მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარუმატებელი პირადი ცხოვრება, როლისთვის დაკლებული კილოგრამები და ქველმოქმედება - როგორ ცხოვრობს თურქული სერიალების კაშკაშა ვარსკვლავი დემეთ ოზდემირი
წარუმატებელი პირადი ცხოვრება, როლისთვის დაკლებული კილოგრამები და ქველმოქმედება - როგორ ცხოვრობს თურქული სერიალების კაშკაშა ვარსკვლავი დემეთ ოზდემირი

მა­შინ, რო­დე­საც სიზ­მრე­ბი გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე ქრე­ბა, თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლი Eşref-i Rüya ერთ დიდ სიზ­მრად იქ­ცე­ვა, რო­მელ­საც ვე­რას­დროს ივი­წყებ. სე­რი­ა­ლი გვი­ამ­ბობს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლის და­უ­ჯე­რე­ბელ შეხ­ვედ­რა­ზე. მათი გზა სავ­სეა გა­მოც­დე­ბით, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით და იმ არ­ჩევ­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლე­სა და ბე­დის­წე­რას ცვლი­ან.

სე­რი­ა­ლის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი მო­მენ­ტე­ბი ტიკ-ტოკ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია. გა­დავ­წყვი­ტეთ მთა­ვარ გმირ­ზე, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია მო­გიყ­ვეთ.

დე­მეთ ოზ­დე­მი­რი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და მო­თხოვ­ნა­დი ვარ­სკვლა­ვია. მსა­ხი­ო­ბის ფილ­მოგ­რა­ფია ყო­ველ­წლი­უ­რად ახა­ლი, შთამ­ბეჭ­და­ვი პრო­ექ­ტე­ბით ივ­სე­ბა, ხოლო მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მსოფ­ლი­ო­ში სწრა­ფად იზ­რდე­ბა.

დე­მეთ ოზ­დე­მი­რი და­ი­ბა­და 1992 წლის 26 თე­ბერ­ვალს, იზ­მით­ში. ის ოჯახ­ში მე­სა­მე შვი­ლი იყო. მსა­ხი­ობს ჰყავს უფ­რო­სი ძმა, ვოლ­კა­ნი და და, დე­რია. გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი მა­შინ და­შორ­დნენ, რო­დე­საც ის რვა წლის იყო. უფ­როს დას­თან და დე­დას­თან ერ­თად დე­მე­თი სტამ­ბოლ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. დე­რია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ცეკ­ვავ­და და სწო­რედ ამით არ­ჩენ­და მთელ ოჯახს. სწო­რედ ის იყო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­ცრო­სი დის კერ­პი. სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას დე­მეთ­მაც და­ი­წყო ცეკ­ვის კურ­სებ­ზე სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ მას არა­სო­დეს უნ­დო­და ამ სფე­რო­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გამ­ხდა­რი­ყო. თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც დე­რია და­ქორ­წინ­და, მის უმ­ცროს დას მო­უ­წია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი საზ­რუ­ნა­ვის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა.

დე­რი­ას ყო­ფილ მე­ნე­ჯერ­თან და­კავ­ში­რე­ბის შემ­დეგ, დე­მეთ­მა სამ­სა­ხუ­რი იშო­ვა. მალე ოზ­დე­მი­რის მე­გობ­რებ­მა ურ­ჩი­ეს მას სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­რო­ში ეცა­და თავი. რჩე­ვებს მო­უს­მი­ნა და ჩა­ე­წე­რა შა­ჰი­კა თე­ქან­დის თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ა­ში, სა­დაც სწავ­ლას სამ­სა­ხურ­თან აერ­თი­ა­ნებ­და.

"სა­ნამ მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდე­ბო­დი, ცეკ­ვით ნა­შოვ­ნი ფული სამ­სა­ხი­ო­ბო გაკ­ვე­თი­ლებ­ში ჩავ­დე და ორი წლის სწავ­ლის შემ­დეგ კი­დევ უფრო დავ­რწმუნ­დი, რომ ჩემი სურ­ვი­ლი მსა­ხი­ო­ბო­ბაა და რომ სა­ბო­ლო­ოდ აღ­მო­ვა­ჩი­ნე ჩემი ნამ­დვი­ლი ვნე­ბა", - იხ­სე­ნებ­და ოზ­დე­მი­რი.

