საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგონია, რომ რუსეთი ბევრ დათმობაზე აპირებდა წასვლას, მაგრამ ტრამპი ისევ ზელენსკის მიუბრუნდა და..." - რა შედეგს მოიტანს აშშ-ის პრეზიდენტის გაურკვეველი პოლიტიკა
"მგონია, რომ რუსეთი ბევრ დათმობაზე აპირებდა წასვლას, მაგრამ ტრამპი ისევ ზელენსკის მიუბრუნდა და..." - რა შედეგს მოიტანს აშშ-ის პრეზიდენტის გაურკვეველი პოლიტიკა

23 აპ­რი­ლის სა­ღა­მო­დან 24 აპ­რი­ლის დი­ლამ­დე რუ­სე­თის ჯა­რებ­მა უკ­რა­ი­ნა­ში სხვა­დას­ხვა ტი­პის 215 რა­კე­ტა და დრო­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­სი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვის შე­დე­გად კი­ევ­ში, სულ მცი­რე, 9 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 70-ზე მეტი და­შავ­და. რა­კე­ტე­ბით და დრო­ნე­ბით რუ­სე­თის მა­სი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვის შე­დე­გად მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­შავ­დნენ უკ­რა­ი­ნის ათამ­დე რე­გი­ონ­შიც. კი­ევ­სა და ოლ­ქებ­ში დან­გრე­უ­ლი, ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სახ­ლე­ბი, სას­წავ­ლო და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი, სა­წარ­მო­ე­ბი და სარ­კი­ნიგ­ზო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

  • კი­ე­ვის მა­სი­რე­ბულ და­ბომბვას წინ უძღო­და დო­ნალდ ტრამ­პის მო­რი­გი კრი­ტი­კა ზე­ლენ­სკის მი­სა­მარ­თით - აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა უკ­რა­ი­ნის ლი­დე­რი სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, ტრამ­პი გუ­ლის­ხმობ­და ზე­ლენ­სკის წინა დღეს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რომ ყი­რიმ­ზე რუ­სე­თის კონ­ტროლს უკ­რა­ი­ნა არას­დროს აღი­ა­რებს.

ტრამ­პი ფიქ­რობს, რომ ზე­ლენ­სკის ორი არ­ჩე­ვა­ნი აქვს:

"მას არა­ფე­რი აქვს სატ­რა­ბა­ხო! სა­ში­ნე­ლი ვი­თა­რე­ბაა უკ­რა­ი­ნის­თვის - მას (ზე­ლენ­სკის) შე­უძ­ლია ჰქონ­დეს მშვი­დო­ბა, ან შე­უძ­ლია იო­მოს კი­დევ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის მთლი­ა­ნად და­კარ­გვამ­დე...ზე­ლენ­სკის მიერ დღეს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მხო­ლოდ გა­ა­ხან­გრძლი­ვებს „სა­საკ­ლა­ოს“ და ეს არა­ვის სურს! ჩვენ ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ გა­რი­გე­ბას­თან, მაგ­რამ კაც­მა, რო­მელ­საც "სა­თა­მა­შო ბან­ქო არ უჭი­რავს“, ახლა ეს ბო­ლოს­და­ბო­ლოს უნდა გა­ა­კე­თოს".

კვი­რის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე AMBEBI.GE-ს სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი თავ­დგი­რი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- რუ­სეთს ახლა, რა თქმა უნდა, სჭირ­დე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მი­აღ­წი­ოს მშვი­დო­ბას, ოღონდ, აქვს გარ­კვე­უ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი, რომ­ლი­და­ნაც ვერ გა­მო­ვა - ერ­თის მხრივ, მას ჰყავს შიდა, კრემ­ლის ოპო­ზი­ცია, რო­მელ­საც აქვს ერთი ინ­ტე­რე­სი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ამ ოპო­ზი­ცი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ რუ­სე­თი დათ­მო­ბა­ზე თუ წავა, ამ შემ­თხვე­ვა­ში იც­ვლე­ბა რე­ა­ლო­ბა და მათ შე­იძ­ლე­ბა კრემ­ლი­დან გას­ვლა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის დათ­მო­ბა მო­უ­წი­ოთ. პუ­ტი­ნი ვალ­დე­ბუ­ლია და იძუ­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს, მათ აჩ­ვე­ნოს, რომ უკომ­პრო­მი­სოა, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბა ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში არ დათ­მოს და ბევ­რი წა­მო­ი­ღოს, მას სჭირ­დე­ბა ასე პო­ზი­ცი­ო­ნი­რებ­დეს. ამის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია მისი ხის­ტი გან­ცხა­დე­ბე­ბი, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბომბვა... ის რომ სას­ტი­კად იქ­ცე­ვა და მისი სიმ­ტკი­ცე არ შერ­ბი­ლე­ბუ­ლა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მას იმის­თვის სჭირ­დე­ბა, რომ შიდა ოპო­ზი­ცი­ას ელა­პა­რა­კოს და კრემლში ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

ჯერ კი­დევ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის წინ იყო დუეს დოქ­ტრი­ნა, სა­დაც დუე ამ­ბობ­და, რომ ომში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ავი­ა­ცია მსხვი­ლი ქა­ლა­ქე­ბის და­სა­ბომ­ბად და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სა­მო­ქა­ლა­ქო მსხვერ­პლია სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ აღ­შფო­თე­ბულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ აი­ძუ­ლოს მთავ­რო­ბე­ბი, ომში დამთმო­ბე­ბი იყ­ვნენ. ეს ცნო­ბი­ლი დოქ­ტრი­ნაა, რო­მელ­მაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში არ იმუ­შა­ვა, მაგ­რამ დღეს რუ­სე­თის­თვის რა­ტომ­ღაც ერთ-ერთი სა­მოქ­მე­დო სტრა­ტე­გია აღ­მოჩ­ნდა. რუ­სე­თი ცდი­ლობს უკ­რა­ი­ნა და­ა­სუს­ტოს იმით, რომ და­ა­სუს­ტოს ზე­ლენ­სკის მმარ­თვე­ლო­ბა. სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტე­ბის და­ბომბვე­ბი არც ერთ მხა­რეს არ ასუს­ტებს, მაგ­რამ ეს არის მო­რა­ლუ­რი წნე­ხი, და­ში­ნე­ბა და რუ­სე­თი ფიქ­რობს, ეს იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი და რა­ღაც შე­დეგ­ზე გავა. უკვე რამ­დე­ნი ხა­ნია ის ამას აკე­თებს, თუმ­ცა შე­დე­გი ნუ­ლია, ოპე­რა­ტი­ულ ვი­თა­რე­ბა­ზე ცალ­სა­ხად და ეფექ­ტუ­რად ეს არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას არ ახ­დენს.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნის მხა­რეს, ოპე­რა­ტი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა და ზო­გა­დად, ბრძო­ლის ველ­ზე ვი­თა­რე­ბა არ არის უკ­რა­ი­ნის­თვის რა­ი­მე ხი­ფა­თის მომ­ტა­ნი, ომის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი არის ფრონ­ტის ხაზი, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრძო­ლე­ბი და ომის ბე­დიც ხში­რად 90% იმის მი­ხედ­ვით წყდე­ბა, რო­გორ მი­დის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი. არის ასე­თი შე­მად­გე­ნე­ლი, რო­გო­რი­ცაა პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც შე­დის ლო­ჯის­ტი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა და ა.შ. რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა და­სუს­ტე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ ეს ახლა არა­ნა­ი­რად არ იგ­რძნო­ბა. უახ­ლო­ეს ხან­ში უკ­რა­ი­ნას არ შე­უძ­ლია ბრძო­ლის ველ­ზე და­ა­მარ­ცხოს რუ­სე­თი, მაგ­რამ დი­ნა­მი­კას თუ მივ­ყვე­ბით, უკ­რა­ი­ნა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ანად­გუ­რებს სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას რუ­სე­თის ზურ­გში, ხოლო რუ­სე­თი იმა­ვეს ვერ აკე­თებს. რუ­სეთ­ში კვი­რა­ში 2-3-ჯერ რა­ღაც ობი­ექ­ტი იბომ­ბე­ბა და მას უზარ­მა­ზა­რი ზა­რა­ლი აქვს.

არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა არც ერთი ინ­ფორ­მა­ცია იმა­ზე (ფეიკ ნი­უ­სებს თუ არ ჩავ­თვლით), რომ უკ­რა­ი­ნის ზურ­გში ნად­გურ­დე­ბა სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი, თუ ნად­გურ­დე­ბა, ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვაა და ისიც რუ­სე­თის მხრი­დან ბო­ლომ­დე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი არაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ უკ­რა­ი­ნის წნე­ხი რუ­სეთ­ზე მთელ სიღ­რმე­ში გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე რუ­სე­თი­სა - უკ­რა­ი­ნა­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რად, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი მზარ­დია, ის ძლი­ერ­დე­ბა და­სავ­ლე­თის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რით მა­შინ, როცა რუ­სე­თი იძუ­ლე­ბუ­ლია და­ეყ­რდნოს ირა­ნი­სა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექსს, რო­მე­ლიც არ გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რო­ბით (რა­ო­დე­ნობ­რი­ვად - კი, ბა­ტო­ნო) და ამა­საც დიდი გა­მოც­და ელო­დე­ბა წინ, ვი­ნა­ი­დან ამ ქვეყ­ნე­ბის სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სი იზ­რდე­ბო­და მშვი­დო­ბი­ან პე­რი­ოდ­ში და ომის ტემ­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ არის მზად დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად იმოძ­რა­ოს.

ასე რომ, ბრძო­ლის ველ­ზე უკ­რა­ი­ნის­თვის არ არ­სე­ბობს რა­ი­მე ისე­თი, რა­მაც მას დათ­მო­ბე­ბი უნდა აი­ძუ­ლოს. რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნის სუს­ტი წერ­ტი­ლია აშშ-ს მხარ­და­ჭე­რა, რო­მე­ლიც ჯერ სრულ­ფა­სოვ­ნად არ არის ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი მხარ­და­ჭე­რით, მაგ­რამ ევ­რო­პუ­ლი ერ­თო­ბა სულ უფრო მზარ­დია უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად და არა მხო­ლოდ ლო­ჯის­ტი­კუ­რი, არა­მედ სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სი­თაც. ეს არის თემა, რო­მე­ლიც ღრმავ­დე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად მივა ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე - ევ­რო­პა ჯა­რის­კა­ცე­ბით მკა­ფი­ოდ შე­მო­ხა­ზავს იმ ტე­რი­ტო­რი­ას, რომ­ლის იქი­თაც რუ­სე­თი იქ­ნე­ბა, ირა­ნი, თუ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც შე­ეც­დე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმოქ­მე­დოს, მო­უ­წევს გა­უმკლავ­დეს მთე­ლი ევ­რო­პის სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ალს, უბ­რა­ლოდ, ტრამ­პის პო­ლი­ტი­კაა გა­ურ­კვე­ვე­ლი.

- რა ამოძ­რა­ვებს ტრამპს?

- ტრამპს ამოძ­რა­ვებს სუფ­თა ეგო­ის­ტუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი. ვერ ვი­ტყვი, რომ მისი გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა სა­სარ­გებ­ლოა ამე­რი­კის­თვის, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ძლი­ე­რი ამე­რი­კის შე­საქ­მნე­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს ვერ ვხე­დავ, პი­რი­ქით... ძლი­ე­რი ამე­რი­კა თუ უბ­რა­ლოდ იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნაა და მას არ აინ­ტე­რე­სებს გარე ეკო­ნო­მი­კუ­რი, სამ­ხედ­რო, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რე­ბი, ტრამ­პი და მისი გუნ­დი ამას თვლის ამე­რი­კის სიძ­ლი­ე­რედ, ამის მიღ­წე­ვა მათ შე­უძ­ლი­ათ, მაგ­რამ ის, რა­საც ჰქვია ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, გავ­ლე­ნი­ა­ნი ამე­რი­კა, რო­მელ­თა­ნაც პარტნი­ო­რო­ბა ყვე­ლას­თვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იყო მისი ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, თუ სამ­ხედ­რო სიძ­ლი­ე­რის გამო, ტრამ­პის პო­ლი­ტი­კის გამო ასე­თი ამე­რი­კის მზე ჩა­ეს­ვე­ნე­ბა და არა მგო­ნია, ზე­ლენ­სკი რა­ი­მე ფორ­მით უნდა აჰ­ყვეს მას.

- ფაქ­ტია, არც ჰყვე­ბა და მე­ტიც, ზე­ლენ­სკის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ტრამ­პის სამ­შვი­დო­ბო გეგ­მა და ალ­ბათ არც და­თან­ხმდე­ბა, რომ ამ ე.წ. კა­პი­ტუ­ლან­ტურ შე­თან­ხმე­ბა­ზე წა­ვი­დეს...

- ეს სუ­ლაც არ არის სამ­შვი­დო­ბო გეგ­მა, ვერ ვი­ტყვით, რომ ეს არის გა­აზ­რე­ბუ­ლი სამ­შვი­დო­ბო გეგ­მა, თუმ­ცა ერ­თია ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი, მე­ო­რეა და­ზუს­ტე­ბე­ბი, ჩას­წო­რე­ბე­ბი და შემ­სუ­ბუ­ქე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კეთ­დე­ბა. რა­ტომ უნდა ვიმ­ტვრი­ოთ თავი უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნის უც­ნა­ურ გან­ცხა­დე­ბებ­ზე, როცა ვი­ცით მყა­რი ტენ­დენ­ცია, რომ დღეს ამე­რი­კას არ აქვს ბერ­კე­ტი ისე­თი ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს კა­ნა­და­ზე, და­ნი­ა­ზე, ევ­რო­პა­ზე, რომ ვი­ღაც აღ­მოჩ­ნდეს კა­პი­ტუ­ლან­ტურ გან­წყო­ბა­ზე. რა თქმა უნდა, ტრამ­პის წი­ნა­და­დე­ბე­ბი კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას ნიშ­ნავს იმ ფორ­მით, რა ფორ­მი­თაც ისაა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი.

შე­იძ­ლე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში მო­სუ­ლია, როცა მა­ნევ­რებს ახორ­ცი­ე­ლებ, როცა შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცა და­ათ­მო­ბი­ნო შე­ნი­ვე მომ­ხრეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ უპი­რა­ტე­სი პო­ზი­ცია მი­ი­ღო და მერე სა­ბო­ლოო ფორ­მატ­ში როცა გა­და­დი­ხარ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ას­წო­რო, რათა ოპო­ნენტ მხა­რეს ლო­გი­კუ­რი შეც­დო­მე­ბი და­აშ­ვე­ბი­ნო, ესეც იგ­რძნო­ბო­და ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბებ­ში, მაგ­რამ ეს მუდ­მი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი იმ­დე­ნად დამ­ღლე­ლი გახ­და, მგო­ნია, რომ როცა რუ­სეთს ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნა, რუ­სე­თი ბევრ დათ­მო­ბა­ზე აპი­რებ­და წა­მოს­ვლას, მაგ­რამ მერე ტრამ­პი ისევ ზე­ლენ­სკის მი­უბ­რუნ­და და ამ დროს უკვე კრემლში იმ ჯგუფ­მა წა­მო­ყო თავი, რო­მე­ლიც პუ­ტინს ეკა­მა­თე­ბო­და იმა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­სუს­ტე­ბულ და­სავ­ლეთს ახლა რა­ი­მე და­ვუთ­მო­თო. ტრამ­პი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს კრემ­ლის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­საც.

ეს არ არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა და თუ პუ­ტი­ნი და­კარ­გავს ძა­ლა­უფ­ლე­ბას, ის კარ­გავს სი­ცო­ცხლეს, ქო­ნე­ბას, მისი ახ­ლობ­ლე­ბი მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ არი­ან და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პუ­ტი­ნი იმ კონ­ტექ­სტში უყუ­რებს ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბას, რომ მას პი­რა­დი ინ­ტე­რე­სიც აქვს, გან­სხვა­ვე­ბით ზე­ლენ­სკის­გან, რო­მელ­საც გა­და­ირ­ჩე­ვენ თუ არა, ეს არ­ჩევ­ნებ­მა უნდა გა­და­წყვი­ტოს, ამი­ტომ ზე­ლენ­სკის არ აქვს ის მიდ­გო­მა, რომ ახლა თუ ძა­ლი­ან ხის­ტი არ იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სი­ცო­ცხლე და­კარ­გოს. ზე­ლენ­სკი არის ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, მას რა თქმა უნდა, დი­ვი­დენ­დე­ბი სჭირ­დე­ბა და ის მო­სუ­ლია პო­ლი­ტი­კა­შიც, მაგ­რამ რო­გორც ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი, თა­ვი­სი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებ­ზე დგას, სამ­თავ­რო­ბო სახ­ლის ინ­ტე­რეს­ში კი არ იხარ­შე­ბა, ბაბ­ლის ინ­ტე­რე­სებს კი არა, მთე­ლი უკ­რა­ი­ნის ინ­ტე­რე­სებს იცავს და ახორ­ცი­ე­ლებს - ეს იკი­თხე­ბა და ამი­ტო­მაც არის ის პო­პუ­ლა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი უკ­რა­ი­ნა­ში.

- ტრამ­პი იქად­ნე­ბა, სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას თუ ვერ მი­აღ­წევს, ის ჩა­ეხ­სნე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბას. ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ხომ არ ნიშ­ნავს უკ­რა­ი­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტას და ამ სი­ცა­რი­ე­ლეს შე­ავ­სებს თუ არა ევ­რო­პა? ალ­ბათ იმა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა დრო­ში მოხ­დე­ბა ეს...

- უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე შეხ­ვედ­რა შეხ­ვედ­რა­ზე იმარ­თე­ბა, ეს და­უმ­თავ­რე­ბე­ლი პრო­ცე­სია და არ ჩერ­დე­ბა იქ, სა­დაც ტრამ­პის და მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ბოლო გან­ცხა­დე­ბაა. ვფიქ­რობ, არა­გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ ამე­რი­კამ ახლა უკ­რა­ი­ნას დახ­მა­რე­ბა შე­უ­წყვი­ტოს. ამან შე­იძ­ლე­ბა ბრძო­ლის ველ­ზე გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­თი ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი ერთხელ უკვე ჰქონ­და უკ­რა­ი­ნას, როცა ის აქ­ტი­უ­რი ვე­ღარ იყო (ანუ როცა ასე­თი პრობ­ლე­მა წარ­მო­იქ­მნე­ბა დღე­ში 10 გას­რო­ლის ნაც­ვლად, პი­რო­ბი­თად ქვე­მე­ხი­დან 5 გას­რო­ლა კეთ­დე­ბა), აქ­ტი­უ­რად ვე­ღარ ახორ­ცი­ე­ლებ­და რუ­სეთ­ზე ზე­წო­ლას, მაგ­რამ არც რუ­სეთს აქვს იმის ბერ­კე­ტი, რომ უკ­რა­ი­ნა ჩა­მო­შა­ლოს.

ამ ტი­პის გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ რა­საც ახლა ევ­რო­პა გეგ­მა­ზო­მი­ე­რად ახორ­ცი­ე­ლებს (ოდ­ნავ აჩ­ქა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ამას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა), ასე­თი სი­ტუ­ა­ცია თუ შე­იქ­მნა ევ­რო­პამ ფორ­სმა­ჟორ­ში შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო და­აჩ­ქა­როს თა­ვი­სი სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­ტის წარ­მა­დო­ბა. ტრამ­პთან და ამე­რი­კას­თან ერ­თად რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, ის უკვე და­მარ­ცხე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და და პუ­ტი­ნი აქეთ შე­ეხ­ვე­წე­ბო­და ყვე­ლას, მშვი­დო­ბა მჭირ­დე­ბაო იმი­ტომ, რომ რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა მზად არის იმუ­შა­ოს ღა­ტაკ რე­ჟიმ­ში.

დო­ნალდ ტრამპმა და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ რომ­ში პაპ ფრან­ცის­კეს დაკ­რძალ­ვამ­დე, ხან­მოკ­ლე შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს

პუ­ტი­ნის­თვის ეს იქ­ნე­ბა უდი­დე­სი გა­მოც­და, რო­დე­საც ახლა 2-3 თვე­ში მო­უ­წევს კი­დევ უფრო არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას - რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა ერ­თგვა­რად სულს ღა­ფავს, ეს არ არის სტა­ლი­ნის რუ­სე­თი, რო­დე­საც ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ტეს­ტის გამო გუ­ლაგ­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა, რო­მელ დაზ­გას­თან დად­გე­ბი - სა­მო­ქა­ლა­ქო დაზ­გას­თან და მკაც­რი დის­ციპ­ლი­ნა იქ­ნე­ბა, თუ სა­დღაც შე­მო­ღო­ბილ­ში, რო­გორც პა­ტი­მარს ისე და­გა­ყე­ნე­ბენ და 12 სა­ა­თის ნაც­ვლად 16 სა­ათს გა­მუ­შა­ვე­ბენ? ეს იყო სტა­ლი­ნის რუ­სე­თი და ის სხვა­ნა­ი­რად მუ­შა­ობ­და, პუ­ტინს ამის ფუ­ფუ­ნე­ბა არ აქვს, მან თა­ვის ბიზ­ნეს­მე­ნებ­საც გარ­კვე­უ­ლი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა უნდა მის­ცეს და მო­სახ­ლე­ო­ბა­საც.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ ვთვლი, რომ რა­ღაც კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, უბ­რა­ლოდ, კარ­გი იქ­ნე­ბო­და ტრამპს უფრო მოქ­ნი­ლი და ეფექ­ტუ­რი პო­ზი­ცია ჰქო­ნო­და და მშვი­დო­ბის­თვის სხვა გზე­ბით მი­ეღ­წია. ის თუ ჩა­იხ­სნე­ბა და გას­ცემს გან­კარ­გუ­ლე­ბას, რომ უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა შე­წყდეს, შე­წყდე­ბა ახა­ლი დახ­მა­რე­ბის გა­მო­ყო­ფა, ინერ­ცი­ით გაგ­რძელ­დე­ბა ძვე­ლი გა­მო­ყო­ფი­ლი დახ­მა­რე­ბა და ეს პე­რი­ო­დი ექ­ნე­ბა ევ­რო­პას მო­სამ­ზა­დებ­ლად. ევ­რო­პამ დრო­უ­ლად თუ ვერ მო­ას­წრო ჩა­ა­ნაც­ვლე­ბა, ამას ნა­წი­ლობ­რივ მო­ა­ხერ­ხებს, 2-3 თვე­ში კი და­ე­წე­ვა და სრუ­ლად შეძ­ლებს, და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ სცე­ნარს ვე­ლო­დე­ბი.

- სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის თვალ­საზ­რი­სით, სა­ზღვრის გა­და­სინ­ჯვის პრე­ცე­დენ­ტი თუ და­უშ­ვეს, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის პრინ­ცი­პის რღვე­ვა ალ­ბათ ბევრ სა­ხელ­მწი­ფოს შე­უქ­მნის პრობ­ლე­მას. ყი­რიმ­ზე რუ­სე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღი­ა­რე­ბა (თუკი ასე მოხ­და) რა შე­დე­გებს მო­ი­ტანს?

- ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ეს იქ­ნე­ბა დამ­ნა­შა­ვე სა­ხელ­მწი­ფო რუ­სე­თი, რო­მელ­საც მი­ტა­ცე­ბუ­ლი აქვს მე­ზობ­ლის ტე­რი­ტო­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ამ პი­რო­ბას ზე­ლენ­სკი და­თან­ხმდე­ბა თუ არა, ზე­ლენ­სკის შემ­დგო­მი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ა­ყე­ნებს სა­კითხს, რომ ეს არის უკა­ნო­ნო და ამას და­ა­დას­ტუ­რებს. სა­ზღვრე­ბის ცვლი­ლე­ბა ასე მარ­ტი­ვი თემა არ არის, ის ხორ­ცი­ელ­დე­ბა მხო­ლოდ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და ადრე თუ გვი­ან, ეს ძალა, ან მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სუს­ტდე­ბა. კონ­სენ­სუ­სი ისე­თი თე­მაა, მაგ. კო­სო­ვოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში რაც შედ­გა, ასე­თი პრე­ცე­დენ­ტე­ბი მა­ნამ­დეც იშ­ვი­ა­თი იყო, ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვაა და მო­მა­ვალ­შიც ამ­დაგ­ვარ ცვლი­ლე­ბა­ზე კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვა ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რი იქ­ნე­ბა, სა­ნამ არ შედ­გე­ბა ახა­ლი მშვი­დო­ბა.

მაგ­რამ ახალ მშვი­დო­ბას სჭირ­დე­ბა ახა­ლი დიდი მსოფ­ლიო ომი, როცა ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი და­ინ­გრე­ვა და იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა, გა­ე­რო სხვა ფორ­მით იქ­ნე­ბა (თუ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ იყო ერთა ლიგა, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომმა ის ჩა­მო­შა­ლა და შე­იქ­მნა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია). ამ მშვი­დო­ბის ფარ­გლებ­ში სა­ზღვრე­ბის ცვლი­ლე­ბა დიდ პრობ­ლე­მებ­სა და კრი­ზი­სებს იწ­ვევს, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია, მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ახლა უკ­რა­ი­ნამ იუ­რი­დი­უ­ლად ცნოს რუ­სე­თის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ყი­რიმ­ზე, ან ნე­ბის­მი­ერ სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. რუ­სე­თი ხერ­სონ­საც ითხოვს, რო­მე­ლიც მისი არ არის, მაგ­რამ როცა უკ­რა­ი­ნა კურსკსა და ბელ­გო­როდს უტევს, ხერ­სო­ნის დათ­მო­ბა სიბ­რიყ­ვის უმაღ­ლე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბა იქ­ნე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მგონია, რომ რუსეთი ბევრ დათმობაზე აპირებდა წასვლას, მაგრამ ტრამპი ისევ ზელენსკის მიუბრუნდა და..." - რა შედეგს მოიტანს აშშ-ის პრეზიდენტის გაურკვეველი პოლიტიკა

"მგონია, რომ რუსეთი ბევრ დათმობაზე აპირებდა წასვლას, მაგრამ ტრამპი ისევ ზელენსკის მიუბრუნდა და..." - რა შედეგს მოიტანს აშშ-ის პრეზიდენტის გაურკვეველი პოლიტიკა

23 აპრილის საღამოდან 24 აპრილის დილამდე რუსეთის ჯარებმა უკრაინაში სხვადასხვა ტიპის 215 რაკეტა და დრონი გამოიყენეს. უკრაინის ხელისუფლების თავდაპირველი ინფორმაციით, მასირებული შეტევის შედეგად კიევში, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა. რაკეტებით და დრონებით რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც. კიევსა და ოლქებში დანგრეული, ან დაზიანებულია სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, საწარმოები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

  • კიევის მასირებულ დაბომბვას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის მორიგი კრიტიკა ზელენსკის მისამართით - აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანებაში დაადანაშაულა, ტრამპი გულისხმობდა ზელენსკის წინა დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ ყირიმზე რუსეთის კონტროლს უკრაინა არასდროს აღიარებს.

ტრამპი ფიქრობს, რომ ზელენსკის ორი არჩევანი აქვს:

"მას არაფერი აქვს სატრაბახო! საშინელი ვითარებაა უკრაინისთვის - მას (ზელენსკის) შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან შეუძლია იომოს კიდევ სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე...ზელენსკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მხოლოდ გაახანგრძლივებს „სასაკლაოს“ და ეს არავის სურს! ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გარიგებასთან, მაგრამ კაცმა, რომელსაც "სათამაშო ბანქო არ უჭირავს“, ახლა ეს ბოლოსდაბოლოს უნდა გააკეთოს".

კვირის აქტუალურ თემაზე AMBEBI.GE-ს სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი თავდგირიძე ესაუბრება:

- რუსეთს ახლა, რა თქმა უნდა, სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს მშვიდობას, ოღონდ, აქვს გარკვეული ჩარჩოები, რომლიდანაც ვერ გამოვა - ერთის მხრივ, მას ჰყავს შიდა, კრემლის ოპოზიცია, რომელსაც აქვს ერთი ინტერესი, შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი დათმობაზე თუ წავა, ამ შემთხვევაში იცვლება რეალობა და მათ შეიძლება კრემლიდან გასვლა და ძალაუფლების დათმობა მოუწიოთ. პუტინი ვალდებულია და იძულებული ყველაფერი გააკეთოს, მათ აჩვენოს, რომ უკომპრომისოა, მაქსიმალურად შეეცდება ამ მოლაპარაკებაში არ დათმოს და ბევრი წამოიღოს, მას სჭირდება ასე პოზიციონირებდეს. ამის შემადგენელი ნაწილია მისი ხისტი განცხადებები, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა... ის რომ სასტიკად იქცევა და მისი სიმტკიცე არ შერბილებულა, ეს ყველაფერი მას იმისთვის სჭირდება, რომ შიდა ოპოზიციას ელაპარაკოს და კრემლში ძალაუფლება შეინარჩუნოს.

ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის წინ იყო დუეს დოქტრინა, სადაც დუე ამბობდა, რომ ომში წარმატების მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ ავიაცია მსხვილი ქალაქების დასაბომბად და რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო მსხვერპლია საჭირო იმისთვის, რომ აღშფოთებულმა მოსახლეობამ აიძულოს მთავრობები, ომში დამთმობები იყვნენ. ეს ცნობილი დოქტრინაა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში არ იმუშავა, მაგრამ დღეს რუსეთისთვის რატომღაც ერთ-ერთი სამოქმედო სტრატეგია აღმოჩნდა. რუსეთი ცდილობს უკრაინა დაასუსტოს იმით, რომ დაასუსტოს ზელენსკის მმართველობა. სამხედრო თვალსაზრისით, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვები არც ერთ მხარეს არ ასუსტებს, მაგრამ ეს არის მორალური წნეხი, დაშინება და რუსეთი ფიქრობს, ეს იქნება ეფექტური და რაღაც შედეგზე გავა. უკვე რამდენი ხანია ის ამას აკეთებს, თუმცა შედეგი ნულია, ოპერატიულ ვითარებაზე ცალსახად და ეფექტურად ეს არანაირ გავლენას არ ახდენს.

რაც შეეხება უკრაინის მხარეს, ოპერატიული ვითარება და ზოგადად, ბრძოლის ველზე ვითარება არ არის უკრაინისთვის რაიმე ხიფათის მომტანი, ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ფრონტის ხაზი, სადაც მიმდინარეობს ბრძოლები და ომის ბედიც ხშირად 90% იმის მიხედვით წყდება, როგორ მიდის საბრძოლო მოქმედებები. არის ასეთი შემადგენელი, როგორიცაა პოლიტიკური ნაწილი, რომელშიც შედის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, საერთაშორისო დახმარების მიღება და ა.შ. რომელმაც შეიძლება დასუსტება გამოიწვიოს, მაგრამ ეს ახლა არანაირად არ იგრძნობა. უახლოეს ხანში უკრაინას არ შეუძლია ბრძოლის ველზე დაამარცხოს რუსეთი, მაგრამ დინამიკას თუ მივყვებით, უკრაინა მიზანმიმართულად ანადგურებს სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის ზურგში, ხოლო რუსეთი იმავეს ვერ აკეთებს. რუსეთში კვირაში 2-3-ჯერ რაღაც ობიექტი იბომბება და მას უზარმაზარი ზარალი აქვს.

არ გავრცელებულა არც ერთი ინფორმაცია იმაზე (ფეიკ ნიუსებს თუ არ ჩავთვლით), რომ უკრაინის ზურგში ნადგურდება სამხედრო ობიექტები, თუ ნადგურდება, ერთეული შემთხვევაა და ისიც რუსეთის მხრიდან ბოლომდე განადგურებული არაა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის წნეხი რუსეთზე მთელ სიღრმეში გაცილებით მაღალია, ვიდრე რუსეთისა - უკრაინაზე. პარალელურად, უკრაინის სამხედრო პოტენციალი მზარდია, ის ძლიერდება დასავლეთის ტექნოლოგიური სამხედრო მხარდაჭერით მაშინ, როცა რუსეთი იძულებულია დაეყრდნოს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის სამრეწველო კომპლექსს, რომელიც არ გამოირჩევა მაღალტექნოლოგიურობით (რაოდენობრივად - კი, ბატონო) და ამასაც დიდი გამოცდა ელოდება წინ, ვინაიდან ამ ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი იზრდებოდა მშვიდობიან პერიოდში და ომის ტემპებიდან გამომდინარე, არ არის მზად დაჩქარებულად იმოძრაოს.

ასე რომ, ბრძოლის ველზე უკრაინისთვის არ არსებობს რაიმე ისეთი, რამაც მას დათმობები უნდა აიძულოს. რა თქმა უნდა, უკრაინის სუსტი წერტილია აშშ-ს მხარდაჭერა, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არ არის ჩანაცვლებული ევროპული მხარდაჭერით, მაგრამ ევროპული ერთობა სულ უფრო მზარდია უკრაინის მხარდასაჭერად და არა მხოლოდ ლოჯისტიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც. ეს არის თემა, რომელიც ღრმავდება და აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე - ევროპა ჯარისკაცებით მკაფიოდ შემოხაზავს იმ ტერიტორიას, რომლის იქითაც რუსეთი იქნება, ირანი, თუ სხვა ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება ამ ტერიტორიაზე იმოქმედოს, მოუწევს გაუმკლავდეს მთელი ევროპის სამხედრო პოტენციალს, უბრალოდ, ტრამპის პოლიტიკაა გაურკვეველი.

