სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის" - შალვა პაპუაშვილი
"საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის" - შალვა პაპუაშვილი

"რო­გორც ჩანს, საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო ჩვენ ხალ­ხად არ გვთვლის - აქ სუ­ლე­ლი არა­ვინ არ არის, რომ და­ვი­ჯე­როთ ის, რომ საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო რა­დი­კა­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ფულს უხ­დის იმის­თვის, რომ ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი და­ხა­ზონ", - ეჭვი მაქვს, ეს არის აქ­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა არა­პირ­და­პი­რი გზით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც "გრან­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ­დე, საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს მიერ გა­ცე­მულ გრანტზე დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

მისი თქმით, საფ­რან­გე­თის ელჩს გამჭვირ­ვა­ლო­ბა არ უნდა და ჩანს, რომ ზო­გი­ერთს სა­ქარ­თვე­ლო "უკა­ნა ეზო“ ჰგო­ნია.

პა­პუ­აშ­ვილ­მა ელ­ჩებს შე­ახ­სე­ნა, რომ ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რა­ტომ არ ასა­ჯა­რო­ებს საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო, გი­პა­სუ­ხებთ ჯიმ რი­შის სი­ტყვე­ბით - "ჩვენ უნდა მივ­ყვეთ ფულს. თუ და­სა­მა­ლი არა­ფე­რია, მა­შინ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რა­ტომ არის?!“. ამას ვე­ტყო­დი მე საფ­რან­გე­თის ელჩს. თუ და­სა­მა­ლი არა­ფე­რია, რა­ტომ მა­ლავს მა­შინ და რა­ტომ არის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა?! გან­ცხა­დე­ბა იყო, რომ კონ­კურ­სი იყოო, ყვე­ლა ელჩს შე­ვახ­სე­ნებ, რომ ისი­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ში არი­ან სტუმ­რად. ეს არის პრი­ვი­ლე­გია ნე­ბის­მი­ე­რი დიპ­ლო­მა­ტი­ის­თვის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის, რომ მათ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ქვეყ­ნის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ეს პრი­ვი­ლე­გია მო­დის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან ერ­თად. ასე არ არის, რომ ჩახ­ვი­დე ქვე­ყა­ნა­ში, ფუ­ლე­ბი აქეთ-იქით ყარო და მერე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გრძნობ­დე ამ ფუ­ლით რა ხდე­ბა. ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აქვს, რო­დე­საც წლე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე, რომ ექ­სტრე­მის­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და­უ­ფი­ნან­სე­ბი­ათ. ამი­ტო­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რომ ამ მხრივ იყოს გამჭვირ­ვა­ლე. თუმ­ცა რო­გორც ვხე­დავთ, საფ­რან­გე­თის ელჩს არ სურს გამჭვირ­ვა­ლო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იყო გან­ცხა­დე­ბა, რომ ეს იყო კონ­კურ­სი, პა­სუ­ხი არ არის. ამი­ტომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ არა­ნა­ი­რი კონ­კურ­სი არ ყო­ფი­ლა და ეს არის ის მავ­ნე პრაქ­ტი­კა, რა­ზეც დღეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია სა­უბ­რობს, რო­დე­საც იყო გა­რი­გე­ბე­ბით გრან­ტე­ბის გა­ცე­მა, იმის­თვის რომ ყო­ფი­ლი­ყო რა­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბის გა­ტა­რე­ბა. ის სუ­ბი­ექ­ტე­ბი, ვი­საც საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩომ ფული მის­ცა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან. ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ათე­ულ­ში შე­დი­ო­და. გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ იდე­ო­ლო­გი იყო, როცა ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყო. ის წა­მე­ბის და რე­კე­ტის სის­ტე­მის თა­ნა­შე­მოქ­მე­დია.

მე მგო­ნი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი არის [სა­ელ­ჩოს] ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი. აქ სუ­ლე­ლი არა­ვინ არ არის და მე მგო­ნი, ეს საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩომ უნდა გა­ი­დოს. აქ სუ­ლე­ლი არა­ვინ არ არის, რომ და­ვი­ჯე­როთ ის, რომ პო­ლი­ტი­კო­სებს, რა­დი­კა­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ფულს უხ­დის იმის­თვის, რომ ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი და­ხა­ზონ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მე მაქვს, ეჭვი, რომ ეს არის აქ­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა არა­პირ­და­პი­რი გზით.

