მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
LIVE: მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - ამ წუთებში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს
LIVE: მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - ამ წუთებში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ათო­ბით მსოფ­ლიო ლი­დე­რი, ვა­ტი­კან­ში პაპ ფრან­ცის­კეს დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად შე­იკ­რი­ბა.

პაპ ფრან­ცის­კეს წმინ­და პეტ­რეს ბა­ზი­ლი­კი­დან გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ და წმინ­და პეტ­რეს მო­ე­დან­ზე და­ას­ვე­ნე­ბენ. დაკ­რძალ­ვის წირ­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 10:00 სა­ათ­ზე (თბი­ლი­სის დრო­ით 12:00 სა­ათ­ზე) ღია ცის ქვეშ და­ი­წყე­ბა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ახ­ლო­ე­ბით საათ-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ფრან­ცის­კეს ცხე­დარს რომ­ში, სან­ტა მა­რია მა­ჯორ­ეს ბა­ზი­ლი­კა­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ, სა­დაც დაკ­რძა­ლა­ვენ. ამის შემ­დეგ შემ­დეგ ცხრა­დღი­ა­ნი გლო­ვის პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა.

ვა­ტი­კა­ნის ცნო­ბით, წმინ­და პეტ­რეს ბა­ზი­ლი­კა­ში დას­ვე­ნე­ბუ­ლი პა­პის პა­ტივ­სა­ცე­მად სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 250 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და.

პა­პის დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად რომ­ში ჩა­ვიდ­ნენ მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი, მათ შო­რის სერ კირ სტარ­მე­რი, დო­ნალდ ტრამ­პი და ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი.

ცე­რე­მო­ნი­ას ასე­ვე და­ეს­წრე­ბი­ან, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი, ეს­პა­ნე­თის მეფე ფი­ლი­პე VI და დე­დო­ფა­ლი ლე­ტი­ცია, შვე­დე­თის მეფე კარლ XVI გუს­ტა­ვი და დე­დო­ფა­ლი სილ­ვია, ნორ­ვე­გი­ის მემ­კვიდ­რე პრინ­ცი ჰა­ა­კო­ნი და მემ­კვიდ­რე პრინ­ცე­სა მეტე-მა­რი­ტი, ბელ­გი­ის მეფე ფი­ლი­პი და დე­დო­ფა­ლი მა­ტილ­და, ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ან­ტო­ნიო გუ­ტე­რე­ში, იტა­ლი­ის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ჯორ­ჯია მე­ლო­ნი და პრე­ზი­დენ­ტი სერ­ჯო მა­ტა­რე­ლა, ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტი ლუის ინა­სიუ ლულა და სილ­ვა, არ­გენ­ტი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ხა­ვი­ერ მი­ლეი, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი, პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ან­ჯეი დუდა, ხორ­ვა­ტი­ის პრე­ზი­დენ­ტი ზო­რან მი­ლა­ნო­ვი­ჩი, ლატ­ვი­ის პრე­ზი­დენ­ტი ედ­გარს რინ­კე­ვი­ჩი, მოლ­დო­ვას პრე­ზი­დენ­ტი მაია სან­დუ და სხვა ლი­დე­რე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რო­მის პაპი ფრან­ცის­კე 88 წლის ასაკ­ში ორ­შა­ბათს გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

LIVE: მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - ამ წუთებში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

LIVE: მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - ამ წუთებში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

ათასობით ადამიანი, მათ შორის ათობით მსოფლიო ლიდერი, ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად შეიკრიბა.

პაპ ფრანცისკეს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენებენ და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ. დაკრძალვის წირვა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 12:00 საათზე) ღია ცის ქვეშ დაიწყება და, სავარაუდოდ, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.

წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ. ამის შემდეგ შემდეგ ცხრადღიანი გლოვის პერიოდი დაიწყება.

ვატიკანის ცნობით, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დასვენებული პაპის პატივსაცემად სამი დღის განმავლობაში 250 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა.

პაპის დაკრძალვაზე დასასწრებად რომში ჩავიდნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის სერ კირ სტარმერი, დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი.

ცერემონიას ასევე დაესწრებიან, პრინცი უილიამი, ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია, შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი და დედოფალი სილვია, ნორვეგიის მემკვიდრე პრინცი ჰააკონი და მემკვიდრე პრინცესა მეტე-მარიტი, ბელგიის მეფე ფილიპი და დედოფალი მატილდა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი და პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და სხვა ლიდერები.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ორშაბათს გარდაიცვალა.