პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ, გგონიათ, ქუჩაში ვინმე ირბენს და დავუთმობთ? არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ რამე მოხდეს, თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან“ - მეუფე იაკობი
“ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ, გგონიათ, ქუჩაში ვინმე ირბენს და დავუთმობთ? არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ რამე მოხდეს, თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან“ - მეუფე იაკობი

“მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის დროს რომ ეცე­მათ, ჩა­ვე­რე­ო­დი და და­ვი­ცავ­დი, მაგ­რამ იქ ვერ ვნა­ხე ეს - არ მი­ვიყ­ვა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო იქამ­დე, რომ შიგ­ნით რამე მოხ­დეს თო­რემ უცხო­ე­ლე­ბიც ვერ გიშ­ვე­ლი­ან,“- ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის ზღვარ­ზეა.

„ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის ზღვარ­ზე ვართ, ნუთუ, გგო­ნი­ათ, რომ ქუ­ჩა­ში ვინ­მე ირ­ბენს და რა­მეს და­ვუთ­მობთ? ბავ­შვი თუ ცუ­დად იქ­ცე­ვა და მო­ღა­ლა­ტედ იზ­რდე­ბა, ტაშს და­ვუკ­რავ? ამი­ტომ, დავ­ფიქ­რდეთ, არ მი­ვიყ­ვა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო იქამ­დე, რომ შიგ­ნით რამე მოხ­დეს თო­რემ უცხო­ე­ლე­ბიც ვერ გიშ­ვე­ლი­ან - მერე ჩვენ ჩა­ვე­რე­ვით, არ გე­მუქ­რე­ბით, მაგ­რამ ვერ გა­ა­კე­თებთ იმას, რაც გინ­დათ, სა­მარ­ცხვი­ნოდ დამ­თავ­რე­ბას ჯობს, წე­სი­ე­რად ვი­ყოთ, შე­ვიყ­ვა­როთ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა,-

მე­უ­ფე ია­კო­ბის თქმით­ვე, სურს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან საღი აზრი მო­ის­მი­ნოს.

„ქუ­ჩა­ში რომ დარ­ბი­ან, მინ­და მათ­გან საღი აზრი მო­ვის­მი­ნო. ჩემ­თვის, არა­ვი­თა­რი საღი აზრი არ არის. ვხე­დავ, რომ ვნე­ბა აქვთ, რომ ბო­ლომ­დე გა­ი­ტა­ნონ თა­ვი­სი. რა არის ბო­ლომ­დე გა­ტა­ნა? ორი რა­მის გარ­და არა­ფერს ამ­ბო­ბენ: „ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“. შე და­ლოც­ვი­ლო, პა­ტიმ­რე­ბი რამ გა­მო­იწ­ვია? იქ­ნე­ბო­და პა­ტიმ­რე­ბი, უაზ­რო ბრძო­ლა რომ არ და­გე­წყო? ვნე­ბა რომ გაქვს, მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩა­მო­აგ­დო... დუჟ­მო­რე­უ­ლებ­მა ხომ არ უნდა ვირ­ბი­ნოთ?! ხომ უნდა იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ უცხო­ე­ლე­ბის პი­რით არ მე­სა­უბ­რონ?“,- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ამას­თან, მე­უ­ფე ია­კობ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის „MEGOBARI აქ­ტიც“ ახ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ, მისი აზ­რით, ეს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ღე­ბუ­ლი აქ­ტია.

„არა­ვის საქ­მე არ არის, ჩემ­თან რა კა­ნო­ნი მექ­ნე­ბა. თურ­მე, ამე­რი­კა­ში შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბის მი­ღე­ბა - ეს ისე­თი ქვე­ყა­ნაა ან ევ­რო­პა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შე­იძ­ლე­ბა. ორი არ­ჩე­ვა­ნია, კე­თი­ლის და ბო­რო­ტის. ღმერ­თი გვე­უბ­ნე­ბა, კე­თი­ლი აირ­ჩიო. მო­გი­წო­დებთ მშვი­დო­ბის­კენ. შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მშვი­დო­ბა. ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი კარ­გი ხდე­ბა. ბევ­რი კარ­გი გა­სა­კე­თე­ბე­ლია და მო­დით, დავ­სხდეთ ახალ­გაზ­რდე­ბი და სხვე­ბიც - რო­გო­რი სა­ქარ­თვე­ლო გინ­დათ? არის სა­ქარ­თვე­ლო და არის მე­ო­რე მხა­რე - ისი­ნი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტებს იღე­ბენ. ეს არც მე­გობ­რო­ბის აქ­ტია, ეს ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ღე­ბუ­ლი აქ­ტია“, - გა­ნა­ცხა­და მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

“ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ, გგონიათ, ქუჩაში ვინმე ირბენს და დავუთმობთ? არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ რამე მოხდეს, თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან“ - მეუფე იაკობი

“ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ, გგონიათ, ქუჩაში ვინმე ირბენს და დავუთმობთ? არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ რამე მოხდეს, თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან“ - მეუფე იაკობი

“მშვიდობიანი აქციის დროს რომ ეცემათ, ჩავერეოდი და დავიცავდი, მაგრამ იქ ვერ ვნახე ეს - არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ შიგნით რამე მოხდეს თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან,“- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა.

„ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ, ნუთუ, გგონიათ, რომ ქუჩაში ვინმე ირბენს და რამეს დავუთმობთ? ბავშვი თუ ცუდად იქცევა და მოღალატედ იზრდება, ტაშს დავუკრავ? ამიტომ, დავფიქრდეთ, არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ შიგნით რამე მოხდეს თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან - მერე ჩვენ ჩავერევით, არ გემუქრებით, მაგრამ ვერ გააკეთებთ იმას, რაც გინდათ, სამარცხვინოდ დამთავრებას ჯობს, წესიერად ვიყოთ, შევიყვაროთ ჭეშმარიტება,-

მეუფე იაკობის თქმითვე, სურს, აქციის მონაწილეებისგან საღი აზრი მოისმინოს.

„ქუჩაში რომ დარბიან, მინდა მათგან საღი აზრი მოვისმინო. ჩემთვის, არავითარი საღი აზრი არ არის. ვხედავ, რომ ვნება აქვთ, რომ ბოლომდე გაიტანონ თავისი. რა არის ბოლომდე გატანა? ორი რამის გარდა არაფერს ამბობენ: „ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“. შე დალოცვილო, პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო? ვნება რომ გაქვს, მაინცდამაინც ჩამოაგდო... დუჟმორეულებმა ხომ არ უნდა ვირბინოთ?! ხომ უნდა იყვნენ ადამიანები, რომ უცხოელების პირით არ მესაუბრონ?“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფე იაკობმა ამერიკის შეერთებული შტატების „MEGOBARI აქტიც“ ახსენა და განაცხადა, რომ, მისი აზრით, ეს საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია.

„არავის საქმე არ არის, ჩემთან რა კანონი მექნება. თურმე, ამერიკაში შეიძლება რაღაცების მიღება - ეს ისეთი ქვეყანაა ან ევროპაში. საქართველოში არ შეიძლება. ორი არჩევანია, კეთილის და ბოროტის. ღმერთი გვეუბნება, კეთილი აირჩიო. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც - როგორი საქართველო გინდათ? არის საქართველო და არის მეორე მხარე - ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია, ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია“, - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.