საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, საიდანაც 2361 რუსეთის მოქალაქეა
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, საიდანაც 2361 რუსეთის მოქალაქეა

2024 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 3587 ადა­მი­ანს მი­ე­ნი­ჭა, 1592 კი შე­უ­წყდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

„საქსტა­ტის“ ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მიმ­ღებ­თა შო­რის პირ­ველ ად­გილს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია იკა­ვებს. 2024 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა რუ­სე­თის 2361 მო­ქა­ლა­ქემ მი­ი­ღო. მე­ო­რე ად­გილ­ზეა გერ­მა­ნია, რომ­ლის 251 მო­ქა­ლა­ქე გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, შემ­დეგ კი არის უკ­რა­ი­ნა, რომ­ლის 175 მო­ქა­ლა­ქეს მი­ე­ნი­ჭა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

ამას­თან, „საქსტა­ტის“ ცნო­ბით, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია მო­ნა­ცე­მე­ბი ირა­ნი­სა და ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის რამ­დენ მო­ქა­ლა­ქეს მი­ე­ნი­ჭა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნა­ცე­მებს, რო­მე­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ შე­უ­წყდათ ადა­მი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ლი­დე­რობს. 2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის გამო, სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს 802 მო­ქა­ლა­ქეს შე­უ­წყდა. შემ­დეგ ად­გილ­ზეა სა­ბერ­ძნე­თი, რომ­ლის მო­ქა­ლა­ქეც სა­ქარ­თვე­ლოს 200 მო­ქა­ლა­ქე გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, საიდანაც 2361 რუსეთის მოქალაქეა

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, საიდანაც 2361 რუსეთის მოქალაქეა

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, 1592 კი შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა შორის პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქემ მიიღო. მეორე ადგილზეა გერმანია, რომლის 251 მოქალაქე გახდა საქართველოს მოქალაქე, შემდეგ კი არის უკრაინა, რომლის 175 მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, კონფიდენციალურია მონაცემები ირანისა და ისლამური რესპუბლიკის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

რაც შეეხება მონაცემებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ შეუწყდათ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობა, ამ შემთხვევაშიც, რუსეთის ფედერაცია ლიდერობს. 2024 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამო, სტატუსი საქართველოს 802 მოქალაქეს შეუწყდა. შემდეგ ადგილზეა საბერძნეთი, რომლის მოქალაქეც საქართველოს 200 მოქალაქე გახდა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"