სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუბილარი მელანია მკაცრი დრეს-კოდით და პაპის დაკრძალვის შემდეგ, ბორტზე გამართული მოკრძალებული ვახშამი - როგორია აშშ-ის პირველი ლედის 55-ე დაბადების დღე (ფოტოები)
იუბილარი მელანია მკაცრი დრეს-კოდით და პაპის დაკრძალვის შემდეგ, ბორტზე გამართული მოკრძალებული ვახშამი - როგორია აშშ-ის პირველი ლედის 55-ე დაბადების დღე (ფოტოები)

ვა­ტი­კა­ნის შე­ფა­სე­ბით, პა­პთან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად შა­ბათს არა­ნაკ­ლებ 200 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და. შეკ­რე­ბილ­თა შო­რის არი­ან სხვა­დას­ხვა სტა­ტუ­სის ადა­მი­ა­ნე­ბი, ასე­ვე მრა­ვა­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სა და მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი, მათ შო­რის აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი, იტა­ლი­ის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი, უნ­გრე­თის პრე­მი­ე­რი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი.

პა­პის დაკ­რძალ­ვას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი. მე­ლა­ნია, რო­გორც ყო­ველ­თვის, გა­მორ­ჩე­უ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამე­რი­კის პირ­ვე­ლი ლედი დღეს და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს - ის 55 წლის გახ­და.

დაკ­რძალ­ვის­თვის ვა­ტი­კა­ნის მკაც­რი დრეს-კო­დის შე­სა­ბა­მი­სად, მე­ლა­ნი­ას შავი კოს­ტი­უ­მი და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ქვე­და­კა­ბა ეცვა. ჩაც­მუ­ლო­ბას კი შავი მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი თავ­სა­ბუ­რა­ვი შე­უ­ხა­მა.

ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, წყვილ­მა წმინ­და პეტ­რეს მო­ე­და­ნი და­ტო­ვა და აე­რო­პორ­ტის­კენ გა­ემ­გზავ­რა. პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ბორტზე მე­ლა­ნი­ას და­ბა­დე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი "მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი" ვახ­შა­მი გა­ი­მარ­თე­ბო­და.

პა­პის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი და მისი მე­უღ­ლე ჯილ ბა­ი­დე­ნი. 82 წლის ბა­ი­დე­ნი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის რან­გში პაპ ფრან­ცის­კეს სამ­ჯერ შეხ­ვდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

იუბილარი მელანია მკაცრი დრეს-კოდით და პაპის დაკრძალვის შემდეგ, ბორტზე გამართული მოკრძალებული ვახშამი - როგორია აშშ-ის პირველი ლედის 55-ე დაბადების დღე (ფოტოები)

იუბილარი მელანია მკაცრი დრეს-კოდით და პაპის დაკრძალვის შემდეგ, ბორტზე გამართული მოკრძალებული ვახშამი - როგორია აშშ-ის პირველი ლედის 55-ე დაბადების დღე (ფოტოები)

ვატიკანის შეფასებით, პაპთან გამოსამშვიდობებლად შაბათს არანაკლებ 200 ათასი ადამიანი მივიდა. შეკრებილთა შორის არიან სხვადასხვა სტატუსის ადამიანები, ასევე მრავალი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, იტალიის პრემიერ მინისტრი, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი.

პაპის დაკრძალვას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მელანია, როგორც ყოველთვის, გამორჩეულად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის პირველი ლედი დღეს დაბადების დღეს აღნიშნავს - ის 55 წლის გახდა.

დაკრძალვისთვის ვატიკანის მკაცრი დრეს-კოდის შესაბამისად, მელანიას შავი კოსტიუმი და მოკრძალებული ქვედაკაბა ეცვა. ჩაცმულობას კი შავი მაქმანებიანი თავსაბურავი შეუხამა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, წყვილმა წმინდა პეტრეს მოედანი დატოვა და აეროპორტისკენ გაემგზავრა. პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბორტზე მელანიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი "მოკრძალებული" ვახშამი გაიმართებოდა.

პაპის დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილ ბაიდენი. 82 წლის ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის რანგში პაპ ფრანცისკეს სამჯერ შეხვდა.