TikTok-ერი ასტროლოგი მიანმარის ახალი მიწისძვრის პროგნოზირებისთვის დააკავეს.
მიანმარის ხელისუფლებამ დააკავა ასტროლოგი, რომელიც თავის TikTok-ის გვერდზე, ვიდეოში მიანმარში მოსალოდნელ კიდევ ერთ მიწისძვრაზე საუბრობდა.
ქვეყნის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით, ასტროლოგი “ცრუ განცხადებებით საზოგადოებაში პანიკას თესავდა“ და ამასთან “ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. ხოლო ექსპერტების თქმით, მიწისძვრების პროგნოზირება შეუძლებელია
ჯონ მო ტე გამომწერებს აფრთხილებდა, რომ 21 აპრილს „მიანმარის ყველა ქალაქში მიწისძვრა მოხდებოდა“. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების აღელვება გამოიწვია.
თავის ვიდეოში, რომელიც სამ მილიონზე მეტჯერ ნახეს, ჯონ მო ტე ხალხს მოუწოდებდა, „თან წაეღოთ მნიშვნელოვანი ნივთები და გაქცეულიყვნენ შენობებიდან.“
„ხალხი დღისით მაღალსართულიან შენობებში არ უნდა იმყოფებოდეს“, - ეწერა ვიდეოს აღწერაში.
მისი TikTok ანგარიში ამჟამად გაუქმებულია.