პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებამ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაამწუხრა. მის დაკრძალვას არაერთი მაღალი თანამდებობის პირი დაესწრო და ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ პაპის ქონება იქ მყოფთაგან ყველაზე ცოტას არ შეადგენდა.
პაპ ფრანცისკეს ქონება 16 მილიონ ფუნტს შეადგენდა, თუმცა ამ თანხაში მის ოფისთან დაკავშირებული ქონება მოიაზრება, როგორიცაა პაპის რამდენიმე მანქანა, საცხოვრებელი და სამოსი.
იმის მიუხედავად, რომ პაპის ტიტულს დიდი ფუფუნება ახლავს თან, ფრანცისკემ უარი თქვა ამგვარ ცხოვრებაზე და პაპის რეზიდენციაში ცხოვრების ნაცვლად, კასა სანტა მარტაში ცხოვრება ამჯობინა. ეს სახლი, როგორც წესი, ე.წ. "გესთჰაუსს" წარმოადგენს.
როგორც რომის პაპს, მას ყოველწლიურად 384 000 ფუნტი სტერლინგი უნდა აეღო, თუმცა ფრანცისკემ ამაზეც უარი თქვა. გავრცელებული ხმების თანახმად, ის ამ თანხას სხვადასხვა ფონდებს სწირავდა. ფრანცისკემ ასე ცხოვრება თავისი რწმენის გამო არჩია, ის იეზუიტების ორდენის წარმომადგენელი იყო, რომლებიც სიღარიბის აღთქმით ფიცავენ, რომ უკეთ ემსახურონ ქრისტეს.
ხალხში გავრცელებული ხმების თანახმად, გარდაცვლილი პაპის ანგარიშზე მხოლოდ 80 ფუნტი დარჩა.
ფრანცისკემ პაპად კურთხევამდეც მოკრძალებულად იცხოვრა და კათოლიკური ეკლესიის ბოძებულ ნებისმიერ თანხაზე უარი განაცხადა. მან უარი თქვა წინა პაპების ტრადიციულ ოქროს ბეჭედზეც და მის ნაცვლად ნაკლებ ძვირადღირებული, მოოქრული ბეჭედი არჩია.
ამასთან, ბევრისთვის ცნობილია მისი ფეხსაცმლის ისტორია, რომელსაც ფრანცისკე რომის პაპად კურთხევამდეც ერთსა და იმავე მეწაღეს აკერინებდა. ფრანცისკეს არ სურდა ტრადიციული ძვირფასი ფეხსაცმლის ტარება, რომელსაც მისი წინამორბედი პაპები ატარებდნენ და სიცოცხლის ბოლომდე უბრალო შავი ფეხსაცმლით დადიოდა.
წყარო: hellomagazine
მოამზადა: ანა სიბოშვილმა