კი­ნო­ში დე­მეთ ოზ­დე­მი­რის დე­ბი­უ­ტი 2013 წელს შედ­გა. სწო­რედ მა­შინ მი­ი­ღო მან აი­ლი­ნის როლი ფან­ტას­ტი­კურ სე­რი­ალ­ში "გამ­ხე­ლი­ლი სა­ი­დუმ­ლო". შემ­დე­გი პრო­ექ­ტი იყო გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი - "ქურთ სე­ი­თი და ალექ­სან­დრა". ხოლო 2015 წელს ოზ­დე­მი­რი ერ­თდრო­უ­ლად ორ ფილმში გა­და­ი­ღეს, რომ­ლებ­მაც მას პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი "და­პი­რე­ბა შე­ას­რუ­ლე", შემ­დეგ კი დე­მეთ­მა მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა სე­რი­ალ­ში "მარ­წყვის სურ­ნე­ლი".

მსა­ხი­ო­ბის შემ­დგომ­მა კა­რი­ე­რამ სწრა­ფად და­ი­წყო გან­ვი­თა­რე­ბა. 2016 წელს ის გა­და­ი­ღეს სე­რი­ალ­ში "ნო­მე­რი 309", ხოლო ერთი წლის შემ­დეგ მი­ი­ღო როლი ფილმში "ვის­თან ერ­თად ცეკ­ვავ?". მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა დე­მეთს სე­რი­ალ­მა "ნა­ად­რე­ვი ფრინ­ვე­ლი" მო­უ­ტა­ნა, რო­მელ­შიც მან ჯან ია­მან­თან ერ­თად ითა­მა­შა. რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დია დღემ­დე მსოფ­ლი­ო­ში თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის სი­ა­ში შე­დის.

2019 წელს ოზ­დე­მირ­მა როლი მი­ი­ღო დრა­მა­ში "სახ­ლი, სა­დაც და­ი­ბა­დე - შენი ბე­დის­წე­რაა". მსა­ხი­ო­ბი­სა და იბ­რა­ჰიმ ჩე­ლი­ქო­ლის ტან­დემ­მა თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მო­ხიბ­ლა, ხოლო თა­ვად დრა­მამ, ისე­ვე რო­გორც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის თა­მაშ­მა, დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მა­ყუ­რებ­ლებ­ზე. ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­მეთ­მა აღი­ა­რა, რომ სწო­რედ ამ სე­რი­ალ­მა და­ტო­ვა სა­მუ­და­მო კვა­ლი მის სულ­ში, რად­გან მსა­ხი­ობ­სა და მის გმირს ბევ­რი სა­ერ­თო ჰქონ­დათ.

ოზ­დე­მი­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რამ­დე­ნი­მე ფილ­მის ზე­დი­ზედ ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, პრო­დი­უ­სე­რებ­მა მას ფაქ­ტი­უ­რად ახა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით დატ­ვირ­თეს. თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი ყო­ველ ჯერ­ზე ცდი­ლობ­და სხვა­დას­ხვა ჟან­რის პრო­ექ­ტე­ბის შერ­ჩე­ვას. დე­მეთს სურ­და მა­ყუ­რებ­ლის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მთე­ლი თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და არ­ტის­ტიზ­მი.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

დე­მეთ ოზ­დე­მი­რი არა მხო­ლოდ ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბია, არა­მედ მომ­ხიბ­ვლე­ლი ქა­ლიც. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ყო­ვე­ლი ახა­ლი პრო­ექ­ტის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მას პარტნი­ორ­თან რო­მანს მი­ა­წე­რენ. თუმ­ცა, თა­ვის დრო­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნი. 2015 წელს მან და იუ­სუფ ჩიმ­მა თა­ვი­ან­თი რო­მა­ნი გა­ა­სა­ჯა­რო­ეს. ის და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი გაგ­რძელ­და.

2018 წელს დე­მეთ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ოზ­დე­მირ სე­ჩკი­ნი წა­რუდ­გი­ნა, რო­გორც თა­ვი­სი ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბე­ბი და­შორ­დნენ.

2022 წელს თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ვარ­სკვლა­ვი თა­ვის რჩე­ულ­ზე - მომ­ღე­რალ ოღუ­ზ­ჰან კოჩ­ზე და­ქორ­წინ­და. რო­მა­ნის დრო­საც კი წყვი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე და­შორ­და, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე შე­რიგ­და. თუმ­ცა, ქორ­წი­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი არ გა­მოდ­გა. 2023 წლის 8 მა­ისს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წინ­დნენ.

მას შემ­დეგ დე­მეთს თა­ვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა­ზე სა­ჯა­როდ აღარ უსა­უბ­რია. ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ ახლა მის­თვის კა­რი­ე­რა პირ­ველ ად­გილ­ზეა. და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის გამო ოზ­დე­მირს უბ­რა­ლოდ არ აქვს დრო ახა­ლი ნაც­ნო­ბე­ბი­სა და პა­ემ­ნე­ბის­თვის.

დე­მეთ ოზ­დე­მი­რი ახლა

ამ­ჟა­მად დე­მეთ ოზ­დე­მი­რი აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის შერ­ჩე­ვას. მსა­ხი­ო­ბი რამ­დე­ნი­მე ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხეა, აქ­ტი­უ­რად იღე­ბენ სა­რეკ­ლა­მო რგო­ლებ­ში და ეწე­ვა ქველ­მოქ­მე­დე­ბას.

თა­ვი­სუ­ფალ დროს თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ვარ­სკვლა­ვი ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, წიგ­ნე­ბის კი­თხვას, მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და სპორ­ტს უთ­მობს. დე­მე­თი რე­გუ­ლა­რუ­ლად სტუმ­რობს სპორტდარ­ბაზს და ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს თა­ვის ფი­გუ­რას. თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი ცდი­ლობს სწო­რად იკ­ვე­ბოს, მაგ­რამ ამა­ვე დროს არ მი­მარ­თავს მკაცრ დი­ე­ტებს.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი

ერთხელ, უფ­როს დას­თან კა­მა­თის დროს, დე­მეთ­მა თქვა, რომ არა­სო­დეს გა­ა­კე­თებ­და იმას, რა­საც დე­რია აკე­თებ­და. ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვე­ბის მი­ზე­ზი უფ­რო­სი დის გა­მომ­წვე­ვი სა­კონ­ცერ­ტო კოს­ტი­უ­მე­ბი გახ­და. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ოზ­დე­მი­რი მის კვალს გაჰ­ყვა.

სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად გა­მო­სას­ვლე­ლად მას ერთ თვე­ში 11 კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბა მო­უ­წია. მას შემ­დეგ ყუ­რა­დღე­ბით აკონ­ტრო­ლებს წო­ნას.

მსა­ხი­ო­ბის დედა უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტად ხილ­ვა­ზე ოც­ნე­ბობ­და. თუმ­ცა, დე­მეთ­მა მტკი­ცედ გა­და­წყვი­ტა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა და მშობ­ლის სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ წა­ვი­და.

მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნია.

თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ვარ­სკვლავ­მა არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ გაღ­ვი­ძე­ბი­დან ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან ლა­პა­რა­კიც კი არ შე­იძ­ლე­ბა. გრი­ლი შხა­პი და ყავა მისი სა­უ­კე­თე­სო დი­ლის მე­გობ­რე­ბია. ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი სპორ­ტულ სტილს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

დე­მე­თის საყ­ვა­რე­ლი ფილ­მია "მოჩ­ვე­ნე­ბა" პატ­რიკ სუ­ე­ი­ზი­სა და დემი მუ­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მსა­ხი­ო­ბი ოც­ნე­ბობს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ხატ­ვა ის­წავ­ლოს, მაგ­რამ ამის­თვის არა­სო­დეს არ აქვს დრო.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

წარუმატებელი პირადი ცხოვრება, როლისთვის დაკლებული კილოგრამები და ქველმოქმედება - როგორ ცხოვრობს თურქული სერიალების კაშკაშა ვარსკვლავი დემეთ ოზდემირი

წარუმატებელი პირადი ცხოვრება, როლისთვის დაკლებული კილოგრამები და ქველმოქმედება - როგორ ცხოვრობს თურქული სერიალების კაშკაშა ვარსკვლავი დემეთ ოზდემირი

მაშინ, როდესაც სიზმრები გაღვიძებისთანავე ქრება, თურქული სერიალი Eşref-i Rüya ერთ დიდ სიზმრად იქცევა, რომელსაც ვერასდროს ივიწყებ. სერიალი გვიამბობს შეყვარებული წყვილის დაუჯერებელ შეხვედრაზე. მათი გზა სავსეა გამოცდებით, საიდუმლოებებით და იმ არჩევნებით, რომლებიც სიცოცხლესა და ბედისწერას ცვლიან.

სერიალის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები ტიკ-ტოკზე განსაკუთრებულად პოპულარულია. გადავწყვიტეთ მთავარ გმირზე, ბევრი საინტერესო ისტორია მოგიყვეთ.

დემეთ ოზდემირი თურქული სერიალების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ვარსკვლავია. მსახიობის ფილმოგრაფია ყოველწლიურად ახალი, შთამბეჭდავი პროექტებით ივსება, ხოლო მისი თაყვანისმცემლების რაოდენობა მსოფლიოში სწრაფად იზრდება.

დემეთ ოზდემირი დაიბადა 1992 წლის 26 თებერვალს, იზმითში. ის ოჯახში მესამე შვილი იყო. მსახიობს ჰყავს უფროსი ძმა, ვოლკანი და და, დერია. გოგონას მშობლები მაშინ დაშორდნენ, როდესაც ის რვა წლის იყო. უფროს დასთან და დედასთან ერთად დემეთი სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად. დერია პროფესიონალურად ცეკვავდა და სწორედ ამით არჩენდა მთელ ოჯახს. სწორედ ის იყო დიდი ხნის განმავლობაში უმცროსი დის კერპი. სკოლაში სწავლისას დემეთმაც დაიწყო ცეკვის კურსებზე სიარული, მაგრამ მას არასოდეს უნდოდა ამ სფეროში პროფესიონალი გამხდარიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც დერია დაქორწინდა, მის უმცროს დას მოუწია მატერიალური საზრუნავის საკუთარ თავზე აღება.

დერიას ყოფილ მენეჯერთან დაკავშირების შემდეგ, დემეთმა სამსახური იშოვა. მალე ოზდემირის მეგობრებმა ურჩიეს მას სამსახიობო სფეროში ეცადა თავი. რჩევებს მოუსმინა და ჩაეწერა შაჰიკა თექანდის თეატრალურ სტუდიაში, სადაც სწავლას სამსახურთან აერთიანებდა.

"სანამ მსახიობი გავხდებოდი, ცეკვით ნაშოვნი ფული სამსახიობო გაკვეთილებში ჩავდე და ორი წლის სწავლის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ჩემი სურვილი მსახიობობაა და რომ საბოლოოდ აღმოვაჩინე ჩემი ნამდვილი ვნება", - იხსენებდა ოზდემირი.

კინოში დემეთ ოზდემირის დებიუტი 2013 წელს შედგა. სწორედ მაშინ მიიღო მან აილინის როლი ფანტასტიკურ სერიალში "გამხელილი საიდუმლო". შემდეგი პროექტი იყო გახმაურებული სერიალი - "ქურთ სეითი და ალექსანდრა". ხოლო 2015 წელს ოზდემირი ერთდროულად ორ ფილმში გადაიღეს, რომლებმაც მას პოპულარობა მოუტანა. თავდაპირველად ეკრანებზე გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი "დაპირება შეასრულე", შემდეგ კი დემეთმა მთავარი როლი შეასრულა სერიალში "მარწყვის სურნელი".

მსახიობის შემდგომმა კარიერამ სწრაფად დაიწყო განვითარება. 2016 წელს ის გადაიღეს სერიალში "ნომერი 309", ხოლო ერთი წლის შემდეგ მიიღო როლი ფილმში "ვისთან ერთად ცეკვავ?". მსოფლიო პოპულარობა დემეთს სერიალმა "ნაადრევი ფრინველი" მოუტანა, რომელშიც მან ჯან იამანთან ერთად ითამაშა. რომანტიკული კომედია დღემდე მსოფლიოში თურქული სერიალების ყველაზე პოპულარული პროექტების სიაში შედის.

2019 წელს ოზდემირმა როლი მიიღო დრამაში "სახლი, სადაც დაიბადე - შენი ბედისწერაა". მსახიობისა და იბრაჰიმ ჩელიქოლის ტანდემმა თურქული სერიალების თაყვანისმცემლები მოხიბლა, ხოლო თავად დრამამ, ისევე როგორც ცნობილი ადამიანის თამაშმა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებლებზე. ინტერვიუში დემეთმა აღიარა, რომ სწორედ ამ სერიალმა დატოვა სამუდამო კვალი მის სულში, რადგან მსახიობსა და მის გმირს ბევრი საერთო ჰქონდათ.

