საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომში ჩავიდა, სადაც რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან ერთად რომში გადაღებულ ფოტოს ზურაბიშვილი "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს.
ათასობით ადამიანი, მათ შორის ათობით მსოფლიო ლიდერი, ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად შეიკრიბა.
პაპ ფრანცისკეს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენებენ და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ. დაკრძალვის წირვა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 12:00 საათზე) ღია ცის ქვეშ დაიწყება და, სავარაუდოდ, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.
წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ. ამის შემდეგ შემდეგ ცხრადღიანი გლოვის პერიოდი დაიწყება. ვატიკანის ცნობით, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დასვენებული პაპის პატივსაცემად სამი დღის განმავლობაში 250 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა.
ნახეთ ასევე: