პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არჩევნებს ტელეფონებით ჩავატარებთ - შევხვდი პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ აიტაცა იდეა, რომ ჩავატაროთ თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში" - ბურჭულაძე
"არჩევნებს ტელეფონებით ჩავატარებთ - შევხვდი პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ აიტაცა იდეა, რომ ჩავატაროთ თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში" - ბურჭულაძე

დღეს შევ­ხვდი პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს და ყვე­ლამ აი­ტა­ცა იდეა, ყვე­ლას უნდა, რომ ჩა­ვა­ტა­როთ სექ­ტემ­ბერ­ში არ­ჩევ­ნე­ბი, რო­გორც თვით­მმარ­თვე­ლო­ბის, ისე სა­პარ­ლა­მენ­ტო, - ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

  • პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის თქმით, სექ­ტემ­ბერ­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რა უკვე გა­მარ­თა „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­თან, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან, „ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­თან, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს­თან, თინა ბო­კუ­ჩა­ვას­თან და „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რებ­თან, ნიკა მე­ლი­ა­სა და ნიკა გვა­რა­მი­ას­თან.

"გა­ხა­რი­ა­საც შევ­ხვდი, პი­რა­დად ბა­ტონ გი­ორ­გის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­საც, 4 ნო­მერ­საც, 5 ნო­მერ­საც, ყვე­ლას შევ­ხვდი. გა­ხა­რი­ამ ერთი რამ თქვა, რომ შე­იძ­ლე­ბა მე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ მი­ვი­ღოო გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ამა­ში, მაგ­რამ თუ და­ი­ნიშ­ნა არ­ჩევ­ნე­ბი სექ­ტემ­ბერ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სო“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არა­ლე­გი­ტი­მუ­რია და ამი­ტომ არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის უფ­ლე­ბა არ აქვს.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის უფ­ლე­ბა აქვს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დროს შექ­მნილ უზე­ნა­ეს საბ­ჭოს.

"ეს აზრი გუ­შინ წინ სა­ღა­მოს წარ­მო­იშ­ვა, გუ­შინ­ვე დავ­დე ჩემს „ფე­ის­ბუქ­ზე“ და უკვე 800 გა­ზი­ა­რე­ბა აქვს, ძა­ლი­ან ბევ­რი მო­წო­ნე­ბა აქვს და ხალ­ხმა აი­ტა­ცა ეს აზრი. ჩვენ მთავ­რო­ბას რომ ვთხოვთ, დაგ­ვი­ნიშ­ნე ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­გორ უნდა დაგ­ვი­ნიშ­ნოს? - ის არ არის ლე­გი­ტი­მუ­რი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ აქვს ლე­გი­ტი­მა­ცია, არც ქვეყ­ნის შიგ­ნით, არც ქვეყ­ნის გა­რეთ. უფ­ლე­ბაც არ აქვს, რომ და­ნიშ­ნოს არ­ჩევ­ნე­ბი, და­მი­ჯე­რეთ. ვკი­თხეთ, ვინც ერ­კვე­ვა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და მათ უფრო ნაკ­ლე­ბი ლე­გი­ტი­მა­ცია აქვთ, ვიდ­რე ჩვენ ხალ­ხს. დღეს მათ კა­ნო­ნი არ ეკუთ­ვნით, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის არა­ლე­გი­ტი­მუ­რი.

კონ­სტი­ტუ­ცი­ით სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხს ეკუთ­ვნის ძა­ლა­უფ­ლე­ბა. სა­ზღვარ­გა­რე­თი რო­გორც ცნობს, ჩვენ ახლა გვყავს ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორც ამე­რი­კე­ლე­ბი და ევ­რო­პე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ და ეს არის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. ამ დროს ჯერ კი­დევ გა­უქ­მე­ბუ­ლი არ არის პირ­ვე­ლი უზე­ნა­ე­სი საბ­ჭო, რო­მე­ლიც ზვი­ა­დის დროს იყო და ხელი მო­ა­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, მა­თაც აქვთ უფ­ლე­ბა და­ნიშ­ნონ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

რო­გორც პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში იქ­ნე­ბა, ელექტრო­ნუ­ლი წე­სით ტე­ლე­ფო­ნე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა.

"არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა ელექტრო­ნუ­ლად, ტე­ლე­ფო­ნე­ბით ჩა­ვა­ტა­რებთ, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ, ეს პროგ­რა­მე­ბი უკვე მალე იქ­ნე­ბა მზად. შე­ვეც­დე­ბი აგიხ­სნათ, გაქვს ტე­ლე­ფო­ნი, ამ ტე­ლე­ფო­ნით ფიქ­სირ­დე­ბით ამომ­რჩე­ველ­თა სი­ა­ში. როცა მოვა არ­ჩევ­ნე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბის დროს ჩა­ირ­თვე­ბა ფან­ჯა­რა, სა­დაც შეგ­ყავს შენი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და აჭერ რო­მელ პარ­ტი­ას გინ­და მიცე ხმა. სახ­ლი­დან გა­მო­უს­ვლე­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს ეს არ­ჩევ­ნე­ბი. რაც მთა­ვა­რია, ასო­ბით ათა­სი ჩვე­ნი ემიგ­რან­ტი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ­ჩევ­ნებ­ში. ტე­ლე­ფო­ნით გა­ყალ­ბე­ბის შან­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის. იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტი, რო­მე­ლიც შე­მოწ­მდე­ბა სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან, მი­ვი­ღებთ დას­ტურს, რომ იქ­ნე­ბა 100%-იანი გა­რან­ტია. რაც მთა­ვა­რია ტე­ლე­ფო­ნი არ გა­ჟო­ნავს“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"არჩევნებს ტელეფონებით ჩავატარებთ - შევხვდი პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ აიტაცა იდეა, რომ ჩავატაროთ თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში" - ბურჭულაძე

"არჩევნებს ტელეფონებით ჩავატარებთ - შევხვდი პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ აიტაცა იდეა, რომ ჩავატაროთ თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში" - ბურჭულაძე

დღეს შევხვდი პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ აიტაცა იდეა, ყველას უნდა, რომ ჩავატაროთ სექტემბერში არჩევნები, როგორც თვითმმართველობის, ისე საპარლამენტო, - ამის შესახებ მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

  • პაატა ბურჭულაძის თქმით, სექტემბერში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით შეხვედრა უკვე გამართა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან.

"გახარიასაც შევხვდი, პირადად ბატონ გიორგის, მამუკა ხაზარაძესაც, 4 ნომერსაც, 5 ნომერსაც, ყველას შევხვდი. გახარიამ ერთი რამ თქვა, რომ შეიძლება მე მონაწილეობა ვერ მივიღოო გარკვეული მიზეზების გამო ამაში, მაგრამ თუ დაინიშნა არჩევნები სექტემბერში, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობასო“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია და ამიტომ არჩევნების დანიშვნის უფლება არ აქვს.

მისივე განცხადებით, არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს სალომე ზურაბიშვილს და ზვიად გამსახურდიას დროს შექმნილ უზენაეს საბჭოს.

"ეს აზრი გუშინ წინ საღამოს წარმოიშვა, გუშინვე დავდე ჩემს „ფეისბუქზე“ და უკვე 800 გაზიარება აქვს, ძალიან ბევრი მოწონება აქვს და ხალხმა აიტაცა ეს აზრი. ჩვენ მთავრობას რომ ვთხოვთ, დაგვინიშნე ახალი არჩევნები, როგორ უნდა დაგვინიშნოს? - ის არ არის ლეგიტიმური. აბსოლუტურად არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. უფლებაც არ აქვს, რომ დანიშნოს არჩევნები, დამიჯერეთ. ვკითხეთ, ვინც ერკვევა კონსტიტუციაში და მათ უფრო ნაკლები ლეგიტიმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ ხალხს. დღეს მათ კანონი არ ეკუთვნით, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური.

კონსტიტუციით საქართველოში ხალხს ეკუთვნის ძალაუფლება. საზღვარგარეთი როგორც ცნობს, ჩვენ ახლა გვყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, როგორც ამერიკელები და ევროპელები ამბობენ და ეს არის სალომე ზურაბიშვილი. ამ დროს ჯერ კიდევ გაუქმებული არ არის პირველი უზენაესი საბჭო, რომელიც ზვიადის დროს იყო და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობას, მათაც აქვთ უფლება დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

როგორც პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სექტემბერში იქნება, ელექტრონული წესით ტელეფონებით ჩატარდება.

"არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად, ტელეფონებით ჩავატარებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს პროგრამები უკვე მალე იქნება მზად. შევეცდები აგიხსნათ, გაქვს ტელეფონი, ამ ტელეფონით ფიქსირდებით ამომრჩეველთა სიაში. როცა მოვა არჩევნები, არჩევნების დროს ჩაირთვება ფანჯარა, სადაც შეგყავს შენი პერსონალური მონაცემები და აჭერ რომელ პარტიას გინდა მიცე ხმა. სახლიდან გამოუსვლელად შეიძლება ჩატარდეს ეს არჩევნები. რაც მთავარია, ასობით ათასი ჩვენი ემიგრანტი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ტელეფონით გაყალბების შანსი აბსოლუტურად არ არის. იქნება სპეციალური საიტი, რომელიც შემოწმდება საზღვარგარეთიდან, მივიღებთ დასტურს, რომ იქნება 100%-იანი გარანტია. რაც მთავარია ტელეფონი არ გაჟონავს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.