- რა ამოძრავებს ტრამპს?

- ტრამპს ამოძრავებს სუფთა ეგოისტური ამბიციები. ვერ ვიტყვი, რომ მისი გაჟღერებული პოლიტიკა სასარგებლოა ამერიკისთვის, ამ გადმოსახედიდან ძლიერი ამერიკის შესაქმნელად მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვერ ვხედავ, პირიქით... ძლიერი ამერიკა თუ უბრალოდ იზოლაციაში ყოფნაა და მას არ აინტერესებს გარე ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიური კავშირები, ტრამპი და მისი გუნდი ამას თვლის ამერიკის სიძლიერედ, ამის მიღწევა მათ შეუძლიათ, მაგრამ ის, რასაც ჰქვია ავტორიტეტული, გავლენიანი ამერიკა, რომელთანაც პარტნიორობა ყველასთვის მისასალმებელი იყო მისი ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ სამხედრო სიძლიერის გამო, ტრამპის პოლიტიკის გამო ასეთი ამერიკის მზე ჩაესვენება და არა მგონია, ზელენსკი რაიმე ფორმით უნდა აჰყვეს მას.

- ფაქტია, არც ჰყვება და მეტიც, ზელენსკისთვის მიუღებელია ტრამპის სამშვიდობო გეგმა და ალბათ არც დათანხმდება, რომ ამ ე.წ. კაპიტულანტურ შეთანხმებაზე წავიდეს...

- ეს სულაც არ არის სამშვიდობო გეგმა, ვერ ვიტყვით, რომ ეს არის გააზრებული სამშვიდობო გეგმა, თუმცა ერთია ტრამპის განცხადებები, მეორეა დაზუსტებები, ჩასწორებები და შემსუბუქებები, რომლებიც კეთდება. რატომ უნდა ვიმტვრიოთ თავი უცნაური ადამიანის უცნაურ განცხადებებზე, როცა ვიცით მყარი ტენდენცია, რომ დღეს ამერიკას არ აქვს ბერკეტი ისეთი ზეწოლა მოახდინოს კანადაზე, დანიაზე, ევროპაზე, რომ ვიღაც აღმოჩნდეს კაპიტულანტურ განწყობაზე. რა თქმა უნდა, ტრამპის წინადადებები კაპიტულაციას ნიშნავს იმ ფორმით, რა ფორმითაც ისაა გაჟღერებული.

შეიძლება დიპლომატიაში მოსულია, როცა მანევრებს ახორციელებ, როცა შეიძლება რაღაცა დაათმობინო შენივე მომხრეს მხოლოდ იმიტომ, რომ უპირატესი პოზიცია მიიღო და მერე საბოლოო ფორმატში როცა გადადიხარ, ეს ყველაფერი გაასწორო, რათა ოპონენტ მხარეს ლოგიკური შეცდომები დააშვებინო, ესეც იგრძნობოდა ტრამპის განცხადებებში, მაგრამ ეს მუდმივი ცვლილებები იმდენად დამღლელი გახდა, მგონია, რომ როცა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა, რუსეთი ბევრ დათმობაზე აპირებდა წამოსვლას, მაგრამ მერე ტრამპი ისევ ზელენსკის მიუბრუნდა და ამ დროს უკვე კრემლში იმ ჯგუფმა წამოყო თავი, რომელიც პუტინს ეკამათებოდა იმაზე, როგორ შეიძლება დასუსტებულ დასავლეთს ახლა რაიმე დავუთმოთო. ტრამპი არ ითვალისწინებს კრემლის შიგნით მიმდინარე მოვლენებსაც.

ეს არ არის დემოკრატიული ქვეყანა და თუ პუტინი დაკარგავს ძალაუფლებას, ის კარგავს სიცოცხლეს, ქონებას, მისი ახლობლები მაღალი რისკის ქვეშ არიან და აქედან გამომდინარე, პუტინი იმ კონტექსტში უყურებს ამ მოლაპარაკებას, რომ მას პირადი ინტერესიც აქვს, განსხვავებით ზელენსკისგან, რომელსაც გადაირჩევენ თუ არა, ეს არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, ამიტომ ზელენსკის არ აქვს ის მიდგომა, რომ ახლა თუ ძალიან ხისტი არ იქნება, შეიძლება სიცოცხლე დაკარგოს. ზელენსკი არის ძლიერი პოლიტიკოსი, მას რა თქმა უნდა, დივიდენდები სჭირდება და ის მოსულია პოლიტიკაშიც, მაგრამ როგორც ქვეყნის მმართველი, თავისი ხალხის ინტერესებზე დგას, სამთავრობო სახლის ინტერესში კი არ იხარშება, ბაბლის ინტერესებს კი არა, მთელი უკრაინის ინტერესებს იცავს და ახორციელებს - ეს იკითხება და ამიტომაც არის ის პოპულარული პოლიტიკოსი უკრაინაში.

- ტრამპი იქადნება, სამშვიდობო შეთანხმებას თუ ვერ მიაღწევს, ის ჩაეხსნება მოლაპარაკებას. ეს ავტომატურად ხომ არ ნიშნავს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას და ამ სიცარიელეს შეავსებს თუ არა ევროპა? ალბათ იმასაც აქვს მნიშვნელობა, რა დროში მოხდება ეს...

- უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა შეხვედრაზე იმართება, ეს დაუმთავრებელი პროცესია და არ ჩერდება იქ, სადაც ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ბოლო განცხადებაა. ვფიქრობ, არაგონივრული იქნება, რომ ამერიკამ ახლა უკრაინას დახმარება შეუწყვიტოს. ამან შეიძლება ბრძოლის ველზე გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს 2-3 თვის განმავლობაში. ასეთი ტიპის პრობლემები ერთხელ უკვე ჰქონდა უკრაინას, როცა ის აქტიური ვეღარ იყო (ანუ როცა ასეთი პრობლემა წარმოიქმნება დღეში 10 გასროლის ნაცვლად, პირობითად ქვემეხიდან 5 გასროლა კეთდება), აქტიურად ვეღარ ახორციელებდა რუსეთზე ზეწოლას, მაგრამ არც რუსეთს აქვს იმის ბერკეტი, რომ უკრაინა ჩამოშალოს.

ამ ტიპის გართულება შეიძლება გაგრძელდეს 2-3 თვის განმავლობაში, მაგრამ რასაც ახლა ევროპა გეგმაზომიერად ახორციელებს (ოდნავ აჩქარებული, მაგრამ მაინც ნაბიჯ-ნაბიჯ, ამას გარკვეული დრო სჭირდება), ასეთი სიტუაცია თუ შეიქმნა ევროპამ ფორსმაჟორში შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროს თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექტის წარმადობა. ტრამპთან და ამერიკასთან ერთად რუსეთის დამარცხება გაცილებით ადვილი იქნებოდა, ის უკვე დამარცხებული იქნებოდა და პუტინი აქეთ შეეხვეწებოდა ყველას, მშვიდობა მჭირდებაო იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა მზად არის იმუშაოს ღატაკ რეჟიმში.

დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს

პუტინისთვის ეს იქნება უდიდესი გამოცდა, როდესაც ახლა 2-3 თვეში მოუწევს კიდევ უფრო არაპოპულარული ფინანსური ნაბიჯები გადადგას - რუსეთის ეკონომიკა ერთგვარად სულს ღაფავს, ეს არ არის სტალინის რუსეთი, როდესაც ნებისმიერი პროტესტის გამო გულაგში შეიძლება აღმოჩენილიყავი და რა მნიშვნელობა ექნება, რომელ დაზგასთან დადგები - სამოქალაქო დაზგასთან და მკაცრი დისციპლინა იქნება, თუ სადღაც შემოღობილში, როგორც პატიმარს ისე დაგაყენებენ და 12 საათის ნაცვლად 16 საათს გამუშავებენ? ეს იყო სტალინის რუსეთი და ის სხვანაირად მუშაობდა, პუტინს ამის ფუფუნება არ აქვს, მან თავის ბიზნესმენებსაც გარკვეული ახსნა-განმარტება უნდა მისცეს და მოსახლეობასაც.

აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ რაღაც კატასტროფული მდგომარეობაა, უბრალოდ, კარგი იქნებოდა ტრამპს უფრო მოქნილი და ეფექტური პოზიცია ჰქონოდა და მშვიდობისთვის სხვა გზებით მიეღწია. ის თუ ჩაიხსნება და გასცემს განკარგულებას, რომ უკრაინის დახმარება შეწყდეს, შეწყდება ახალი დახმარების გამოყოფა, ინერციით გაგრძელდება ძველი გამოყოფილი დახმარება და ეს პერიოდი ექნება ევროპას მოსამზადებლად. ევროპამ დროულად თუ ვერ მოასწრო ჩაანაცვლება, ამას ნაწილობრივ მოახერხებს, 2-3 თვეში კი დაეწევა და სრულად შეძლებს, დაახლოებით ასეთ სცენარს ველოდები.

- საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, საზღვრის გადასინჯვის პრეცედენტი თუ დაუშვეს, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის პრინციპის რღვევა ალბათ ბევრ სახელმწიფოს შეუქმნის პრობლემას. ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება (თუკი ასე მოხდა) რა შედეგებს მოიტანს?

- ეს გამორიცხულია. ეს იქნება დამნაშავე სახელმწიფო რუსეთი, რომელსაც მიტაცებული აქვს მეზობლის ტერიტორია. მიუხედავად იმისა, ამ პირობას ზელენსკი დათანხმდება თუ არა, ზელენსკის შემდგომი პოლიტიკური ფიგურა ჩვეულებრივად დააყენებს საკითხს, რომ ეს არის უკანონო და ამას დაადასტურებს. საზღვრების ცვლილება ასე მარტივი თემა არ არის, ის ხორციელდება მხოლოდ ძალის გამოყენებით და ადრე თუ გვიან, ეს ძალა, ან მთელი სახელმწიფო სუსტდება. კონსენსუსი ისეთი თემაა, მაგ. კოსოვოსთან მიმართებაში რაც შედგა, ასეთი პრეცედენტები მანამდეც იშვიათი იყო, ეს ერთადერთი შემთხვევაა და მომავალშიც ამდაგვარ ცვლილებაზე კონსენსუსის მიღწევა ძალიან პრობლემური იქნება, სანამ არ შედგება ახალი მშვიდობა.

მაგრამ ახალ მშვიდობას სჭირდება ახალი დიდი მსოფლიო ომი, როცა ყველაფერი ძველი დაინგრევა და იქნება უსაფრთხოების ახალი სისტემა, გაერო სხვა ფორმით იქნება (თუ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ იყო ერთა ლიგა, მეორე მსოფლიო ომმა ის ჩამოშალა და შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია). ამ მშვიდობის ფარგლებში საზღვრების ცვლილება დიდ პრობლემებსა და კრიზისებს იწვევს, ეს გამორიცხულია, მხოლოდ დროებითი მოვლენა იქნება და შესაბამისად, წარმოუდგენელია, რომ ახლა უკრაინამ იურიდიულად ცნოს რუსეთის უფლებამოსილება ყირიმზე, ან ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე. რუსეთი ხერსონსაც ითხოვს, რომელიც მისი არ არის, მაგრამ როცა უკრაინა კურსკსა და ბელგოროდს უტევს, ხერსონის დათმობა სიბრიყვის უმაღლესი გამოვლინება იქნება.

წაიკითხეთ ასევე: