მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემთხვევით ნაპოვნ ნამარხში 113 მილიონი წლის “ჯოჯოხეთის ჭიანჭველას“ უძველესი სახეობა იპოვეს - რა წერია კვლევაში
შემთხვევით ნაპოვნ ნამარხში 113 მილიონი წლის “ჯოჯოხეთის ჭიანჭველას“ უძველესი სახეობა იპოვეს - რა წერია კვლევაში

ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ბრა­ზი­ლი­ის მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ა­ში ნა­პოვნ, აქამ­დე შე­უმ­ჩნე­ველ ნა­მარხში ჭი­ან­ჭვე­ლას უძ­ვე­ლე­სი ნი­მუ­ში აღ­მოჩ­ნდა.

პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ჭი­ან­ჭვე­ლა დი­ნო­ზავ­რებს შო­რის 113 მი­ლი­ო­ნი წლის წინ ცხოვ­რობ­და და მსხვერ­პლის მოკ­ვლის უჩ­ვე­უ­ლო ხერ­ხი ჰქონ­და.

სან-პა­უ­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ზო­ო­ლო­გი­ის მუ­ზე­უ­მის მკვლე­ვარ­მა, ან­დერ­სონ ლე­პე­კომ, გა­ნა­ცხა­და, რომ „უჩ­ვე­უ­ლო“ ნი­მუშს 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, მა­შინ წა­ა­წყდა, რო­დე­საც სან-პა­უ­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ზო­ო­ლო­გი­ის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ნა­მარ­ხე­ბის კო­ლექ­ცი­ას ათ­ვა­ლი­ე­რებ­და.

მუ­ზე­უ­მი ნა­მარხ მწე­რე­ბის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უდი­დეს კო­ლექ­ცი­ას ფლობს და შე­ი­ცავს ნი­მუ­შებს ბრა­ზი­ლი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე გე­ო­ლო­გი­უ­რი ად­გი­ლი­დან, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნა­მარ­ხე­ბით.

ჟურ­ნალ „Current Biology“-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, კირ­ქვა­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი, ახ­ლად აღ­წე­რი­ლი გა­და­შე­ნე­ბუ­ლი მწე­რი, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი “ჯო­ჯო­ხე­თის ჭი­ან­ჭვე­ლაა“. ეს არის Haidomyrmecinae-ის ქვე­ო­ჯა­ხის წევ­რი, რო­მე­ლიც ცარ­ცულ პე­რი­ოდ­ში, 66-დან 45 მი­ლი­ონ წლამ­დე ცხოვ­რობ­და და არ­ცერთ ცო­ცხალ ჭი­ან­ჭვე­ლას­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

  • ნა­მარხ სა­ხე­ო­ბას Vulcanidris cratensis ეწო­და. მას ცე­ლის მსგავ­სი ყბე­ბი ჰქონ­და, რომ­ლებ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ მსხვერ­პლის და­სა­ჭე­რად იყე­ნებ­და.

„უბ­რა­ლოდ შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ამ (მწე­რის) თა­ვის წინ ეს უც­ნა­უ­რი გა­მო­ნა­ზარ­დი და­ვი­ნა­ხე. სხვა ჯო­ჯო­ხე­თის ჭი­ან­ჭვე­ლე­ბიც აღ­წე­რი­ლია უც­ნა­უ­რი ყბე­ბით, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ქარ­ვის­ფე­რი ნი­მუ­შე­ბით“, - თქვა კვლე­ვის წამ­ყვან­მა ავ­ტორ­მა ლე­პე­კომ.

მა­ნამ­დე საფ­რან­გეთ­სა და მი­ან­მარ­ში ქარ­ვა­ში და­მარ­ხუ­ლი სხვა ცარ­ცუ­ლი ჯო­ჯო­ხე­თის ჭი­ან­ჭვე­ლე­ბიც იპო­ვეს, თუმ­ცა ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 99 მი­ლი­ო­ნი წლის წი­ნან­დე­ლია.

კვლე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ დღეს ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი პლა­ნე­ტა­ზე მწე­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო და მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ჯგუ­ფია, რომ­ლე­ბიც ან­ტარ­ქტი­დის გარ­და ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე გვხვდე­ბა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

შემთხვევით ნაპოვნ ნამარხში 113 მილიონი წლის “ჯოჯოხეთის ჭიანჭველას“ უძველესი სახეობა იპოვეს - რა წერია კვლევაში

შემთხვევით ნაპოვნ ნამარხში 113 მილიონი წლის “ჯოჯოხეთის ჭიანჭველას“ უძველესი სახეობა იპოვეს - რა წერია კვლევაში

ახალი კვლევის თანახმად, ბრაზილიის მუზეუმის კოლექციაში ნაპოვნ, აქამდე შეუმჩნეველ ნამარხში ჭიანჭველას უძველესი ნიმუში აღმოჩნდა.

პრეისტორიული ჭიანჭველა დინოზავრებს შორის 113 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და მსხვერპლის მოკვლის უჩვეულო ხერხი ჰქონდა.

სან-პაულოს უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმის მკვლევარმა, ანდერსონ ლეპეკომ, განაცხადა, რომ „უჩვეულო“ ნიმუშს 2024 წლის სექტემბერში, მაშინ წააწყდა, როდესაც სან-პაულოს უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმში დაცული ნამარხების კოლექციას ათვალიერებდა.

მუზეუმი ნამარხ მწერების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს კოლექციას ფლობს და შეიცავს ნიმუშებს ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გეოლოგიური ადგილიდან, რომელიც ცნობილია თავისი განსაკუთრებული ნამარხებით.

ჟურნალ „Current Biology“-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კირქვაში შემონახული, ახლად აღწერილი გადაშენებული მწერი, ეგრეთ წოდებული “ჯოჯოხეთის ჭიანჭველაა“. ეს არის Haidomyrmecinae-ის ქვეოჯახის წევრი, რომელიც ცარცულ პერიოდში, 66-დან 45 მილიონ წლამდე ცხოვრობდა და არცერთ ცოცხალ ჭიანჭველასთან არ არის დაკავშირებული.

  • ნამარხ სახეობას Vulcanidris cratensis ეწოდა. მას ცელის მსგავსი ყბები ჰქონდა, რომლებსაც, სავარაუდოდ მსხვერპლის დასაჭერად იყენებდა.

„უბრალოდ შოკირებული ვიყავი, როდესაც ამ (მწერის) თავის წინ ეს უცნაური გამონაზარდი დავინახე. სხვა ჯოჯოხეთის ჭიანჭველებიც აღწერილია უცნაური ყბებით, მაგრამ ყოველთვის ქარვისფერი ნიმუშებით“, - თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა ლეპეკომ.

მანამდე საფრანგეთსა და მიანმარში ქარვაში დამარხული სხვა ცარცული ჯოჯოხეთის ჭიანჭველებიც იპოვეს, თუმცა ისინი დაახლოებით 99 მილიონი წლის წინანდელია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ დღეს ჭიანჭველები პლანეტაზე მწერების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მრავალრიცხოვანი ჯგუფია, რომლებიც ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე გვხვდება.

წყარო

იხილეთ ასევე: