მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინდოელი კურიერის როლის თამაში მისი იდეა იყო... რაღაც თუ არ მოეწონა, არ გააკეთებს" - როგორ ცხოვრობს ყველასთვის საყვარელი ნიკე ჩაჩანიძე და როგორ იღებენ მის პოპულარულ ვიდეოებს
"ინდოელი კურიერის როლის თამაში მისი იდეა იყო... რაღაც თუ არ მოეწონა, არ გააკეთებს" - როგორ ცხოვრობს ყველასთვის საყვარელი ნიკე ჩაჩანიძე და როგორ იღებენ მის  პოპულარულ ვიდეოებს

ხა­ტია ფარსმა­ნაშ­ვი­ლი 2 შვი­ლის დე­დაა, ნიკე ჩა­ჩა­ნი­ძე მისი უფ­რო­სი შვი­ლია. უმ­ცრო­სი დაჩი - 2 წლის არის. ნიკე, რო­მე­ლიც მალე 8 წლის ხდე­ბა, ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვია. გო­გო­ნას ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­ვის ვი­დე­ო­ე­ბით კარ­გად იც­ნობს. 150.000 გა­მომ­წე­რი "ფე­ის­ბუქ­ზე“ ჰყავს და "ტიკ-ტოკ­ზე“ - 43.000. ვი­დე­ო­ებ­ში ძი­რი­თა­დად თა­ვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს და ზოგ­ჯერ სა­ზო­გა­დო თე­მებ­ზეც, რა­შიც დე­დი­კო ეხ­მა­რე­ბა.

ნიკე ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ბავ­შვია, რომ სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნია სა­კუ­თარ რეკ­ლა­მა­საც უკ­ვე­თავს და გო­გო­ნას სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლიც აქვს.

ნი­კეს დე­დი­კო თა­ვი­სი პო­პუ­ლა­რუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნას შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა.

  • ხა­ტია ფარსმა­ნაშ­ვი­ლი:

- ამ­ჟა­მად დი­ა­სახ­ლი­სი ვარ, ადრე ფო­ტოგ­რა­ფი ვი­ყა­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს ფო­ტოგ­რაფ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი. სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თის ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დი და სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი შეკ­ვე­თა მქონ­და.

- რად­გან ფო­ტო­კა­მე­რას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ფლობთ, ეს ხომ არ იყო იმის მი­ზე­ზი, რომ ნი­კეს­თვის ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რა გა­და­წყვი­ტეთ?

- შე­საძ­ლე­ბე­ლია ესეც იყო, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ამის მი­ზე­ზი ისაა, რომ ყვე­ლა მშო­ბე­ლი შვილს "აღუს" თქმი­დან პირ­ველ ნა­ბი­ჯამ­დე ხომ უღებს ვი­დე­ოს, რი­თაც გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან?! ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც ასე იყო. თუმ­ცა ნი­კეს და მის ვი­დე­ო­ებს თა­ვი­დან­ვე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ერთი წლი­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად სა­უბ­რობ­და. ჩემს ნათ­ქვამს კი არ იმე­ო­რებ­და, თა­ვის ნა­აზ­რევს გა­მო­ხა­ტავ­და. თან ძა­ლი­ან დიდ ტექ­სტებს ამ­ბობ­და. წლი­სა და რამ­დე­ნი­მე თვის იყო, "მგე­ლი და კრავს“ რომ ჰყვე­ბო­და. ყუ­რა­დღე­ბა თა­ვი­დან­ვე ასე მი­იქ­ცია. მერე მთხოვ­დნენ, მის­თვის "იუ­თუბ­ზე“ არხი შე­მექ­მნა, რომ მისი ვი­დე­ო­ე­ბი ხში­რად ენა­ხათ. ამის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად არ შე­მი­ხე­დავს და არც იმის­თვის, რომ მას რა­ი­მე ნიჭი ჰქონ­და და აუ­ცი­ლებ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უნდა გა­მეც­ნო.

