პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საღორეში გამოკეტილ ბავშვს დედა მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდა" - რას ჰყვება მოზარდის მამიდა: წალენჯიხის სოფელში მომხდარი დანაშაულის დეტალები
"საღორეში გამოკეტილ ბავშვს დედა მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდა" - რას ჰყვება მოზარდის მამიდა: წალენჯიხის სოფელში მომხდარი დანაშაულის დეტალები

წა­ლენ­ჯი­ხის ერთ- ერთ სო­ფელ­ში ჯგუ­ფუ­რად არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით დედა და ბე­ბია და­ა­კა­ვეს.

  • გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 7 წლის ბავ­შვზე დე­დამ და ბე­ბი­ამ ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და და არას­რულ­წლო­ვანს ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. და­ნა­შა­უ­ლი 3 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მომ­ხდარ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე გა­ავ­რცე­ლეს.

"ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში ბავ­შვის მა­მი­და ამ­ბობს, რომ მისი ძმის შვი­ლი დე­დამ და ბე­ბი­ამ სა­ღო­რე­ში იმის­თვის და­ამ­წყვდი­ეს, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი მე­ზობ­ლებს არ ენა­ხათ.

  • ქა­ლის თქმით, მო­ზარდს სა­ღო­რე­ში დე­და­მი­სი მხო­ლოდ წყალს და პურს აწ­ვდი­და.

"ბავ­შვი ამ და­ზი­ა­ნე­ბის მერე და­უმ­წყვდე­ვი­ათ სა­ღო­რე­ში, რომ არა­ვის არ ენა­ხა. რომ არა­ვის არ და­ე­ნა­ხა ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც მი­ა­ყე­ნეს ბავ­შვს. თან სკო­ლა­შიც არ უშ­ვებ­დნენ, ამ სა­ღო­რე­ში დე­და­მი­სი აწ­ვდი­და მარ­ტო წყალს და პურს. 5 დღე ვი­ტან­ჯე­ბო­დიო, ბავ­შვი ამ­ბობს. გაქ­ცე­უ­ლა და უნა­ხია ხალ­ხს, მერე შე­შინ­და და ტყე-ღრე­ში გაქ­ცე­უ­ლა, სა­საფ­ლა­ო­ე­ბით, ხილ­ნა­რით და გა­მო­სუ­ლა დე­და­ჩე­მის სახ­ლთან. 1-1.5 კმ უვ­ლია. ვი­თხოვ, რაც კა­ნო­ნით ეკუთ­ვნის, და­ი­სა­ჯოს ეს ორი ადა­მი­ა­ნი", - ამ­ბობს მა­მი­და.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წელს და­ბა­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვან­ზე დე­დამ და ბე­ბი­ამ ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს. არას­რულ­წლო­ვანს ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ და “დ”ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, ჯგუ­ფუ­რად არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნილ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს”, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­ცე­მი 7 წლის ბი­ჭუ­ნა სახ­ლი­დან გა­იქ­ცა და დიდ ბე­ბი­ას მი­მარ­თა დახ­მა­რე­ბის­თვის. სწო­რედ მან აც­ნო­ბა პო­ლი­ცი­ას და ძა­ლოვ­ნებ­მა ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ახ­დი­ნეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"საღორეში გამოკეტილ ბავშვს დედა მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდა" - რას ჰყვება მოზარდის მამიდა: წალენჯიხის სოფელში მომხდარი დანაშაულის დეტალები

"საღორეში გამოკეტილ ბავშვს დედა მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდა" - რას ჰყვება მოზარდის მამიდა: წალენჯიხის სოფელში მომხდარი დანაშაულის დეტალები

წალენჯიხის ერთ- ერთ სოფელში ჯგუფურად არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს.

  • გამოძიების ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადა და არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია სამართალდამცავებმა უკვე გაავრცელეს.

"ტვ პირველთან" საუბარში ბავშვის მამიდა ამბობს, რომ მისი ძმის შვილი დედამ და ბებიამ საღორეში იმისთვის დაამწყვდიეს, რომ არასრულწლოვანის სხეულზე არსებული ძალადობის კვალი მეზობლებს არ ენახათ.

  • ქალის თქმით, მოზარდს საღორეში დედამისი მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდა.

"ბავშვი ამ დაზიანების მერე დაუმწყვდევიათ საღორეში, რომ არავის არ ენახა. რომ არავის არ დაენახა ის დაზიანებები, რაც მიაყენეს ბავშვს. თან სკოლაშიც არ უშვებდნენ, ამ საღორეში დედამისი აწვდიდა მარტო წყალს და პურს. 5 დღე ვიტანჯებოდიო, ბავშვი ამბობს. გაქცეულა და უნახია ხალხს, მერე შეშინდა და ტყე-ღრეში გაქცეულა, სასაფლაოებით, ხილნარით და გამოსულა დედაჩემის სახლთან. 1-1.5 კმ უვლია. ვითხოვ, რაც კანონით ეკუთვნის, დაისაჯოს ეს ორი ადამიანი", - ამბობს მამიდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და “დ”ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნაცემი 7 წლის ბიჭუნა სახლიდან გაიქცა და დიდ ბებიას მიმართა დახმარებისთვის. სწორედ მან აცნობა პოლიციას და ძალოვნებმა ფაქტზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს.

წაიკითხეთ ასევე: