სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დონალდ, მარცხნივ გაიხედე“ - გაშიფრეს თუ რას ეჩურჩულებოდა მელანია დონალდ ტრამპს რომის პაპის დაკრძალვაზე და რა უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა სხვა ლიდერებს
"დონალდ, მარცხნივ გაიხედე“ - გაშიფრეს თუ რას ეჩურჩულებოდა მელანია დონალდ ტრამპს რომის პაპის დაკრძალვაზე და რა უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა სხვა ლიდერებს

"რა თქვეს ტრამპმა და ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა პაპ ფრან­ცის­კეს დაკ­რძალ­ვა­ზე ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვი­სას, ტუ­ჩე­ბის მოძ­რა­ო­ბის ამო­კი­თხვის მი­ხედ­ვით?" - ამ თე­მა­ზე სტა­ტი­ას nypost.com აქ­ვეყ­ნებს.

  • პირ­ველ­მა ლე­დიმ, მე­ლა­ნია ტრამპმა, პრე­ზი­დენტს მი­უ­თი­თა, პაპ ფრან­ცის­კეს დაკ­რძალ­ვა­ზე სხვა მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის­თვი­საც ჩა­მო­ერ­თმია ხელი.

სამ­სა­ა­თი­ა­ნი კა­თო­ლი­კუ­რი მე­სის დროს, დამ­სწრე­ებს შეს­თა­ვა­ზეს ერ­თმა­ნე­თის­თვის "მშვი­დო­ბის ნი­შა­ნი“ გა­და­ე­ცათ ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვით.

"დო­ნალდ, მარ­ცხნივ გა­ი­ხე­დე“, - ჩას­ჩურ­ჩუ­ლა მე­ლა­ნი­ამ ქმარს, სა­სა­მარ­თლო ექ­სპერტ-ლი­პი­დო­ლოგ ჯე­რე­მი ფრი­მე­ნის თქმით.

პირ­ვე­ლი ლე­დის მი­თი­თე­ბის შემ­დეგ, ტრამ­პი ეს­ტო­ნე­თის პრე­ზი­დენტ ალარ კა­რის­სა და ეს­პა­ნე­თის მეფე ფი­ლი­პე VI-ს მი­უბ­რუნ­და და უთხრა: "ძა­ლი­ან მი­ხა­რია თქვე­ნი ნახ­ვა".

შემ­დეგ, მარ­ჯვნივ შებ­რუ­ნე­ბულ­მა ტრამპმა ხელი ჩა­მო­არ­თვა ფი­ნე­თის პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დერ სტუბს, სა­ნამ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა­ზე გა­და­ვი­დო­და, რაც ვი­დე­ო­შიც ჩანს.

ტრამპსა და მაკ­რონს ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის დროს არ ულა­პა­რა­კი­ათ..

  • ტრამ­პი სტუბს უყუ­რებს და ეუბ­ნე­ბა:

"ძა­ლი­ან მი­ხა­რია შენი ნახ­ვა, ალექს, მი­ხა­რია შენი ნახ­ვა. რო­გორ ხარ?“ - ჰკი­თხა ტრამპმა სტუბს.

ტრამ­პებს წინა რიგ­ში ეკა­ვათ ად­გი­ლე­ბი წმინ­და პეტ­რეს მო­ე­დან­ზე გა­მარ­თულ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე. მა­ნამ­დე ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ვა­ტი­კა­ნის პრო­ტო­კო­ლი მათ გავ­ლე­ნი­ა­ნი არ­ქი­ე­პის­კო­პო­სე­ბის, ეპის­კო­პო­სე­ბის, კარ­დი­ნა­ლე­ბი­სა და მმარ­თვე­ლი მო­ნარ­ქე­ბის უკან მო­ა­თავ­სებ­და.

ტრამპს მუქი ლურ­ჯი კოს­ტი­უ­მი ეცვა, ხოლო მე­ლა­ნი­ას - მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი შავი კაბა.

  • ცე­რე­მო­ნი­ის დროს, ტრამპმა მე­ლა­ნი­ას ტკბი­ლად ჰკი­თხა: "კარ­გად ხარ?“, რა­ზეც მან თა­ვის დაქ­ნე­ვით უპა­სუ­ხა.

