ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წირვა მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ პაპის ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან წმინდა პეტრეს მოედანზე გამოასვენეს.
მანამდე, ბაზილიკაში, მის მიმართ პატივისცემის გამოსახატად მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და გაერთიანებული სამეფოს პრინცი უილიამი იმყოფებოდნენ.
წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ. ამის შემდეგ შემდეგ ცხრადღიანი გლოვის პერიოდი დაიწყება.
დღევანდელი ცერემონია ოდნავ განსხვავებული იქნება წინა პაპების დაკრძალვებისგან. მაგალითად, პაპი ფრანცისკე დასვენებულია ხის უბრალო სასახლეში და სამი სასახლის ნაცვლად, როგორც ეს ადრე იყო, მან მოითხოვა მხოლოდ ერთში დაეკრძალათ.
ეს უფრო მოკრძალებული უკანასკნელი სურვილები ასახავს მის პიროვნებას, როგორც კათოლიკური ეკლესიის ლიდერს. მისი მმართველობის განმავლობაში, ის ხშირად იდგა ლტოლვილების გვერდით. ძალიან დიდი თანაგრძნობას იჩენდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ სახლებს ტოვებდნენ.
ცერემონია ათასობით ადამიანი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან : აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი და პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა.
წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და სხვა ლიდერები.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ორშაბათს გარდაიცვალა.