ოზდემირის მონაწილეობით რამდენიმე ფილმის ზედიზედ ფენომენალური წარმატების შემდეგ, პროდიუსერებმა მას ფაქტიურად ახალი შეთავაზებებით დატვირთეს. თურქი მსახიობი ყოველ ჯერზე ცდილობდა სხვადასხვა ჟანრის პროექტების შერჩევას. დემეთს სურდა მაყურებლისთვის ეჩვენებინა მთელი თავისი მრავალფეროვნება და არტისტიზმი.

პირადი ცხოვრება

დემეთ ოზდემირი არა მხოლოდ ნიჭიერი მსახიობია, არამედ მომხიბვლელი ქალიც. გასაკვირი არ არის, რომ მისი მონაწილეობით ყოველი ახალი პროექტის გამოსვლის შემდეგ, მას პარტნიორთან რომანს მიაწერენ. თუმცა, თავის დროზე ოფიციალურად დაადასტურა რამდენიმე რომანი. 2015 წელს მან და იუსუფ ჩიმმა თავიანთი რომანი გაასაჯაროეს. ის დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა.

2018 წელს დემეთმა საზოგადოებას ოზდემირ სეჩკინი წარუდგინა, როგორც თავისი ახალი შეყვარებული, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მსახიობები დაშორდნენ.

2022 წელს თურქული სერიალების ვარსკვლავი თავის რჩეულზე - მომღერალ ოღუზჰან კოჩზე დაქორწინდა. რომანის დროსაც კი წყვილი რამდენჯერმე დაშორდა, მაგრამ ყოველ ჯერზე შერიგდა. თუმცა, ქორწინება ბედნიერი არ გამოდგა. 2023 წლის 8 მაისს ცნობილი ადამიანები ოფიციალურად განქორწინდნენ.

მას შემდეგ დემეთს თავისი პირადი ცხოვრებაზე საჯაროდ აღარ უსაუბრია. ინტერვიუებში მსახიობი ამბობს, რომ ახლა მისთვის კარიერა პირველ ადგილზეა. დაკავებულობის გამო ოზდემირს უბრალოდ არ აქვს დრო ახალი ნაცნობებისა და პაემნებისთვის.

დემეთ ოზდემირი ახლა

ამჟამად დემეთ ოზდემირი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ის განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება ახალი პროექტების შერჩევას. მსახიობი რამდენიმე ბრენდის ოფიციალური სახეა, აქტიურად იღებენ სარეკლამო რგოლებში და ეწევა ქველმოქმედებას.

თავისუფალ დროს თურქული სერიალების ვარსკვლავი ოჯახთან ურთიერთობას, წიგნების კითხვას, მოგზაურობასა და სპორტს უთმობს. დემეთი რეგულარულად სტუმრობს სპორტდარბაზს და ყურადღებით ადევნებს თვალს თავის ფიგურას. თურქი მსახიობი ცდილობს სწორად იკვებოს, მაგრამ ამავე დროს არ მიმართავს მკაცრ დიეტებს.

საინტერესო ფაქტები

ერთხელ, უფროს დასთან კამათის დროს, დემეთმა თქვა, რომ არასოდეს გააკეთებდა იმას, რასაც დერია აკეთებდა. ხმამაღალი სიტყვების მიზეზი უფროსი დის გამომწვევი საკონცერტო კოსტიუმები გახდა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ოზდემირი მის კვალს გაჰყვა.

სცენაზე პირველად გამოსასვლელად მას ერთ თვეში 11 კილოგრამის დაკლება მოუწია. მას შემდეგ ყურადღებით აკონტროლებს წონას.

მსახიობის დედა უმცროსი ქალიშვილის ადვოკატად ხილვაზე ოცნებობდა. თუმცა, დემეთმა მტკიცედ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება ხელოვნებისთვის დაეკავშირებინა და მშობლის სურვილის საწინააღმდეგოდ წავიდა.

მსახიობი ძალიან ეჭვიანია.

თურქული სერიალების ვარსკვლავმა არაერთხელ აღნიშნა, რომ გაღვიძებიდან ორი საათის განმავლობაში მასთან ლაპარაკიც კი არ შეიძლება. გრილი შხაპი და ყავა მისი საუკეთესო დილის მეგობრებია. ყოველდღიურ ცხოვრებაში თურქი მსახიობი სპორტულ სტილს ანიჭებს უპირატესობას.

დემეთის საყვარელი ფილმია "მოჩვენება" პატრიკ სუეიზისა და დემი მურის მონაწილეობით. მსახიობი ოცნებობს პროფესიონალურად ხატვა ისწავლოს, მაგრამ ამისთვის არასოდეს არ აქვს დრო.

წაიკითხეთ ასევე: