მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქართული ოცნება” ძალაუფლებას ებღაუჭება" - რას მოუწოდებს ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს?
“ქართული ოცნება” ძალაუფლებას ებღაუჭება" - რას მოუწოდებს ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს?

სა­ქარ­თვე­ლო­ში უწყვე­ტი პრო­ტეს­ტის 150-ე დღის­თვის ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბი­სა და სე­ნა­ტო­რე­ბის ორ­პარ­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­დამ­ჭერ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა აშშ-ის ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის ვებგ­ვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ქვე­ყა­ნას იზო­ლა­ცი­ა­ში აქ­ცევს და სა­ქარ­თვე­ლოს რეპ­რე­სი­ის მო­მავ­ლის­თვის წი­რავს.

ამას­თან, კონ­გრეს­მე­ნე­ბი­სა და სე­ნა­ტო­რე­ბის წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო გა­აგ­რძე­ლებს ავ­ტოკ­რა­ტი­ის­კენ გზა­ზე სვლას, „ჩვენ დავ­კარ­გავთ მო­კავ­ში­რეს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­ერ­თო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მყა­რად ერ­თგუ­ლია“.

ისი­ნი მო­უ­წო­დე­ბენ ტრან­სატ­ლან­ტი­კურ პარტნი­ო­რებს, შე­უ­ერ­თდნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნას.

“ხვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის ზე­დი­ზედ 150-ე დღეა, მათი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სად­მი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მყა­რი ერ­თგუ­ლე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. ამა­ყი ვართ გვერ­დში ვედ­გეთ ქარ­თველ ხალ­ხს, რო­დე­საც ისი­ნი უარს ამ­ბო­ბენ და­უთ­მონ თა­ვი­ან­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი არა­ლე­გი­ტი­მურ რე­ჟიმს….

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ძა­ლა­უფ­ლე­ბას ებღა­უ­ჭე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით, რომ­ლე­ბიც ძვირ­ფა­სია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის­თვის. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის, ოპო­ზი­ცი­ურ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტე­ბის რეპ­რე­სი­რე­ბით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ქვე­ყა­ნას იზო­ლა­ცი­ა­ში აქ­ცევს ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და სა­ქარ­თვე­ლოს რეპ­რე­სი­ის მო­მავ­ლის­თვის წი­რავს, რუ­სეთ­თან, ჩი­ნეთ­თან და ირან­თან კავ­შირ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ცო­ცხალ­მა დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა სუ­ლის­კვე­თე­ბამ თა­ვის დრო­ზე ის რე­გი­ონ­ში იმე­დის შუ­ქუ­რა გა­ხა­და. თუ სა­ქარ­თვე­ლო გა­აგ­რძე­ლებს ავ­ტოკ­რა­ტი­ის­კენ გზა­ზე სვლას, ჩვენ დავ­კარ­გავთ მო­კავ­ში­რეს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­ერ­თო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მყა­რად ერ­თგუ­ლია. ამავდრო­უ­ლად, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრძო­ლის შემ­დეგ ქარ­თვე­ლებს რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში ტან­ჯვის­თვის მი­ვა­ტო­ვებთ. ჩვენს ტრან­სატ­ლან­ტი­კურ პარტნი­ო­რებს მო­ვუ­წო­დებთ, შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა­ში. ამის არ­გა­კე­თე­ბა არა მხო­ლოდ მი­ლი­ო­ნო­ბით ქარ­თვე­ლის იმე­დებ­სა და ოც­ნე­ბებს უღა­ლა­ტებს, არა­მედ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს თა­ვი­სუ­ფა­ლი, უსაფრ­თხო და აყ­ვა­ვე­ბუ­ლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას,” - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

წე­რი­ლის ხელ­მომ­წე­რე­ბი არი­ან აშშ-ის ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის ორ­პარ­ტი­უ­ლი წევ­რე­ბი: სე­ნა­ტო­რი რო­ჯერ უი­კე­რი (კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია), კონ­გრეს­მე­ნი ჯო უილ­სო­ნი (კო­მი­სი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია), სე­ნა­ტო­რი შელ­დონ უა­ი­თ­ჰა­უ­სი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია), კონ­გრეს­მე­ნი სტივ კო­ე­ნი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია), კონ­გრეს­მე­ნი რი­ჩარდ ჰადსო­ნი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) და სე­ნა­ტო­რი ჯონ კორ­ნი­ნი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

“ქართული ოცნება” ძალაუფლებას ებღაუჭება" - რას მოუწოდებს ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს?

“ქართული ოცნება” ძალაუფლებას ებღაუჭება" - რას მოუწოდებს ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს?

საქართველოში უწყვეტი პროტესტის 150-ე დღისთვის ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ორპარტიული ჯგუფი ქართველი ხალხის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს.

შესაბამისი განცხადება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში აღინიშნება, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანას იზოლაციაში აქცევს და საქართველოს რეპრესიის მომავლისთვის წირავს.

ამასთან, კონგრესმენებისა და სენატორების წერილში ნათქვამია, რომ თუ საქართველო გააგრძელებს ავტოკრატიისკენ გზაზე სვლას, „ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს, რომელიც ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების მყარად ერთგულია“.

ისინი მოუწოდებენ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შეუერთდნენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნას.

“ხვალ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების ზედიზედ 150-ე დღეა, მათი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ქართველი ხალხის მყარი ერთგულების არაჩვეულებრივი გამოხატულება. ამაყი ვართ გვერდში ვედგეთ ქართველ ხალხს, როდესაც ისინი უარს ამბობენ დაუთმონ თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებები არალეგიტიმურ რეჟიმს….

“ქართული ოცნება” ძალაუფლებას ებღაუჭება ქართველებისთვის უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევით, რომლებიც ძვირფასია დემოკრატიული საზოგადოებებისთვის. დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებისა და მშვიდობიან დემონსტრანტების რეპრესირებით, “ქართული ოცნება” ქვეყანას იზოლაციაში აქცევს ტრანსატლანტიკური საზოგადოებისგან და საქართველოს რეპრესიის მომავლისთვის წირავს, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან კავშირში.

საქართველოს ცოცხალმა დემოკრატიულმა სულისკვეთებამ თავის დროზე ის რეგიონში იმედის შუქურა გახადა. თუ საქართველო გააგრძელებს ავტოკრატიისკენ გზაზე სვლას, ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს, რომელიც ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების მყარად ერთგულია. ამავდროულად, თავისუფლებისთვის ათწლეულების განმავლობაში ბრძოლის შემდეგ ქართველებს რუსეთის მიერ კონტროლირებული ავტორიტარული მთავრობის პირობებში ტანჯვისთვის მივატოვებთ. ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნაში. ამის არგაკეთება არა მხოლოდ მილიონობით ქართველის იმედებსა და ოცნებებს უღალატებს, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობას,” - ნათქვამია წერილში.

წერილის ხელმომწერები არიან აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები: სენატორი როჯერ უიკერი (კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი ჯო უილსონი (კომისიის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტია), სენატორი შელდონ უაითჰაუსი (დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი ჯონ კორნინი (რესპუბლიკური პარტია).