პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - ოჯახს მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს (ფოტოები)
დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - ოჯახს მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს (ფოტოები)
  • ფო­ტო­ე­ბი: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი, ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

დი­დუ­ბის ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში მხატ­ვრი­სა და მო­ქან­და­კის, ზუ­რაბ წე­რეთ­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პა­ნაშ­ვიდ­ზე მი­ვიდ­ნენ და გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მად­გენ­ლებ­მა, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, მათ შო­რის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა და თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ.

ასე­ვე, პა­ნაშ­ვიდ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და მე­უ­ფე შიო.

ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში 23 აპ­რილს ჩა­მო­ას­ვე­ნეს. ის 22 აპ­რი­ლის ღა­მეს, მოს­კოვ­ში, 91 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ზუ­რაბ წე­რე­თელს 01:30 სა­ათ­ზე გული გა­უ­ჩერ­და. ის 1997 წლი­დან რუ­სე­თის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყო. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სად­მი დამ­სა­ხუ­რე­ბის გამო, 2003 წელს პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ზუ­რაბ წე­რე­თელს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭა.

წე­რე­თე­ლი 1992-1995 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი გახ­ლდათ. ის ასე­ვე, 2006 წლის 23 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე აღ­მარ­თუ­ლი წმინ­და გი­ორ­გის ქან­და­კე­ბის ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც წე­რე­თელ­მა თბი­ლისს "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის” შემ­დეგ აჩუ­ქა.

ზუ­რაბ წე­რე­თელს დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში, მე­უღ­ლის გვერ­დზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - ოჯახს მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს (ფოტოები)

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - ოჯახს მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს (ფოტოები)
  • ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი, ინტერპრესნიუსი

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში მხატვრისა და მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პანაშვიდზე მივიდნენ და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ასევე, პანაშვიდზე იმყოფებოდა მეუფე შიო.

ზურაბ წერეთელი მოსკოვიდან თბილისში 23 აპრილს ჩამოასვენეს. ის 22 აპრილის ღამეს, მოსკოვში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, ზურაბ წერეთელს 01:30 საათზე გული გაუჩერდა. ის 1997 წლიდან რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო. რუსეთის ფედერაციისადმი დამსახურების გამო, 2003 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურაბ წერეთელს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

წერეთელი 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახლდათ. ის ასევე, 2006 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკების ავტორია, რომელიც წერეთელმა თბილისს "ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჩუქა.

ზურაბ წერეთელს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდზე დაკრძალავენ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"