Reuters-ი აქვეყნებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების გეგმას, რომელიც უკრაინამ და ევროპულმა ქვეყნებმა აშშ-ს გადასცეს
გეგმის ტექსტს გამოცემა Reuters უცვლელად აქვეყნებს.
გეგმა ოთხი ნაწილისგან შედგება: ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, ტერიტორია და ეკონომიკა.
ცაში, მიწასა და ზღვაზე სრული ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება;
ორივე მხარე დაუყოვნებლივ შედიან მოლაპარაკებებში ტექნიკურ იმპლემენტაციაზე, შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების მონაწილეობით. ეს სრული სამშვიდობო შეთანხმების დღის წესრიგისა და ფორმის მომზადების პარალელურად ხდება;
ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, რომელსაც შეერთებული შტატები უძღვება და მხარს უჭერენ მესამე ქვეყნები;
რუსეთმა უპირობოდ უნდა დააბრუნოს ყველა დეპორტირებული და უკანონოდ გადაადგილებული უკრაინელი ბავშვი. ომის ყველა ტყვის გაცვლა (“ყველა ყველაზე” პრინციპი). რუსეთმა ყველა სამოქალაქო პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
უკრაინა უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს იღებს, მათ შორის შეერთებული შტატებისგან (მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმება), მაშინ, როდესაც მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს ნატო-ში წევრობაზე;
არავითარი შეზღუდვები უკრაინის თავდაცვით ძალებზე;
გარანტორი ქვეყნები ევროპული ქვეყნებისა და სურვილის მქონდე არაევროპული ქვეყნების სპეციალური ჯგუფი იქნებიან. არავითარი შეზღუდვები უკრაინის ტერიტორიაზე მეგობრული უცხოური ძალების განლაგებაზე, იარაღსა და ოპერაციებზე;
უკრაინა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებას.
ტერიტორიული საკითხები განხილული იქნება და მოგვარდება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ;
ტერიტორიული მოლაპარაკებები კონტროლის ხაზის ბაზისიდან იწყება;
უკრაინა შეერთებული შტატების ჩართულობით ხელახლა იპოვებს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და ასევე კახოვკას კაშხალზე;
უკრაინა სარგებლობს შეუფერხებელი წვდომით დნიპროს მდინარეზე და კინსბურგის ცელზე კონტროლით.
შეერთებული შტატები და უკრაინა ეკონომიკური თანამშრომლობის / მინერალების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას ახდენენ;
უკრაინა სრულად აღდგენილი და ფინანსურად კომპენსირებული იქნება, მათ შორის რუსეთის სუვერენული აქტივებიდან, რომლებიც გაყინული დარჩება მანამდე, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას არ მოახდენს;
2014 წლიდან შეერთებული შტატების მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციები შესაძლოა ეტაპობრივად შემსუბუქების საგანი იყოს მას შემდეგ, რაც მყარი მშვიდობა იქნება მიღწეული, და შესაძლოა განახლდეს თუ სამშვიდობო შეთანხმება დაირღვევა,” - წერია გეგმაში.