სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაძარი, სადაც ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ივანე მაჩაბელმა და სხვა ისტორიულმა პირებმა ჯვარი დაიწერეს - აკაკი წერეთელმა კი ბავშვი მონათლა: “ძველი სამების“ ისტორია
ტაძარი, სადაც ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ივანე მაჩაბელმა და სხვა ისტორიულმა პირებმა ჯვარი დაიწერეს - აკაკი წერეთელმა კი ბავშვი მონათლა: “ძველი სამების“ ისტორია

თბი­ლი­სის ძველ უბან­ში, კერ­ძოდ, კა­ლო­უ­ბან­ში, სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის სი­ახ­ლო­ვეს, სა­მე­ბის სა­ხელ­ზე აგე­ბუ­ლი არც ისე დიდი ტა­ძა­რია. მას თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს, რო­მელ­საც მე­ტად ამ­დიდ­რებს ის ფაქ­ტე­ბი, რომ იქ, გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ჩვენს სა­სი­ქა­დუ­ლო ქარ­თვე­ლებს ჯვა­რი აქვთ და­წე­რი­ლი. მათ შო­რის არი­ან - ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და ოლღა გუ­რა­მიშ­ვი­ლის წყვი­ლი და ასე­ვე ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­სა და ნინო პოლტრაც­კა­ი­ას წყვი­ლი.

ძვე­ლი სა­მე­ბის ეკ­ლე­სია

  • ტაძ­რის ის­ტო­რია

თბი­ლი­სის წმინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტა­ძა­რია, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ძველ უბან­ში, კა­ლო­უ­ბან­ში მდე­ბა­რე­ობს. მას „ძვე­ლი სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ას“ უწო­დე­ბენ. ასე იმის შემ­დეგ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რაც თბი­ლი­სის სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი (1995-2004 წლე­ბი) აიგო.

„ძვე­ლი სა­მე­ბა“ რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­კეთ­და.

ამ ად­გილ­ზე ტა­ძა­რი XVIII სა­უ­კუ­ნე­შიც ყო­ფი­ლა, რა­საც ადას­ტუ­რებს ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის მიერ თბი­ლი­სის გეგ­მა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­წე­რა - „ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია კა­ლო­უ­ბა­ნი“. დღე­ვან­დე­ლი ტაძ­რის წი­ნა­მორ­ბე­დი ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა 1790 წელს დას­რულ­და.

პლა­ტონ იო­სე­ლი­ა­ნის მი­ხედ­ვით, ის პეტ­რე „ყა­რა­უ­ლას“ - პეტ­რე აღ­ნი­აშ­ვილს აუ­გია (აღ­ნი­აშ­ვი­ლი მეფე ერეკ­ლე II-ის მიერ ღარ­თის­კა­რის და­რა­ჯად იყო და­ნიშ­ნუ­ლი). პეტ­რეს შვილ­მა, მღვდელ­მა შიო აღ­ნი­აშ­ვილ­მა 1836 წელს ტა­ძარს და­სავ­ლე­თის მხრი­დან სვე­ტე­ბი­ა­ნი კა­რიბ­ჭე და სამ­რეკ­ლო მი­უ­შე­ნა, ხოლო 1850 წელს კა­რიბ­ჭე­ზე სამ­რეკ­ლო და­ა­შე­ნეს... მა­ლე­ვე ეკ­ლე­სი­ის შე­ნო­ბა ისევ გა­ნა­ახ­ლეს და ტა­ძა­რი 1863 წელს აკურ­თხეს.

XIX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში შე­მო­წი­რუ­ლე­ბი­თა და სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით დე­კა­ნოზ­მა პეტ­რე არ­და­ზი­ან­მა (მწე­რალ ლავ­რენ­ტი არ­და­ზი­ა­ნის მამა) ტა­ძა­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად გა­ნა­ახ­ლა და ჯვარ-გუმ­ბა­თო­ვა­ნი ეკ­ლე­სი­ის სახე მის­ცა... XX სა­უ­კუ­ნე­ში სამ­რეკ­ლოს გუმ­ბა­თი ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ა­კე­თეს.