რო­გორც ჩანს, საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო ჩვენ ხალ­ხად არ გვთვლის. რა­ღა­ცას აკე­თებს. რო­გორც ჩანს, ზო­გი­ერთს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უკა­ნა ეზო ჰგო­ნია. ეს კი­ნოც ნა­ნა­ხი გვაქვს. ხან მოს­კოვს ვე­გო­ნეთ უკა­ნა ეზო, ხან რო­მელ დე­და­ქა­ლაქს. 3000 წელი ამ ის­ტო­რი­ას ვუ­ყუ­რებთ, მაგ­რამ 3000 წელი იმა­საც ვხვდე­ბით, რომ სა­ბო­ლო ჯამ­ში, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი რჩე­ბა, იმი­ტომ რომ სი­მარ­თლის მხა­რე­საა. ისი­ნი, ვი­საც ვგო­ნი­ვართ ჩვენ უკა­ნა ეზო, და­ბა­ლი ღობე, ხარი თუ რა შე­და­რე­ბაც არ უნდა იყოს, შემ­დეგ რა ემარ­თე­ბათ ხოლ­მე და რო­გორ არი­ან, ესეც კარ­გად ვი­ცით ის­ტო­რი­ი­დან“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის" - შალვა პაპუაშვილი

"საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის" - შალვა პაპუაშვილი

"როგორც ჩანს, საფრანგეთის საელჩო ჩვენ ხალხად არ გვთვლის - აქ სულელი არავინ არ არის, რომ დავიჯეროთ ის, რომ საფრანგეთის საელჩო რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს ფულს უხდის იმისთვის, რომ ტურისტული მარშრუტები დახაზონ", - ეჭვი მაქვს, ეს არის აქციების დაფინანსება არაპირდაპირი გზით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც "გრანტების შესახებ“ კანონის მიღებამდე, საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემულ გრანტზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საფრანგეთის ელჩს გამჭვირვალობა არ უნდა და ჩანს, რომ ზოგიერთს საქართველო "უკანა ეზო“ ჰგონია.

პაპუაშვილმა ელჩებს შეახსენა, რომ ისინი საქართველოში სტუმრად იმყოფებიან.

"რაც შეეხება კითხვას, რატომ არ ასაჯაროებს საფრანგეთის საელჩო, გიპასუხებთ ჯიმ რიშის სიტყვებით - "ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს. თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?!“. ამას ვეტყოდი მე საფრანგეთის ელჩს. თუ დასამალი არაფერია, რატომ მალავს მაშინ და რატომ არის წინააღმდეგობა?! განცხადება იყო, რომ კონკურსი იყოო, ყველა ელჩს შევახსენებ, რომ ისინი ამ ქვეყანაში არიან სტუმრად. ეს არის პრივილეგია ნებისმიერი დიპლომატიისთვის, ორგანიზაციისთვის, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის, საზოგადოების განვითარებაში. ეს პრივილეგია მოდის პასუხისმგებლობასთან ერთად. ასე არ არის, რომ ჩახვიდე ქვეყანაში, ფულები აქეთ-იქით ყარო და მერე პასუხისმგებლობას არ გრძნობდე ამ ფულით რა ხდება. ასეთი გამოცდილება სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანას და ორგანიზაციას აქვს, როდესაც წლების შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ექსტრემისტები, პოლიტიკოსები დაუფინანსებიათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, რომ ამ მხრივ იყოს გამჭვირვალე. თუმცა როგორც ვხედავთ, საფრანგეთის ელჩს არ სურს გამჭვირვალობა. მიუხედავად იმისა, რომ იყო განცხადება, რომ ეს იყო კონკურსი, პასუხი არ არის. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არანაირი კონკურსი არ ყოფილა და ეს არის ის მავნე პრაქტიკა, რაზეც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საუბრობს, როდესაც იყო გარიგებებით გრანტების გაცემა, იმისთვის რომ ყოფილიყო რაღაც პოლიტიკური გავლენების გატარება. ის სუბიექტები, ვისაც საფრანგეთის საელჩომ ფული მისცა, პოლიტიკოსები არიან. ირაკლი ხვადაგიანი პარლამენტის წევრი იყო. "ნაციონალური მოძრაობის“ ათეულში შედიოდა. გიორგი კანდელაკი "ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი იყო, როცა ის ხელისუფლებაში იყო. ის წამების და რეკეტის სისტემის თანაშემოქმედია.

მე მგონი, შეურაცხმყოფელი არის [საელჩოს] ეს განცხადებები. აქ სულელი არავინ არ არის და მე მგონი, ეს საფრანგეთის საელჩომ უნდა გაიდოს. აქ სულელი არავინ არ არის, რომ დავიჯეროთ ის, რომ პოლიტიკოსებს, რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს, ფულს უხდის იმისთვის, რომ ტურისტული მარშრუტები დახაზონ. სინამდვილეში, მე მაქვს, ეჭვი, რომ ეს არის აქციების დაფინანსება არაპირდაპირი გზით.

როგორც ჩანს, საფრანგეთის საელჩო ჩვენ ხალხად არ გვთვლის. რაღაცას აკეთებს. როგორც ჩანს, ზოგიერთს ჩვენი ქვეყანა უკანა ეზო ჰგონია. ეს კინოც ნანახი გვაქვს. ხან მოსკოვს ვეგონეთ უკანა ეზო, ხან რომელ დედაქალაქს. 3000 წელი ამ ისტორიას ვუყურებთ, მაგრამ 3000 წელი იმასაც ვხვდებით, რომ საბოლო ჯამში, ქართველი ხალხი რჩება, იმიტომ რომ სიმართლის მხარესაა. ისინი, ვისაც ვგონივართ ჩვენ უკანა ეზო, დაბალი ღობე, ხარი თუ რა შედარებაც არ უნდა იყოს, შემდეგ რა ემართებათ ხოლმე და როგორ არიან, ესეც კარგად ვიცით ისტორიიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.