"კარ­გი დის­კუ­სია იყო“, - უთხრა ერთ მო­მენ­ტში პრე­ზი­დენ­ტმა მე­უღ­ლეს, თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­მელ დის­კუ­სი­ა­ზე სა­უბ­რობ­და.

"კარ­გია“, - უპა­სუ­ხა მან.

"დროა“, - თქვა შემ­დეგ ტრამპმა, რა­ზეც მე­ლა­ნი­ამ უპა­სუ­ხა: "დიახ, გე­თან­ხმე­ბი“.

ლონ­დონ­ში მცხოვ­რე­ბი ფრი­მე­ნი, რო­მელ­მაც სა­უ­ბა­რი გა­შიფ­რა და­ბა­დე­ბი­დან სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია და 16 წე­ლია, რაც ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯის მიერ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ ექ­სპერტ მოწ­მედ მუ­შა­ობს მო­სარ­ჩლე­ე­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"დონალდ, მარცხნივ გაიხედე“ - გაშიფრეს თუ რას ეჩურჩულებოდა მელანია დონალდ ტრამპს რომის პაპის დაკრძალვაზე და რა უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა სხვა ლიდერებს

"დონალდ, მარცხნივ გაიხედე“ - გაშიფრეს თუ რას ეჩურჩულებოდა მელანია დონალდ ტრამპს რომის პაპის დაკრძალვაზე და რა უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა სხვა ლიდერებს

"რა თქვეს ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე ხელის ჩამორთმევისას, ტუჩების მოძრაობის ამოკითხვის მიხედვით?" - ამ თემაზე სტატიას nypost.com აქვეყნებს.

  • პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, პრეზიდენტს მიუთითა, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე სხვა მსოფლიო ლიდერებისთვისაც ჩამოერთმია ხელი.

სამსაათიანი კათოლიკური მესის დროს, დამსწრეებს შესთავაზეს ერთმანეთისთვის "მშვიდობის ნიშანი“ გადაეცათ ხელის ჩამორთმევით.

"დონალდ, მარცხნივ გაიხედე“, - ჩასჩურჩულა მელანიამ ქმარს, სასამართლო ექსპერტ-ლიპიდოლოგ ჯერემი ფრიმენის თქმით.

პირველი ლედის მითითების შემდეგ, ტრამპი ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისსა და ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ს მიუბრუნდა და უთხრა: "ძალიან მიხარია თქვენი ნახვა".

შემდეგ, მარჯვნივ შებრუნებულმა ტრამპმა ხელი ჩამოართვა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს, სანამ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ხელის ჩამორთმევაზე გადავიდოდა, რაც ვიდეოშიც ჩანს.

ტრამპსა და მაკრონს ხელის ჩამორთმევის დროს არ ულაპარაკიათ..

  • ტრამპი სტუბს უყურებს და ეუბნება:

"ძალიან მიხარია შენი ნახვა, ალექს, მიხარია შენი ნახვა. როგორ ხარ?“ - ჰკითხა ტრამპმა სტუბს.

ტრამპებს წინა რიგში ეკავათ ადგილები წმინდა პეტრეს მოედანზე გამართულ ცერემონიაზე. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ვატიკანის პროტოკოლი მათ გავლენიანი არქიეპისკოპოსების, ეპისკოპოსების, კარდინალებისა და მმართველი მონარქების უკან მოათავსებდა.

ტრამპს მუქი ლურჯი კოსტიუმი ეცვა, ხოლო მელანიას - მაქმანებიანი შავი კაბა.

  • ცერემონიის დროს, ტრამპმა მელანიას ტკბილად ჰკითხა: "კარგად ხარ?“, რაზეც მან თავის დაქნევით უპასუხა.

"კარგი დისკუსია იყო“, - უთხრა ერთ მომენტში პრეზიდენტმა მეუღლეს, თუმცა გაურკვეველია, რომელ დისკუსიაზე საუბრობდა.

"კარგია“, - უპასუხა მან.

"დროა“, - თქვა შემდეგ ტრამპმა, რაზეც მელანიამ უპასუხა: "დიახ, გეთანხმები“.

ლონდონში მცხოვრები ფრიმენი, რომელმაც საუბარი გაშიფრა დაბადებიდან სმენადაქვეითებულია და 16 წელია, რაც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ სერტიფიცირებულ ექსპერტ მოწმედ მუშაობს მოსარჩლეებისთვის, პოლიციისა და ჟურნალისტებისთვის.