„ძვე­ლი სა­მე­ბა“ „ჩა­ხა­ზუ­ლი ჯვრის ტი­პის“ ნა­გე­ბო­ბაა, აგუ­რით ნა­შე­ნი და ეკ­ლე­სი­ის ფა­სა­დე­ბის გა­ფორ­მე­ბა სა­დაა. ზო­გა­დი ფორ­მე­ბი და სამ­რეკ­ლო შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო არ­ქი­ტექ­ტუ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბის მიჰ­ყვე­ბა. კა­რიბ­ჭეს კლა­სი­ცის­ტუ­რი სტი­ლის გავ­ლე­ნა ემ­ჩნე­ვა. ინ­ტე­რი­ე­რის მხატ­ვრო­ბა 1890-იან წლებ­ში იტა­ლი­ელ­მა მხატ­ვარ­მა ლუდ­ვიგ ლონ­გომ შე­ას­რუ­ლა.

თბი­ლი­სის წმინ­და სა­მე­ბის ეკ­ლე­სია პირ­ვე­ლი ტა­ძა­რია, რო­მე­ლიც ყო­ველ­წი­მინ­და სა­მე­ბის სა­ხელ­ზე 1790 წელს აიგო. დღი­დან აგე­ბი­სა, არას­დროს შე­წყვე­ტი­ლა ტა­ძარ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა.

  • ტა­ძარ­ში ჯვრდა­წე­რი­ლი წყვი­ლე­ბი

რო­გორც ის­ტო­რი­ულ დო­კუ­მენ­ტე­ბით ირ­კვე­ვა, თბი­ლი­სის წმინ­და სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში 1863 წლის 10 აპ­რილს ჯვა­რი და­ი­წე­რეს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ და ოლღა გუ­რა­მიშ­ვილ­მა. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და ოლღა გუ­რა­მიშ­ვი­ლის ჯვრის­წე­რა თბი­ლი­სის სა­მე­ბის ტა­ძარ­ში სა­ი­დუმ­ლოდ ჩა­ტარ­და.

წარ­წე­რა ეკ­ლე­სი­ის კე­დელ­ზე

ილი­ას მხრი­დან ჯვრის­წე­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ამ­ბის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი, და­ვით ყი­ფი­ა­ნი და ნი­კო­ლოზ ჭავ­ჭა­ვა­ძე, ხოლო ოლ­ღას მხრი­დან - ფლი­გელ-ადი­უ­ტან­ტი, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ილია ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი და „კო­ლე­ჟის ასე­სო­რი“ სულ­ხან თუ­მა­ნიშ­ვი­ლი. ჯვა­რი დას­წე­რა მღვდელ­მა ნი­კო­ლოზ არ­და­ზი­ან­მა...

ამ ტა­ძარ­ში­ვე მოხ­და ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი­სა და ნინო პოლ­ტა­რაც­კა­ი­ას ჯვრის­წე­რა. მათი მეჯ­ვა­რე­ე­ბი იყ­ვნენ ილია წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლი და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მე­უღ­ლე ოლღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი. თა­ვად ილია იმ­ხა­ნად პა­რიზ­ში იყო და საფ­რან­გე­თი­დან ძვირ­ფა­სი სა­ქორ­წი­ნო სა­ჩუ­ქა­რი გა­მო­უგ­ზავ­ნია. ნი­ნომ ქორ­წილ­ში დან­თე­ბუ­ლი კე­ლაპტრე­ბი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე სა­თუ­თად შე­ი­ნა­ხა.

ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი და ნინო პოლ­ტა­რაც­კა­ია

სა­ერ­თოდ, 1895 წლის 5 ივ­ლისს ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ხელ­შე­წყო­ბით და­ქორ­წინ­და ივა­ნე პოლ­ტო­რაც­კის ქა­ლიშ­ვილ ნი­ნო­ზე. პო­ლო­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ივა­ნე პოლ­ტო­რაც­კი თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი ნო­ტა­რი­უ­სი იყო. მისი და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ურ­თი­ერ­თო­ბა თბი­ლი­სის სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლის დროს და­ი­წყო და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­და. სწო­რედ ივა­ნე პოლ­ტო­რაც­კის უძღვნა ილი­ამ პო­ე­მა „აჩ­რდი­ლი“. პოლ­ტო­რაც­კის მე­უღ­ლის - ნა­დეჟ­და გა­ბაშ­ვი­ლის - ოჯა­ხი უზარ­მა­ზარ მა­მუ­ლებს ფლობ­და და თბი­ლის­ში ორი დიდი სახ­ლი ჰქონ­და.

  • ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ ამ ტა­ძარ­ში და­უ­წე­რი­ათ ჯვა­რი ივა­ნე მა­ჩა­ბელს და ანას­ტა­სია ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვილს... აკა­კი წე­რე­თელს კი იქ ბავ­შვი მო­უ­ნათ­ლავს... რო­გორც ჩანს, ტა­ძა­რი ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ად­გი­ლი იყო მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­ჩე­ნი­ლი წევ­რე­ბის­თვის.

1990 წლის მი­წისძვრის დროს თბი­ლი­სის სა­მე­ბის ეკ­ლე­სია ქა­ლა­ქის ხუ­როთ­მო­ძღვრულ ძეგ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზი­ან­და. და­იბ­ზა­რა ეკ­ლე­სი­ის აღ­მო­სავ­ლეთ, და­სავ­ლეთ და ჩრდი­ლო­ეთ კედ­ლე­ბი და კა­მა­რე­ბი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტე­რი­ერ­ში ნა­ლე­ქე­ბის ჩა­დი­ნე­ბამ საგ­რძნობ­ლად და­ა­ზი­ა­ნა კედ­ლის მხატ­ვრო­ბა. ძეგლის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და მომ­ხდა­რი მი­წისძვრე­ბის შე­დე­გად. სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ კომ­პლექ­სუ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2010 წელს შე­ას­რუ­ლა.

ძეგლს ურ­თუ­ლე­სი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გა­მაგ­რე­ბი­თი და კედ­ლის მხატ­ვრო­ბის სა­კონ­სერ­ვა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და. ასე­ვე, ტრა­დი­ცი­უ­ლი კრა­მი­ტით შე­იც­ვა­ლა სა­მე­ბის ტაძ­რის სა­ხუ­რა­ვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ტაძარი, სადაც ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ივანე მაჩაბელმა და სხვა ისტორიულმა პირებმა ჯვარი დაიწერეს - აკაკი წერეთელმა კი ბავშვი მონათლა: “ძველი სამების“ ისტორია

ტაძარი, სადაც ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ივანე მაჩაბელმა და სხვა ისტორიულმა პირებმა ჯვარი დაიწერეს - აკაკი წერეთელმა კი ბავშვი მონათლა: “ძველი სამების“ ისტორია

თბილისის ძველ უბანში, კერძოდ, კალოუბანში, საჯარო ბიბლიოთეკის სიახლოვეს, სამების სახელზე აგებული არც ისე დიდი ტაძარია. მას თავის საინტერესო ისტორია აქვს, რომელსაც მეტად ამდიდრებს ის ფაქტები, რომ იქ, გასულ საუკუნეებში, ჩვენს სასიქადულო ქართველებს ჯვარი აქვთ დაწერილი. მათ შორის არიან - ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის წყვილი და ასევე ექვთიმე თაყაიშვილსა და ნინო პოლტრაცკაიას წყვილი.

ძველი სამების ეკლესია

  • ტაძრის ისტორია

თბილისის წმინდა სამების სახელობის ეკლესია XVIII-XIX საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ტაძარია, რომელიც ქალაქის ძველ უბანში, კალოუბანში მდებარეობს. მას „ძველი სამების ეკლესიას“ უწოდებენ. ასე იმის შემდეგ მოიხსენიებენ, რაც თბილისის სამების საკათედრო ტაძარი (1995-2004 წლები) აიგო.

„ძველი სამება“ რამდენჯერმე გადაკეთდა.

ამ ადგილზე ტაძარი XVIII საუკუნეშიც ყოფილა, რასაც ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ თბილისის გეგმაზე აღნიშნული წარწერა - „ქართული ეკლესია კალოუბანი“. დღევანდელი ტაძრის წინამორბედი ეკლესიის მშენებლობა 1790 წელს დასრულდა.

პლატონ იოსელიანის მიხედვით, ის პეტრე „ყარაულას“ - პეტრე აღნიაშვილს აუგია (აღნიაშვილი მეფე ერეკლე II-ის მიერ ღართისკარის დარაჯად იყო დანიშნული). პეტრეს შვილმა, მღვდელმა შიო აღნიაშვილმა 1836 წელს ტაძარს დასავლეთის მხრიდან სვეტებიანი კარიბჭე და სამრეკლო მიუშენა, ხოლო 1850 წელს კარიბჭეზე სამრეკლო დააშენეს... მალევე ეკლესიის შენობა ისევ განაახლეს და ტაძარი 1863 წელს აკურთხეს.

XIX საუკუნის 60-იან წლებში შემოწირულებითა და საკუთარი სახსრებით დეკანოზმა პეტრე არდაზიანმა (მწერალ ლავრენტი არდაზიანის მამა) ტაძარი არქიტექტურულად განაახლა და ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის სახე მისცა... XX საუკუნეში სამრეკლოს გუმბათი ქართული ხუროთმოძღვრული ტრადიციების მიხედვით გადააკეთეს.

„ძველი სამება“ „ჩახაზული ჯვრის ტიპის“ ნაგებობაა, აგურით ნაშენი და ეკლესიის ფასადების გაფორმება სადაა. ზოგადი ფორმები და სამრეკლო შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურის ტრადიციების მიჰყვება. კარიბჭეს კლასიცისტური სტილის გავლენა ემჩნევა. ინტერიერის მხატვრობა 1890-იან წლებში იტალიელმა მხატვარმა ლუდვიგ ლონგომ შეასრულა.

თბილისის წმინდა სამების ეკლესია პირველი ტაძარია, რომელიც ყოველწიმინდა სამების სახელზე 1790 წელს აიგო. დღიდან აგებისა, არასდროს შეწყვეტილა ტაძარში ღვთისმსახურება.

  • ტაძარში ჯვრდაწერილი წყვილები

როგორც ისტორიულ დოკუმენტებით ირკვევა, თბილისის წმინდა სამების ეკლესიაში 1863 წლის 10 აპრილს ჯვარი დაიწერეს ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა. ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის ჯვრისწერა თბილისის სამების ტაძარში საიდუმლოდ ჩატარდა.

წარწერა ეკლესიის კედელზე

ილიას მხრიდან ჯვრისწერას ესწრებოდნენ „საქართველოს მოამბის“ თანამშრომელი, დავით ყიფიანი და ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ხოლო ოლღას მხრიდან - ფლიგელ-ადიუტანტი, ვიცე-პოლკოვნიკი ილია ჩოლოყაშვილი და „კოლეჟის ასესორი“ სულხან თუმანიშვილი. ჯვარი დასწერა მღვდელმა ნიკოლოზ არდაზიანმა...

ამ ტაძარშივე მოხდა ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტარაცკაიას ჯვრისწერა. მათი მეჯვარეები იყვნენ ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილი. თავად ილია იმხანად პარიზში იყო და საფრანგეთიდან ძვირფასი საქორწინო საჩუქარი გამოუგზავნია. ნინომ ქორწილში დანთებული კელაპტრები სიცოცხლის ბოლომდე სათუთად შეინახა.

ექვთიმე თაყაიშვილი და ნინო პოლტარაცკაია

საერთოდ, 1895 წლის 5 ივლისს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძის ხელშეწყობით დაქორწინდა ივანე პოლტორაცკის ქალიშვილ ნინოზე. პოლონური წარმოშობის ივანე პოლტორაცკი თბილისში ცნობილი ნოტარიუსი იყო. მისი და ილია ჭავჭავაძის ურთიერთობა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. სწორედ ივანე პოლტორაცკის უძღვნა ილიამ პოემა „აჩრდილი“. პოლტორაცკის მეუღლის - ნადეჟდა გაბაშვილის - ოჯახი უზარმაზარ მამულებს ფლობდა და თბილისში ორი დიდი სახლი ჰქონდა.

  • ასევე ირკვევა, რომ ამ ტაძარში დაუწერიათ ჯვარი ივანე მაჩაბელს და ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილს... აკაკი წერეთელს კი იქ ბავშვი მოუნათლავს... როგორც ჩანს, ტაძარი ძალიან ახლობელი ადგილი იყო მაშინდელი საზოგადოების გამოჩენილი წევრებისთვის.

1990 წლის მიწისძვრის დროს თბილისის სამების ეკლესია ქალაქის ხუროთმოძღვრულ ძეგლებისგან განსხვავებით განსაკუთრებით დაზიანდა. დაიბზარა ეკლესიის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები და კამარები. წლების განმავლობაში ინტერიერში ნალექების ჩადინებამ საგრძნობლად დააზიანა კედლის მხატვრობა. ძეგლის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მომხდარი მიწისძვრების შედეგად. სამების ეკლესიის მდგომარეობიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წელს შეასრულა.

ძეგლს ურთულესი კონსტრუქციული გამაგრებითი და კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე, ტრადიციული კრამიტით შეიცვალა სამების ტაძრის სახურავი.