მომღერალმა ქეთა თოფურიამ განაცხადა, რომ მას საქორწინო კონტრაქტი არ აქვს. მისი თქმით, მეუღლეებს შორის კონტრაქტის გაფორმებას უნდობლობის ნიშნად აღიქვამს.
ქეთამ ასევე დასძინა, რომ როგორც მამაკაცების, ისე ქალების გაგება შეიძლება, რომლებმაც კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს, რადგან მათ წარსულში შეიძლება ჰქონოდათ უარყოფითი გამოცდილება. თავად მომღერალს მსგავსი გამოცდილება არ აქვს.
"მაგრამ რაღაც მომენტებში, რა თქმა უნდა, მამაკაცების გაგებაც შეიძლება და ქალებისაც, ვისაც ცუდი გამოცდილება ჰქონდა. სხვადასხვა სიტუაცია არსებობს. მე საქორწინო კონტრაქტი არ მაქვს“, - თქვა ქეთიმ.
შეგახსენებთ, ქეთა თოფურია დაქორწინებულია მილიონერ ბიზნესმენ ლევ ძენგოვზე, მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ. მომღერალი პირველი ქორწინებიდან უფროს ქალიშვილს, ოლივიასაც ზრდის.
წაიკითხეთ ასევე: