშამი სუპერმოდელის მშობლებთან ერთად - პაპარაცებმა ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი ნიუ-იორკში დააფიქსირეს
ოქროს ბეჭედი და ვახშამი სუპერმოდელის მშობლებთან ერთად - პაპარაცებმა ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი ნიუ-იორკში დააფიქსირეს

სუ­პერ­მო­დე­ლი ჯიჯი ჰა­დი­დი თა­ვი­სი 30-ე და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნავ წვე­უ­ლე­ბა­ზე პა­პა­რა­ცებ­მა კა­მე­რის ფო­კუს­ში მო­აქ­ცი­ეს. ფო­ტო­ებ­ზე ჯიჯი ბრედ­ლი კუ­პერ­თან ერ­თად ჩანს, თუმ­ცა წყვი­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი შე­ნიშ­ნეს - მო­დელს არა­თით­ზე ოქ­როს ბე­ჭე­დი ეკე­თა.

პრე­სის კი­თხვებ­ზე მათი შე­საძ­ლო ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ არც ბრედ­ლი კუ­პე­რის და არც ჯიჯი ჰა­დი­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სცე­მენ პა­სუხს.

ბედ­ნი­ე­რი წყვი­ლი ნიუ იორკში მდე­ბა­რე კოქ­ტე­ილ ბარ­ში ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი შე­ვი­და, სა­დაც მათ ჯი­ჯის და, ბელა ჰა­დი­დი, და მათი მშობ­ლე­ბი, იო­ლან­და და მუ­ჰა­მედ ჰა­დი­დე­ბი შეხ­ვდნენ.

რო­გორც ჩანს, წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია, რად­გან ჯი­ჯიმ მარ­ტში მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბრედ­ლი­ზე ღიად ისა­უბ­რა: "იმ ეტაპს რომ მი­აღ­წევ, როცა იცი რა გსურს და რას იმ­სა­ხუ­რებ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და შემ­დეგ ისეთ ადა­მი­ანს იპო­ვი, ვინც ასე­თი­ვეა, ეს ყვე­ლა­ზე კარ­გი რა­მაა. ორი­ვე იმას ვცდი­ლობთ, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რე­ბი ვი­ყოთ. ის სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნას მაძ­ლევს და მგულ­შე­მატ­კივ­რობს".

ჭო­რე­ბის მი­ხედ­ვით, ჯი­ჯი­სა და ბრედ­ლის რო­მა­ნი 2023 წლის ბო­ლოს და­ი­წყო. რო­გორც გა­ირ­კვა, ისი­ნი პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს სა­ერ­თო მე­გობ­რის შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე შეხ­ვდნენ და მას შემ­დეგ და­ახ­ლოვ­დნენ.

ცნო­ბის­თვის, ბრედ­ლი კუ­პერს ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ ირი­ნა შე­იკ­თან 7 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლეა ჰყავს, ჯი­ჯის კი ზეინ მა­ლიკ­თან 4 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ხაი.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ოქროს ბეჭედი და ვახშამი სუპერმოდელის მშობლებთან ერთად - პაპარაცებმა ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი ნიუ-იორკში დააფიქსირეს

ოქროს ბეჭედი და ვახშამი სუპერმოდელის მშობლებთან ერთად - პაპარაცებმა ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი ნიუ-იორკში დააფიქსირეს

სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი თავისი 30-ე დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე პაპარაცებმა კამერის ფოკუსში მოაქციეს. ფოტოებზე ჯიჯი ბრედლი კუპერთან ერთად ჩანს, თუმცა წყვილით დაინტერესებულმა ადამიანებმა საინტერესო დეტალი შენიშნეს - მოდელს არათითზე ოქროს ბეჭედი ეკეთა.

პრესის კითხვებზე მათი შესაძლო ნიშნობის შესახებ არც ბრედლი კუპერის და არც ჯიჯი ჰადიდის წარმომადგენლები სცემენ პასუხს.

ბედნიერი წყვილი ნიუ იორკში მდებარე კოქტეილ ბარში ხელჩაკიდებული შევიდა, სადაც მათ ჯიჯის და, ბელა ჰადიდი, და მათი მშობლები, იოლანდა და მუჰამედ ჰადიდები შეხვდნენ.

როგორც ჩანს, წყვილის ურთიერთობა არაჩვეულებრივია, რადგან ჯიჯიმ მარტში მიცემულ ინტერვიუში ბრედლიზე ღიად ისაუბრა: "იმ ეტაპს რომ მიაღწევ, როცა იცი რა გსურს და რას იმსახურებ ურთიერთობაში და შემდეგ ისეთ ადამიანს იპოვი, ვინც ასეთივეა, ეს ყველაზე კარგი რამაა. ორივე იმას ვცდილობთ, რომ ერთმანეთისთვის საუკეთესო პარტნიორები ვიყოთ. ის საკუთარი თავის რწმენას მაძლევს და მგულშემატკივრობს".

ჭორების მიხედვით, ჯიჯისა და ბრედლის რომანი 2023 წლის ბოლოს დაიწყო. როგორც გაირკვა, ისინი პირველად ერთმანეთს საერთო მეგობრის შვილის დაბადების დღის წვეულებაზე შეხვდნენ და მას შემდეგ დაახლოვდნენ.

ცნობისთვის, ბრედლი კუპერს ყოფილ შეყვარებულ ირინა შეიკთან 7 წლის ქალიშვილი, ლეა ჰყავს, ჯიჯის კი ზეინ მალიკთან 4 წლის ქალიშვილი, ხაი.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა