მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა

სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტად და­ვით კა­ჭა­რა­ვა აირ­ჩი­ეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რაგ­ბის კავ­ში­რი ავ­რცე­ლებს.

  • ამა­ვე ცნო­ბით, კა­ჭა­რა­ვა აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 58-დან 57 ხმით აირ­ჩი­ეს. მისი კან­დი­და­ტუ­რა სრკ-ს ოც­და­ცა­მეტ­მა ნამ­დვილ­მა წევ­რმა წა­რად­გი­ნა.

"აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მან იო­სებ ტყე­მა­ლა­ძე ჩა­ა­ნაც­ვლა, რო­მელ­საც ქარ­თულ რაგ­ბი­ში 4-წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ქონ­და. 2021 წლი­დან დღემ­დე, იო­სებ ტყე­მა­ლა­ძის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი­სა თუ ინო­ვა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ფორ­მა­ცი­ის ნაკ­რებ­მა არ­ნა­ხუ­ლი პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­და. ასე­ვე, გაღ­რმავ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რო­გორც მსოფ­ლიო რაგბ­თან, ასე­ვე ექ­ვსი ერი­სა და რაგ­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მმარ­თველ ორ­გა­ნო­ებ­თან. ახლა კი ამ საქ­მეს და­ვით კა­ჭა­რა­ვა გა­უ­ძღვე­ბა.

40 წლის და­ვით კა­ჭა­რა­ვამ მო­თა­მა­შის კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვა. მისი სა­ნაკ­რე­ბო დე­ბი­უ­ტი 2006 წელს შედ­გა და ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის კვარ­თით ყვე­ლა­ზე მეტი - 122 კეპი აქვს მოხ­ვე­ჭი­ლი, გა­ტა­ნი­ლი ლე­ლო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით კი გუნ­დის ის­ტო­რი­ა­ში მე­სა­მე ად­გილს იკა­ვებს (25 ლელო). კა­ჭა­რა­ვა 4 მსოფ­ლიო თა­სის მო­ნა­წი­ლეა (2007, 2011, 2015 და 2019), რაგ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი კი 11-ჯერ მო­ი­გო.

მო­თა­მა­შის კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ის რაგბ­ში დარ­ჩა და უკა­ნას­კნე­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს იკა­ვებ­და.

ახალ პო­ზი­ცი­ა­ზე კა­ჭა­რა­ვას საქ­მი­ა­ნო­ბა სრკ-ის სტრა­ტე­გი­უ­ლი და სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას მო­ი­ცავს. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მისი ხედ­ვე­ბი მო­ი­ცავს, მათ შო­რის, ახალ­გაზ­რდუ­ლი რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და სამ­წვრთნე­ლო რე­სურ­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რი მად­ლო­ბას უხ­დის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მხა­რეს და წარ­მა­ტე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უსურ­ვებს არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს“ ,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

  • ამავე ცნობით, კაჭარავა აღნიშნულ თანამდებობაზე 58-დან 57 ხმით აირჩიეს. მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.

"აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე ჩაანაცვლა, რომელსაც ქართულ რაგბიში 4-წლიანი წარმატებული პერიოდი ქონდა. 2021 წლიდან დღემდე, იოსებ ტყემალაძის მიერ განხორციელებული რეფორმებისა თუ ინოვაციების შედეგად, საქართველოს ყველა ფორმაციის ნაკრებმა არნახული პროგრესი განიცადა. ასევე, გაღრმავდა ურთიერთობები როგორც მსოფლიო რაგბთან, ასევე ექვსი ერისა და რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის მმართველ ორგანოებთან. ახლა კი ამ საქმეს დავით კაჭარავა გაუძღვება.

40 წლის დავით კაჭარავამ მოთამაშის კარიერის განმავლობაში მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა. მისი სანაკრებო დებიუტი 2006 წელს შედგა და ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტი - 122 კეპი აქვს მოხვეჭილი, გატანილი ლელოების რაოდენობით კი გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს (25 ლელო). კაჭარავა 4 მსოფლიო თასის მონაწილეა (2007, 2011, 2015 და 2019), რაგბი ევროპის ჩემპიონატი კი 11-ჯერ მოიგო.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ის რაგბში დარჩა და უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ახალ პოზიციაზე კაჭარავას საქმიანობა სრკ-ის სტრატეგიული და საორგანიზაციო მიმართულებების კოორდინაციას მოიცავს. პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ხედვები მოიცავს, მათ შორის, ახალგაზრდული რაგბის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამწვრთნელო რესურსების გაძლიერებას.

საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს და წარმატებულ თანამშრომლობას უსურვებს არჩეულ პრეზიდენტს“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.