მოკ­ლედ, ადა­მი­ა­ნე­ბის იდეა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც იქამ­დე მი­ვი­და, რომ რამ­დე­ნი­მე წელ­ში ნი­კეს "ფე­ის­ბუქ­ზე“ გვერ­დი გა­ვუ­კე­თე.

- არ­ტის­ტუ­ლია, კარ­გად სა­უბ­რობს, მო­აზ­როვ­ნე და გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­გო­ნაა... ვის ჰგავს?

- მშობ­ლე­ბი სულ სხვა­ნა­ი­რე­ბი ვართ. ვფიქ­რობ, რომ თა­ვის თავს ჰგავს, ასე­თია თა­ვის­თა­ვად. ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია. რა­ღაც სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თუ მოხ­ვდე­ბა, უნდა ილა­პა­რა­კოს, თუნ­დაც იქ არ იც­ნობ­დნენ, ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს.

- თა­ვის თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამ თვი­სე­ბე­ბის გამო ხომ არ უჭირს?

- პირ­ველ კლას­ში ცოტა უჭირ­და, როცა მი­ვი­და, წერა-კი­თხვა, ან­გა­რი­ში და ბევ­რი რამ იცო­და და ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ფე­რი ვი­ციო და არ მოს­წონ­და, სხვე­ბი მა­შინ რომ სწავ­ლობ­დნენ... თუმ­ცა მე­ო­რე კლა­სი­დან აღარ ჰქონ­და ამ კუ­თხით არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია. სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­დის და ძა­ლი­ან მოს­წონს. ვუ­თხა­რი, გა­და­გიყ­ვან ისეთ კერ­ძო სკო­ლა­ში, რო­მელ­შიც გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად მა­თე­მა­ტი­კას და ინ­გლი­სურს ას­წავ­ლი­ან-მეთ­ქი, მაგ­რამ იმ­დე­ნად შე­ე­გუა კლა­სე­ლებს, სკო­ლას, რომ არ უნდა არ­სად გა­დას­ვლა.

- ე.ი. თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს...

- ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. უყ­ვარს თა­ვის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი და დამ­რი­გე­ბე­ლი. დამ­რი­გე­ბელ­ზე გიჟ­დე­ბა. ზო­გა­დად მო­რი­დე­ბუ­ლი ბავ­შვია, ისე, რომ ვი­ღა­ცას­თან სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნოს, ჩა­ე­ხუ­ტოს, ეს არ ახა­სი­ა­თებს. კა­მე­რას­თან ბევ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლია და ასე­ვე საკ­მა­ოდ გახ­სნი­ლია თა­ვის დამ­რი­გე­ბელ­თან, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს... საგ­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან უყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა...

- ცნო­ბი­ლი ბავ­შვი რომ არის, არც ეს აი­სა­ხე­ბა ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას?

- ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ეს არ იგ­რძნო­ბა - არც ნი­კეს მხრი­დან და არც ბავ­შვე­ბის მხრი­დან. არც ის, რომ უამ­რა­ვი გა­მომ­წე­რი ჰყავს და კომ­პა­ნი­ე­ბი­დან თა­ვის შე­მო­სა­ვა­ლი აქვს.

- არ­ტის­ტუ­ლი გო­გო­ნაა. რა­ი­მე წრე­ზე ხომ არ და­დის?

- რუს­თავ­ში თე­ატრ "ბრა­ვო­ში“ და­დი­ო­და, ერთი წლის მერე თავი და­ა­ნე­ბა. ახალ ბავ­შვებ­თან ერ­თად დას­ვეს და არ მოს­წონ­და, სცე­ნა­ზე ვე­ღარ ავ­დი­ვარ, ახალ ბავ­შვებს უხ­სნი­ან თე­ატ­რის ის­ტო­რი­ას, მათ­ზე არი­ან გა­დარ­თუ­ლე­ბი და სცე­ნა­ზე ნაკ­ლე­ბად ვდგამთ სპექ­ტაკ­ლებ­სო. ამ­ჟა­მად ხატ­ვა­ზე, ცეკ­ვა­ზე და­დის. ხატ­ვა­ში ძა­ლი­ან კარგ უნა­რებს ავ­ლენს.

- მის ვი­დე­ო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს...

- ნი­კეს ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს, მათ შო­რის, ასა­კო­ვა­ნე­ბიც... ვი­დე­ოს ყო­ველ­დღე არ ვწერთ. სა­ერ­თოდ ასეა, რა­ღა­ცა­ზე როცა ვსა­უბ­რობთ ხოლ­მე, მაგ დროს იდეა მო­დის, ამა­ზე ვი­დეო ჩავ­წე­როთ. მა­გა­ლი­თად, რა­ღაც სა­სა­ცი­ლო თქვა, მერე მეც და­ვუ­მა­ტე და ასე ექ­სპრომ­ტად ვწერთ. ბევ­რი რამ მერე მისი იმპრო­ვი­ზა­ცი­აა. ჩვენ­თან რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია თა­ნამ­შრომ­ლობს და რეკ­ლა­მა­საც რომ გვიკ­ვე­თენ, ვცდი­ლობთ, წი­ნას­წარ დავ­გეგ­მოთ, რას ვი­ტყვით, რა უნდა კომ­პა­ნი­ას რომ თქვას. კა­მე­რა რომ ჩა­ირ­თვე­ბა, ნიკე თა­ვი­სას ამ­ბობს... ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ატა­ცე­ბულ თე­მებ­საც ვეხ­მა­უ­რე­ბით, ჩავ­წერთ ხოლ­მე ვი­დე­ოს. ჩვენ გვერ­დზე ასე­თი ვი­დე­ო­ე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

- ბავ­შვის სქე­სის გა­მოც­ნო­ბის ვი­დე­ოს რომ წე­რენ ხოლ­მე, ამას თქვენ გა­მო­ეხ­მა­უ­რეთ. რო­გო­რი სხვა­დას­ხვა სახე შექ­მნა. თვი­თონ მო­ი­გო­ნა ის ყვე­ლა­ფე­რი?

- კი. რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი ჩემი იყო, თუმ­ცა ინ­დო­ე­ლი კუ­რი­ე­რი, სა­ხის თა­მა­ში მისი იდეა იყო. რამ­დენ­ჯე­რაც გა­მო­ვი­ძა­ხეთ, ინ­დო­ე­ლი იყო და ვერ აგ­ნებ­და, რა­ზეც ვბრაზ­დე­ბით ხოლ­მე... რა­ღაც თუ არ მო­ე­წო­ნა, იმას არ გა­ა­კე­თებს, ასე არა, ამას არ გა­და­ვი­ღებ - იტყვის. ზოგ­ჯერ, უცებ რომ მი­მიშ­ვე­რია კა­მე­რა და მით­ქვამს, რა სა­სა­ცი­ლო ხარ, ნიკე. ეს არ დადო, იტყვის და იქვე ვჩერ­დე­ბი.

- მა­მაც ჩანს ხოლ­მე კადრში. გაგ­ვა­ცა­ნით ნი­კეს მამა და თქვე­ნი მე­უღ­ლე...

- ნი­კეს მა­მი­კო ბაჩი ჩა­ჩა­ნი­ძე მშე­ნე­ბე­ლია. ვი­დე­ო­ებ­ში გა­მო­ჩე­ნას უკვე შე­ეჩ­ვია - სხვა გზა არ აქვს, ნიკე ხში­რად იღებს ხოლ­მე მა­მი­კოს­თან ერ­თად ვი­დე­ოს. არა­და არც ვი­დე­ო­ე­ბი და არც ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა უყ­ვარ­და...

- ნიკე კი­დევ რით ერ­თო­ბა?

- ძა­ლი­ან უყ­ვარს წიგ­ნე­ბის კი­თხვა. ახ­ლაც, ზის და კი­თხუ­ლობს. გა­ჯე­ტებ­ზეც აქვს წვდო­მა, მაგ­რამ ვცდი­ლობ, დღე­ში ერთ სა­ათ­ზე მეტი არ ჰქონ­დეს შე­ხე­ბა. ლე­გო­ე­ბის თა­მა­ში უყ­ვარს, გა­ფე­რა­დე­ბა, და­ხატ­ვა. სა­აზ­როვ­ნო თა­მა­შე­ბიც იზი­დავს - ისე­თი თა­მა­შე­ბი უყ­ვარს, რა­საც ფიქ­რი სჭირ­დე­ბა.

- დედა-შვილს რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- მე­გობ­რუ­ლად ვუდ­გე­ბი, მინ­და, რომ მე­გობ­რე­ბი ვი­ყოთ, არა­ფე­რი და­მი­მა­ლოს, ბო­ლომ­დე იყოს ჩემ­თან გახ­სნი­ლი, - სულ იმ რე­ჟიმ­ში ვარ, რა­ღაც არ გა­მო­მე­პა­როს. თან თა­ვი­სუფ­ლე­ბა მინ­და, ჰქონ­დეს ჩაც­მა­ში, ჭა­მა­ში, თუნ­დაც რა წრე­ებ­ზეც ივ­ლის, თა­ვი­სუფ­ლად იყოს. ნი­კეს, რო­გორც დიდ ადა­მი­ანს ისე ვუ­ყუ­რებ, ასე­თი მიდ­გო­მა მაქვს მას­თან 2 წლის ასა­კი­დან. კი, მას­თან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­უბ­რე­ბი მაქვს რო­გორც მოზ­რდილ ადა­მი­ან­თან. სიმ­ღე­რა­ზე სამი წელი და­დი­ო­და, მერე რა­ღაც გული ვე­ღარ და­უ­დო და გა­მო­ვი­და, იქი­დან, რომ სხვა რა­ღა­ცე­ბიც ვცა­დოო. ძა­ლი­ან მოს­წონს ცეკ­ვა.

ამ­ბობს, თუ ცეკ­ვი­დან არ გა­მო­ვე­დი და ბევ­რს ვი­ვარ­ჯი­შებ, ძა­ლი­ან მა­გა­რი მო­ცეკ­ვა­ვე გა­მო­ვა­ლო, თუ მო­ცეკ­ვა­ვე არა, მა­შინ მსა­ხი­ო­ბიო.

- ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რის კუ­თხით რა­ი­მეს შეც­ვლას ხომ არ აპი­რებს?

- არა, მოს­წონს ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა. მოს­წონს ხალ­ხის კო­მენ­ტა­რე­ბი. მოკ­ლედ, ყო­ველ­დღი­უ­რად ვლო­გებს ვწერთ, გარ­და იმი­სა, რომ რაც ხდე­ბა ჩვენ გარ­შე­მო, რა­ღაც სი­ტუ­ა­ცი­ებს, ამ­ბებს ვა­შარ­ჟებთ, იმა­ზე სა­სა­ცი­ლო ვი­დე­ოს ვი­ღებთ... უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას მინ­და, მი­აღ­წი­ოს სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­რო­ში.

კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, კი­ნო­ში უნდა გა­და­ე­ღოთ. რე­ჟი­სო­რიც ეცა­და, ჩვენც, რომ რა­ღაც ტან­საც­მე­ლი ჩა­ეც­ვა და არაფ­რით არ ჩა­იც­ვა. არ მო­ე­წო­ნა სა­მო­სი... ვერ მო­ირ­გო. მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის შვი­ლი უნდა ეთა­მა­შა. გული დაგ­ვწყდა, რომ არ და­თან­ხმდა. სა­მო­მავ­ლოდ მინ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ღე­ბებ­ში, რაც მთა­ვა­რია, მე­ტად და მე­ტად გან­ვი­თარ­დეს, პირ­ველ რიგ­ში გა­ნათ­ლე­ბას მი­ხე­დოს.

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ!

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ინდოელი კურიერის როლის თამაში მისი იდეა იყო... რაღაც თუ არ მოეწონა, არ გააკეთებს" - როგორ ცხოვრობს ყველასთვის საყვარელი ნიკე ჩაჩანიძე და როგორ იღებენ მის პოპულარულ ვიდეოებს

"ინდოელი კურიერის როლის თამაში მისი იდეა იყო... რაღაც თუ არ მოეწონა, არ გააკეთებს" - როგორ ცხოვრობს ყველასთვის საყვარელი ნიკე ჩაჩანიძე და როგორ იღებენ მის  პოპულარულ ვიდეოებს

ხატია ფარსმანაშვილი 2 შვილის დედაა, ნიკე ჩაჩანიძე მისი უფროსი შვილია. უმცროსი დაჩი - 2 წლის არის. ნიკე, რომელიც მალე 8 წლის ხდება, ინტერნეტვარსკვლავია. გოგონას ინტერნეტმომხმარებელი თავის ვიდეოებით კარგად იცნობს. 150.000 გამომწერი "ფეისბუქზე“ ჰყავს და "ტიკ-ტოკზე“ - 43.000. ვიდეოებში ძირითადად თავის ყოველდღიურობაზე აკეთებს აქცენტს და ზოგჯერ საზოგადო თემებზეც, რაშიც დედიკო ეხმარება.

ნიკე ისეთი პოპულარული ბავშვია, რომ სხვადასხვა კომპანია საკუთარ რეკლამასაც უკვეთავს და გოგონას საკუთარი შემოსავალიც აქვს.

ნიკეს დედიკო თავისი პოპულარული და ნიჭიერი გოგონას შესახებ გვესაუბრა.

  • ხატია ფარსმანაშვილი:

- ამჟამად დიასახლისი ვარ, ადრე ფოტოგრაფი ვიყავი, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი. სხვადასხვა ხასიათის ფოტოებს ვიღებდი და სხვადასხვაგვარი შეკვეთა მქონდა.

- რადგან ფოტოკამერას პროფესიონალურად ფლობთ, ეს ხომ არ იყო იმის მიზეზი, რომ ნიკესთვის ვიდეოების ჩაწერა გადაწყვიტეთ?

- შესაძლებელია ესეც იყო, მაგრამ ვფიქრობ, ამის მიზეზი ისაა, რომ ყველა მშობელი შვილს "აღუს" თქმიდან პირველ ნაბიჯამდე ხომ უღებს ვიდეოს, რითაც გახარებულები არიან?! ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. თუმცა ნიკეს და მის ვიდეოებს თავიდანვე დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ალბათ იმიტომ, რომ ერთი წლიდან ჩვეულებრივად საუბრობდა. ჩემს ნათქვამს კი არ იმეორებდა, თავის ნააზრევს გამოხატავდა. თან ძალიან დიდ ტექსტებს ამბობდა. წლისა და რამდენიმე თვის იყო, "მგელი და კრავს“ რომ ჰყვებოდა. ყურადღება თავიდანვე ასე მიიქცია. მერე მთხოვდნენ, მისთვის "იუთუბზე“ არხი შემექმნა, რომ მისი ვიდეოები ხშირად ენახათ. ამისთვის სერიოზულად არ შემიხედავს და არც იმისთვის, რომ მას რაიმე ნიჭი ჰქონდა და აუცილებლად საზოგადოებისთვის უნდა გამეცნო.

მოკლედ, ადამიანების იდეა საბოლოოდ მაინც იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე წელში ნიკეს "ფეისბუქზე“ გვერდი გავუკეთე.

- არტისტულია, კარგად საუბრობს, მოაზროვნე და გამორჩეული გოგონაა... ვის ჰგავს?

- მშობლები სულ სხვანაირები ვართ. ვფიქრობ, რომ თავის თავს ჰგავს, ასეთია თავისთავად. ძალიან კომუნიკაბელურია. რაღაც სიტუაციაში თუ მოხვდება, უნდა ილაპარაკოს, თუნდაც იქ არ იცნობდნენ, ყურადღებას იქცევს.

- თავის თანატოლებთან ურთიერთობა ამ თვისებების გამო ხომ არ უჭირს?

- პირველ კლასში ცოტა უჭირდა, როცა მივიდა, წერა-კითხვა, ანგარიში და ბევრი რამ იცოდა და ამბობდა, ყველაფერი ვიციო და არ მოსწონდა, სხვები მაშინ რომ სწავლობდნენ... თუმცა მეორე კლასიდან აღარ ჰქონდა ამ კუთხით არანაირი პრეტენზია. საჯარო სკოლაში დადის და ძალიან მოსწონს. ვუთხარი, გადაგიყვან ისეთ კერძო სკოლაში, რომელშიც გაძლიერებულად მათემატიკას და ინგლისურს ასწავლიან-მეთქი, მაგრამ იმდენად შეეგუა კლასელებს, სკოლას, რომ არ უნდა არსად გადასვლა.

- ე.ი. თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობა აქვს...

- ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. უყვარს თავის თანაკლასელები და დამრიგებელი. დამრიგებელზე გიჟდება. ზოგადად მორიდებული ბავშვია, ისე, რომ ვიღაცასთან სითბო, სიყვარული გამოავლინოს, ჩაეხუტოს, ეს არ ახასიათებს. კამერასთან ბევრად თავისუფალია და ასევე საკმაოდ გახსნილია თავის დამრიგებელთან, მასთან ურთიერთობა ძალიან უყვარს... საგნებიდან ძალიან უყვარს მათემატიკა...

- ცნობილი ბავშვი რომ არის, არც ეს აისახება ბავშვებთან ურთიერთობისას?

- ბავშვებთან ურთიერთობაში ეს არ იგრძნობა - არც ნიკეს მხრიდან და არც ბავშვების მხრიდან. არც ის, რომ უამრავი გამომწერი ჰყავს და კომპანიებიდან თავის შემოსავალი აქვს.

- არტისტული გოგონაა. რაიმე წრეზე ხომ არ დადის?

- რუსთავში თეატრ "ბრავოში“ დადიოდა, ერთი წლის მერე თავი დაანება. ახალ ბავშვებთან ერთად დასვეს და არ მოსწონდა, სცენაზე ვეღარ ავდივარ, ახალ ბავშვებს უხსნიან თეატრის ისტორიას, მათზე არიან გადართულები და სცენაზე ნაკლებად ვდგამთ სპექტაკლებსო. ამჟამად ხატვაზე, ცეკვაზე დადის. ხატვაში ძალიან კარგ უნარებს ავლენს.

- მის ვიდეოებს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება აქვს...

- ნიკეს ყველა ასაკის ადამიანი უყურებს, მათ შორის, ასაკოვანებიც... ვიდეოს ყოველდღე არ ვწერთ. საერთოდ ასეა, რაღაცაზე როცა ვსაუბრობთ ხოლმე, მაგ დროს იდეა მოდის, ამაზე ვიდეო ჩავწეროთ. მაგალითად, რაღაც სასაცილო თქვა, მერე მეც დავუმატე და ასე ექსპრომტად ვწერთ. ბევრი რამ მერე მისი იმპროვიზაციაა. ჩვენთან რამდენიმე კომპანია თანამშრომლობს და რეკლამასაც რომ გვიკვეთენ, ვცდილობთ, წინასწარ დავგეგმოთ, რას ვიტყვით, რა უნდა კომპანიას რომ თქვას. კამერა რომ ჩაირთვება, ნიკე თავისას ამბობს... ჩვენს ყოველდღიურობაში ატაცებულ თემებსაც ვეხმაურებით, ჩავწერთ ხოლმე ვიდეოს. ჩვენ გვერდზე ასეთი ვიდეოები ძალიან აქტუალურია.

- ბავშვის სქესის გამოცნობის ვიდეოს რომ წერენ ხოლმე, ამას თქვენ გამოეხმაურეთ. როგორი სხვადასხვა სახე შექმნა. თვითონ მოიგონა ის ყველაფერი?

- კი. რამდენიმე ვარიანტი ჩემი იყო, თუმცა ინდოელი კურიერი, სახის თამაში მისი იდეა იყო. რამდენჯერაც გამოვიძახეთ, ინდოელი იყო და ვერ აგნებდა, რაზეც ვბრაზდებით ხოლმე... რაღაც თუ არ მოეწონა, იმას არ გააკეთებს, ასე არა, ამას არ გადავიღებ - იტყვის. ზოგჯერ, უცებ რომ მიმიშვერია კამერა და მითქვამს, რა სასაცილო ხარ, ნიკე. ეს არ დადო, იტყვის და იქვე ვჩერდები.

- მამაც ჩანს ხოლმე კადრში. გაგვაცანით ნიკეს მამა და თქვენი მეუღლე...

- ნიკეს მამიკო ბაჩი ჩაჩანიძე მშენებელია. ვიდეოებში გამოჩენას უკვე შეეჩვია - სხვა გზა არ აქვს, ნიკე ხშირად იღებს ხოლმე მამიკოსთან ერთად ვიდეოს. არადა არც ვიდეოები და არც ფოტოების გადაღება უყვარდა...

- ნიკე კიდევ რით ერთობა?

- ძალიან უყვარს წიგნების კითხვა. ახლაც, ზის და კითხულობს. გაჯეტებზეც აქვს წვდომა, მაგრამ ვცდილობ, დღეში ერთ საათზე მეტი არ ჰქონდეს შეხება. ლეგოების თამაში უყვარს, გაფერადება, დახატვა. სააზროვნო თამაშებიც იზიდავს - ისეთი თამაშები უყვარს, რასაც ფიქრი სჭირდება.

- დედა-შვილს როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- მეგობრულად ვუდგები, მინდა, რომ მეგობრები ვიყოთ, არაფერი დამიმალოს, ბოლომდე იყოს ჩემთან გახსნილი, - სულ იმ რეჟიმში ვარ, რაღაც არ გამომეპაროს. თან თავისუფლება მინდა, ჰქონდეს ჩაცმაში, ჭამაში, თუნდაც რა წრეებზეც ივლის, თავისუფლად იყოს. ნიკეს, როგორც დიდ ადამიანს ისე ვუყურებ, ასეთი მიდგომა მაქვს მასთან 2 წლის ასაკიდან. კი, მასთან ჩვეულებრივი საუბრები მაქვს როგორც მოზრდილ ადამიანთან. სიმღერაზე სამი წელი დადიოდა, მერე რაღაც გული ვეღარ დაუდო და გამოვიდა, იქიდან, რომ სხვა რაღაცებიც ვცადოო. ძალიან მოსწონს ცეკვა.

ამბობს, თუ ცეკვიდან არ გამოვედი და ბევრს ვივარჯიშებ, ძალიან მაგარი მოცეკვავე გამოვალო, თუ მოცეკვავე არა, მაშინ მსახიობიო.

- ვიდეოების ჩაწერის კუთხით რაიმეს შეცვლას ხომ არ აპირებს?

- არა, მოსწონს ეს მიმართულება. მოსწონს ხალხის კომენტარები. მოკლედ, ყოველდღიურად ვლოგებს ვწერთ, გარდა იმისა, რომ რაც ხდება ჩვენ გარშემო, რაღაც სიტუაციებს, ამბებს ვაშარჟებთ, იმაზე სასაცილო ვიდეოს ვიღებთ... უფრო მეტ წარმატებას მინდა, მიაღწიოს სამსახიობო სფეროში.

კარგი შემოთავაზება იყო, კინოში უნდა გადაეღოთ. რეჟისორიც ეცადა, ჩვენც, რომ რაღაც ტანსაცმელი ჩაეცვა და არაფრით არ ჩაიცვა. არ მოეწონა სამოსი... ვერ მოირგო. მთავარი როლის შემსრულებლის შვილი უნდა ეთამაშა. გული დაგვწყდა, რომ არ დათანხმდა. სამომავლოდ მინდა, მონაწილეობა მიიღოს საინტერესო გადაღებებში, რაც მთავარია, მეტად და მეტად განვითარდეს, პირველ რიგში განათლებას მიხედოს.

- წარმატებას გისურვებთ!